სატრანსფერო ციებ-ცხელება საქართველოშიც დაიწყო
AutoSharing Option
21:35 09-06-2017
ზაფხული საფეხბურთო სამყაროში სატრანსფერო ცებ-ცხელებასა და გუნდთა მაშტაბურ ცვლილებებთან ასოცირდება, გმონკლისი არც საქართველოა, მიუხედავად იმისა რომ ჯერ ეროვნილი ლიგის მეორე წრე არ  დასრულებულა და სატრანსფერო  ფანჯარა საქართველოში ოფიციალურად არ გახსნილა, გუნდებში გარკვეული ცვლილებები უკვე განხორციელდა.

,,ტორპედო" (ქუთაისი)- ქუთათურები დაახლოვებით ერთი თვის წინ, 21 წლის შემტევ ნახევარმცელ მათე კვირკიათი და 24 წლის შუახახელ დავით ხურციძით გაძლიერდნენ, ეს უკანასკნელი ტორპედოელთა მაისურს 3 წლის წინაც  ირგებდა, მაშინ ხურციძემ ,,ტორპედოელთა" რიგებში 5 ჩატარებული მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა, საქართველოში დაბუნებამდე მისი ბოლო კლუბი რუსული ,,ამკარი" გახლდათ სადაც მან  2 სეზონი გაატრა.

რაც შეეხება მათე კვირკვიას, იგი  ქართველ გულშემატკივარს ყველაზე უკეთ ალბად ,,ვიტ ჯორჯისა" და გორის ,,დილადან" უნდა ახსოვდეს, მათე საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრიც გახლდათ.


,,დინამო" (თბილისი) დედაქალაქელებს ამ დროისთვის ეროვნულ ლიგაში ლიდერის პოზიცია უკავიათ, თუმცა გაძლერებას რასაკვრველია საჭიროვებენ, დინამოს ამ სეზონში გეზი ნიჭიერი  ახალგაზრდა ქართველების მიმართ აქვს აღებული და ძირითადად ამ მიმართულებით მუშაობს კლუბის სატრანსფერო მენეჯმენტი, სულ რამოდენიმე დღის წინ დინამოს აკადემიაში კლუბმა 11 ფეხბურთელის პრეზენტაცია გამართა, რომელთა აფსოლიტური უმრავლესობა კლუბის აკადემიის აღზრდილი გახლავთ, რაც ქართულ ფეხბურთში ნამდვილად ახალი და ძალიან სასიამოვნო სიტყვაა, დემეტრე ბულისკერია, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი კუცია, ბექა მიქელთაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ზარია, დავით კობოური, ნიკა ნინუა, ლუკა ქაფიანიძე, ბექა ქავთარაძე და მიხეილ ერგემლიძე- ეს გახლავთ ის თერთმეტეული რომელიც ამიერიდან დინამოს მთავარ გუნდს გააძლიერებს, დინამოში ითამაშებს საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მარჯვენა მცველი ლევან გეგეჩკორიც, იგი სხვადასხვა დროს  საჩხერის  ,,ჩიხრასა" და მარტვილის ,,მერანის" რიგებში გამოდიოდა.
თბილისურ კლუბში სინჯებს გადის ლეგიონერი მუჰამედ ალიუ, 24 წლის ნიგერიელი ნახევამცველი ბოლოს მოლდოვურ საქსანში ასპარეზობდა, სადაც ორი სეზონი დაჰყო. მანამდე ხორვატიული პომორაჩსა და უკრაინულ ტავრიაში გამოდიოდა. მოჰამედს 2009 წელს მსოფლიო თასზე 17 წლამდე ნიგერიასთან ერთად ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული. კლუბში მისი ტრანსფერის საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩბა და ოფიციალურ ინფომრაციას უახლოეს დღებში უნდა ველოდეთ.


,,დინამო" (ბათუმი) -ზღვისპირელებმა მეზობელი ,,შუქურადან"  მცველი ბექა მახარაძე დაიბრუნეს, გუნდმა დაიმატა ელგუჯა გრიგალაშვილიც, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ქუთაისის ტორპედოდან უნდა ახსოვდეს, სამაგიეროდ ბათუმელები კენედი იგუალაას გამოემშვიდობნენ, რომელიც ლეგიონერის კვალობაზე ნამდვილად სუსტად გამოიყურებოდა.


,,შუქურა" (ქობულეთი) სერიოზული ცვლილებებია ეროვნული ლიგის აუტსაიდერშიც, გუნდი უკვე ხსენებული ბექა მახარაძის გარდა უზბეკ ალექსანდრ კლეცკოვს და უკრაინელ ნახევარმცველ ივან რუდინცკის გამოემშვიდობა, კლუბის ინფომაციით, წავა მეკარე იური კამინსკიც, სამაგეროდ გუნდში გამოცდილი შემტევი გიორგი კახელიშვილი მივიდა, რომელიც ბოლო სეზონი ეროვნილი ლიგა 3-ის ბინადარ ,,შევარდენში გაატარა.

კლუბები დატოვეს ..ჩიხრუას" მეკარე კოკა სეფიაშვილმა და სამტრედიას" უკრაინელმა ნახევარმცველმა, რუდოლფ სუხომლინოვმაც მოგეხსენებათ, აღნიშნული ორივე კლუბი ზაფხულში ერვრო ტურნირებს ითამაშებს, თუმცა ამ გუნდებში მომსვლელები ჯერჯერობით არ ჩანან, მაშტაბურ  სატრანსფერო სიახლეებს კი ზოგადად  ქართულ გუნდებში, ეროვნული ლიგის  მეორე წრის დასრულების შემდეგ ვიხილავთ.
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები