ეროვნული ლიგის განვითარებისთვის
AutoSharing Option
15:49 29-05-2017
საქართველოს ჩემოპიონატის მიმდინარე სეზონი განახლებული სახელით ( ეროვნული ლიგა ) და განახლებული ბრენდინგით დაიწყო. საქართველოს ჩემოპიონატის მიმდინარე სეზონი განახლებული სახელით ( ეროვნული ლიგა ) და განახლებული რებრენდინგით დაიწყო.

ახალი ფომრატი, ახალი ლოგო, საქართველოს დონეზე აქამდე უპრეცენდენტო შეფუთვა, რომლის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი  კომპონენტი  გაშუქების აქამდე არნახული რაოდენობაა, (ყველა მატჩის რეპორტაჟი) აი ამ სიახლეებმა და უშაოლოდ მოედნებზე ბევრმა კოსმეტიკურმა, თუნდაც უმნიშვნელო დეტლებმა ჩვენს ჩემპიონატს განსხვავებული ელფერი შესძინა და ბუნებრივია, დაინტერესება გაზარდა, ხალხმა ამ ,,პროდუქტის" ყურება აქტიურად დაიწყო, თუმცა ეს ის არ არის, რაც ფედერაციას, კლუბებსა და გულშემატკივარს, ყველას ერთად გვსურს, ისიც აფსოლიტურად ცხადია, რომ ყვეალფრის ერთ სეზონში გამოსწორება შეუძლებელია, ამიტომ ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ სეგმენტს მოთმინება და შრომა გვმართებს, საერთო შედეგის მისაღწევად, თუ უფრო დავკონრეტდებით დავინახავთ რომ საქართველოში ჯერ კიდევ მწვავედ დგას პრობლემათა მთელი რიგი, ინფრასტრუქტურიდან დაწყებული კერძო ბიზნესის დაინტეესებით,  დამთავრებული. სათქმელის მეტი თვალსაჩინოებისთვის შევეცდები ყველა ეს საკითხი ვცლად განვიხილო:

ინფრასტრუქტურა- ეს ის ერთ ერთი ფუნდამენტური საკითხია, რომლის მოგვარების გარეშეც წინსვლაზე ფიქრი უბრალოდ წამოუდგენელია, სასიხარულოა რომ ამ დროისთვის არსებულ რამოდნეიმე ნამდვილად კარგ მოედანს სულ მალე ის რეკონტრულირებული არენებიც შეემატება რომლებიც ახლა გადის ამ პროცესს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახლეობის არენაზე იცვლება საფარი, კეთდება განათება, კეთილ ეწყობა მოედნის შიდა და გარე პერიმეტრი.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს ტყიბულიშიც.  ,,მეშხტის" საშინაო  არენაზეც, კეთილ მოეწყობა საფარი ტრუბუნა, გასახდელები, ამ მოედნის სახით საქართველოს კიდევ ერთი არენა შეემატება, რომელიც არათუ ლიგა 2, არამედ ლიგა 1 სტანდარტებსაც კი  ზედმიწევნით დააკმაყოფილებს.

აქტიურ ფაზაშია და აგვისტოში დასრულდება ბათუმის ,,დინამოს" ბაზის მშენებლობა, რომელიც ბათუმელებისთვის როგორც სავარჯიში ისე სათამაშო არენა იქნება, ცნობისთვის ამ მოედნის ტრიბუნები ბევრად მეტ ადამიანს დაიტევს ვიდრე ,,რაგბი არენა" სადაც ამ დროისთვის ბათუმელებს მატჩების ჩატარება უწევთ, ასე რომ გულშემატკვირის დიდი ნაწილი ღობეებიდან და არაკომფორტული კონსტრუქციებიდან ახლადაშენებულ ტრიბუნაზე გადაინაცვლებს.

კიდევ ერთი არაენა შეემატება თბილისს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი, იგი ერთ ერთი მათგანია, სადაც 19 წლამდელთან ევროპის პირველობა გაიმართება, ამ ჩემპიონატის დასრულების შემდგომ კი  რასაკვირველია, ეს სტადიონი ჩემპიონატს მოემსახურება.

სექტემბრიდან ახალი არენა ექნება ზუგდიდსაც, 7 200  მაყურებელზე გათვლილი სტადიონი სავარჯიშო ბაზით, და გვერდით მდებარე სათადარიგო 1200 ადგილიანი მოედნით ურთ, ასეთი სტადიონი რასაკვირველია მხოლოდ ამ რეგიონის გუნდს არ მოემსახურება, იქიდან გამომდინარე რომ ,,ზუგდიდი" ამ დროისთვის ქვედა დივზიონში გამოდის, ადვილად სავარაუდოა რომ ამ სტადიონზე მხლოდ ის არ ითამაშებს, და არენა ეროვნული ლიგის რომელიმე კლუბსაც დაეთმობა, თუმცა ამაზე დეტალური ინფორმაცია ჯერჯეობით არ არსებობს ვინაიდან სტადიონი ჯერ შენების პროცესშია.

ეროვნული ლიგის მეორე წრის დასრულების შემგომ განხორციელდება,  ჩემპიონატის ყველ;აზე ყბადაღებული და ტრავმიანობის ეპიცენტრად ქცეული ,,ჩელე არენის" საფარის რეკონსტრუქციაც.

არის საუბრები სამტრედიაში სტადიონის აშენებაზეც, პროექტის მიხედვით იგი 2018 წელს უნდა განხორციელდეს, თუმცა მოხდება თუ არა ეს ასე, ჯერჯერობით რთულიად სათქმელია, ვინაიდან ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.

ჩემპიონატის გაშუქება- ფეხბურთი გაშუქების გარეშე არ არ არსებობს, საბედნეროდ ეს ჩვენც გავიაზრეთ და მიმდნიარე სეზონში ეს პრობლემა, იუთუბ სტრიმებისა და საზგადოებირივი მაუწყებლის საშუალებით, მეტ ნაკებად აღმოვფხვერით, თუმცა რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი, ვფიქრობ მომდევნო სეზონიდან უნდა დავფიქრდეთ ეროვნული ლიგის ტელევიზიის შექმნაზეც სადაც გაშუქდება, როგორც  ეროვნული ლიგა 1-ის, ასევე ლიგა 2 ის თამაშებიც სადაც არანაკლებ დაძაბული და საინტერესო მატჩები მიმდიანრებოს, იქნება  ანალიტიკური გადაცემები და ასე შემეგ, რადგან დღევანდელი ფეხბურთი მეტწილად ბიზნესია და კერძო სექტორით საზრდოობს, მისი დაფინანსებით ვითარდება და მატულობს ჩემპიონატის დონე და აქედან გამომდინარე შედეგებიც, ტელვიზიის და ზოგადად მასობრიობის გარეშ კი კერძო სექტორისთვის ჩვენი ფეხბურთი, როგორც ბიზნეს პროექტი, საინტერესო ვერანაირად ვერ გახდება.




Twitter
1
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები