ორი გიორგი - მედია ცუდს არასდროს გირჩევთ
AutoSharing Option
14:27 08-06-2017
საქართველოს ნაკრებმა გუშინ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, სენტკისისა და ნევასის ნაკრები 3-0  დაამარცხა,
პირველ ტაიმში თამაშის ხარისხი და რაც მთავარია შედეგი, ქართველ გულშემატკივარს კარგს არაფერს უქადდა, ნაკრებამ რომელიც 11 დან 6 არაპროფესინალი მოთამაშით იყო  დაკომპლექტებული, 0-0 დაგვისრულა პირველი ტაიმი და თამაშის ხარისხსაც თუ გავითვალისწინებთ დიდად გასაძლებადაც საქმე არ ქონიათ, თუ არ ჩავთვლით ბურთის ფლობაში ჩვენს ტოტალურ უპირატესობას,

პირველ ტაიმში ერთადერთ ნათელ წერტილად, ბევრი გიორგი  მერებაშვილს მიიჩნევდა, რომელმაც მატჩის შემდგომ განაცხდა: ,,ჩემზე დიდი წნეხი იყო და უნდა გამემართლებინაო", მართლაც მის გამოჩენას ნაკრებში იმდენი ჟურნლისტი და რიგითი გულშემატკივარი  ითხოვდა რომ მათთვის იმედების გაცრუება ნამდვილად დიდი უსაამრთლობა იქნებოდა, გულშემატკივარი და მითუმეტეს სპრრტული მედია კი რასაკვირველია, ტყუილად არავის არასდროს გამოარჩევს,
მიმდინარე სეზონში მერებაშვილის მონაგარი,  პოლონეთის ,,ექსტრაკლასის" 31 შეხვედრაში, რომელიც მან ძირითად შემადგენლობაში ითამაშა,  6 გოლი ამდენივე შედეგიანი გადაცემა და ერთხელ ტურის ფეხბურთელად დასახელბაა, ყოველივე ამის ფონზე კი მისი ნაკრებში გამოძახება ბევრისთვის არათუ ლოგიკრი, არამედ დაგვიანებულიც კი გახლავთ, თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, აქამდე მისი არ გამოძახების მიზეზე ბევბრისთვის ამოუცნობი გახლდათ, თუმცა რამოდნეიმე დღის წინ, მატჩის წინა პრესკომფერენციაზე, ვლადიმერ ვასიამა ფეხბურთელთა გამოძახება, არ გამოძახებასთან დაკავშირებულ კითხვას, ასეთი პასუხი გასცა: ,, ეს საქართველოს ნაკრებია და იცით, რომ ექსპერიმენტები ყოველი მატჩის წინ დაუშვებელია. მე ვიძახებ ყველა მატჩის წინ რამდენიმე ახალწვეულს" 

შესაძლოა ვაისისთვის მერებაშვილი სწორედ ასეთი ექსპერიმენტი გახლდათ, ვინაინდან მას, სლოვაკის ფომაციის ნაკრებში აქამდე არასდროს უთამაშია და თუ გუშინდელი შეხვედრით ვიმსჯელებთ, ამ ექსპერიმენტმა გაამრთლა და გიორგის გამოჩენა ახლა უკვე ოფიცლაურ მატჩებშიც არ  უნდა გაგვიკვირდეს. 

მეორე და მთავარი პოზიტივი ამ შეხვედრაში, გიორგი  არაბიძე გახლდათ,  მეორე ტაიმში ვლადიმერ ვაისის მიერ მისმა მოედანზე შეშვებამ, ქართველების თამაში ერთი ორად შემტევი  და აქტიური  გახადა, 2 გატანილი გოლი და მოპოვებული პენალტი, 19 წლის ბიჭისთვის 1 ტაიმში პატარა საქმე არ გახლავთ, (მეტოქის სისუსტის მიუხედავად), თუმცა მთავარი  აქ ისაა, რომ გიორგიში ჩანს პოტენცლი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს იმედითა და ოპტიმიზმით ავსებს, 

მისი გამორჩეულობა არ გამორჩენიათ უკრაინელებსაც, სადაც გიორიგის წარმატებული საკლუბო კარერა აქვს,  დონეცკის ,,შახტარის" რიგებში,  და რომ არა მისი პატრიოტული აღზრდა და ქართული მედიის მხრიდან მის მიმართ, დროული ყურადღება, შესაძლოა უკრაინულ მხარეს საწადელისთვის მიეღწია და ეს ტალანტი  საკუთარ ნაკრებში ეთამაშებინა, თუმცა ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გამო ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ გადაწყდა.

ამ 2 ფეხბურთელის მაგალითზეც კარგად ჩანს რომ ქართული სპორტული მედიიის ყურადღებას ტყუილად არც ერთი მოთამაშე არ იქცევს და მათი აზრის გათვალისწინებით ნაკრები მხოლოდ იხეირებს.




Twitter
2
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები