კიდევ ერთი ქართველის ტიტული? ფალავანდიშვილი მოლდოვაში გალიდერდა !
AutoSharing Option
13:31 08-05-2017
მიმდინარე სეზონი ქართველი ლეგიონერებისთვის ერთობ წარმატებული  გამოდგა, რუსეთში ჯანო ანანიძე გაჩემპიონდა, საბა კვირკველიამ ქვეყნის თასი მოიპოვა, პოლონეთის თასს დაეუფლა ლუკა ზარანდიაც, ამ წარმატებული სერიის გაგრძელების შანსი აქვს, 23 წლის საყდენს, გუგა ფალავანდიშვილსაც, რომლის ,,დაჩიამაც" მოგებების სერია გუშინ ,,სპერანტას" დამარცხებით გააგრძელა და ამ გამარჯვებით, ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე,  ცხრილში 63 ქულით გალიდერდა!! 

აღსანიშნავია რომ მის უშუალო კონკურენტ ,,მილსამს" ამ ტურის მატჩი დღეს აქვს გასამართი  და ფრის შემთხვევაში ,,დაჩიას" უთანაბრდება, ზოგადად  ცხრილში მჭიდრო სიტუაციაა და ჩემპიონობის შანსი ერთდროულად 4 გუნდს აქვს ასე რომ  იქ დაძაბულობა ბოლო ტურამდე შენარჩუნდბა, იმედი ვიქონიოთ რომ ,,დაჩია" ლიდერობას აღარ დათმობს და ქართველი ლეგიონერების წარატებულ სერიას ფალავადნიშვილიც გააგრძელებს!
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები