დავიწყებულნი- სამშობლოშიც არ სურთ?
AutoSharing Option
18:50 12-05-2017
საქართველოს ეროვნულ ლიგაში დონის მატება ბევრი მიმართულებით შეიმჩნევა, მათ შორის  სატრანსფერო კუთხითაც, ქართული გუნდების რიგებში საგძნობლად იმატა ლეგიონერთა კლასმა, (რამოდენიმე გამონაკლისის გარდა) მაგრამ ლეგიონერთა ჩამოყვანა და მათთვის სათანადო პირობების შექმნა  დიდ ხარჯებთან და უამრავ რისკთან არის დაკავშირებული, მაგალითად არ იცი რამდენად შეძლებს ფეხბურთელი კლიმატთან ადაპტაციას, რამდენად გაიხსნება და რამდენად შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას უცხო ქვეყანაში, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად კლუბებს ურჩევნიათ მზერა ლეგიონერებისკენ მიმართონ და სამშობლოდან გასულ ფეხბურთელების დაბრუნებაზე ნაკლებად ფიქრობენ, არადა რამდენიმე მართლაც ნიჭიერი  ქართველის საკლუბო კარიერა, ახლა ისეთ მძიმე პერიოდშია სამწუხაროდ, რომ სულაც არაა უტოპიური მათ დაბრუნებაზე ფიქრი, მითუმეტეს რომ ეს ნაბიჯი კლუბებსაც უნდა აძლევდეთ ხელს, როგორც ფინანსური  ასევე მარკეტინგული თვალსაზრისით, ვინაიდან  როდესაც გუნდში ჩამოიყვან თუნდაც ყოფილ ნაკრების წევრს, ინტერესი ერთიორად იზრდება გულშემატკივართა მხრიდან, მაგალითისთვის განვიხილოთ რამოდენიმე შესაძლო ტრანსფერი

გიორგი ილურიძე ,,ეთნიკოსი" ამ 25 წლის შემტევ ნახევარმცველზე საუბრისას ალბად პირველ რიგში მისი კარიერის ის მონაკვეთი  გვახსენდება, როდესაც იგი ,,დილას" მაისურს ირგებდა 2012-13 წლებში, მაშინ გორელებს ევროპა ლიგაზე ხმაურიანი წარმატების მისაღწევად და ჯგუფში შესასვლელად ერთი ნაბიჯი  დააკლდათ, ამ წარმატების ერთ ერთი შემოქმედი კი სწორედ ილურიძე გახლდათ, მისი დღევანდელი მდგომაროება კი რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელოა, იგი კვიპროსულ ,,ეთნიკოსში" ძირითადად უთამაშებელია და უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ თამაშის ბოლოს თუ გამოვა მოედანზე, ისიც არც თუ ისე ხშირად, დამეთანხმებით ამ დროში რაიმეს შექმნაზე ფიქრი წამოუდგენელია.

ლევან ყენია -ქართულ ფეხბურთში ეს სახელი და გვარი, სპორტულ  იმედგაცრუებასა და უიღბლობასთან ასოცირდება ქართველი გულშემატკივრისთვის, სამწუხაროა რომ ერთ დროს ,,შალკეში" იმედისმოცემად დაწყებული კარიერა დღეს იქამდეა მისული რომ ლევანი საერთოდ კლუბის გარეშეა დარჩენილი და მისი მომავალი გაურკვევლია. 

დავით თარგამაძე- 27 წლის შემტევი ნახევარმცელი, რომესაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, სწრაფმა, კრიატიულმა და ტექნიკურმა გარემადრმა გულშემატკივარს თავი თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებიდან დაამახსოვრა, იმედისმოცემი იყო მისი საკლუბო კარიერაც, ბოლო დროს ქართველი ფეხბუთელების უმეტესობა ისეთ კლუბებში სინჯავს ძალებს რომ
დონეცკის ,,შახტარი" ნამდვილად ხმაურიანად ჟღერდა და  გვიჩენდა წარმატების იმედებს, თუმცა სამწუხაროდ აქაც იჩინა თავი ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა და ავადსახსენებელმა ტრამვიანობამ  და დავითის კარიერაც უკუღმა წარიმართა, დღეს კი ისიც უკლუბოდ გახლავთ, ცნობისთვის თარგამაძე ერთადერთია ზემოთ აღნიშნულ ფეხბურთელებს შორის, რომელმაც ,,ეროვნულ ლიგაში" თამაშის მზაობა ღიად გამოთქვა, აღნიშნული განცხადება მან, რამდენიმე დღის წინ, SPORTALL.GE -სთან ინტერვიუში გააკეთა.
ასე რომ ზემოთ აღნიშნული მოთამაშეების ამჟამინდელი მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ მათი სამშობლოში დაბრუნების შანსი უტოპიური სულაც არაა და თუ ქართული კლუბები ისურვებენ, ამ  ფეხბურთელებს ჯერ კიდევ შეუძლიათ საკუთარი სამშობლოსთვის წარმატების მოტანა.
Twitter
2
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები