სითამამის ნაკლებობა თუ უიღბლობა- რატომ ვერ მოვუგეთ მოლდოვას ?
AutoSharing Option
23:22 11-06-2017
საქართველოს ეროვნულმა საფხებურთო ნაკრებმა მოლდოვის ქალაქ კიშინოვში, ადგილობრივ ნაკრებთან ფრედ 2-2 ითამაშა და მიმდინარე  საკვალიპიკაციო ეტაპზე გამარჯვება კვლავ სამომავლოდ გადადო.


მიუხედავად ვერ მოგებისა,  ოფტიმისტ გულშემატკივარს აღნიშნულ მატჩში პოზიტივის დანახვა შეეძლო, 2-0 წაგებული ტაიმის შემდეგ აფსოლიტურად სახეცვლილი საქართველოს ნაკრები და საბოლოოდ გათანაბრებული ანგარიში, ასეთი რამ ჩვენი ნაკრებისგან სამწუხაროდ არც თუ ისე ხშირია, მაგრამ არ იქნება სწორი თუ ნეგატივზეც არ ვისაუბრეთ, ბოლოს და ბოლოს მოლდოვასთან ყველა გაცილებით უკეთეს თამაშის ხარისხს და რაც მთავარია გამარჯვებას ველოდით, უამრავი საკადრო პრობლემის მუხედავად. თუმცა  ყველაფერს აქვს მიზეზი და ახლა შევეცდები ამ მატჩის ვერ მოგების კონკრეტული მიზეზები ჩამოგითვალოთ, რომელიც უპირველესად ტაქტიკაშია საძიებელი.

არასწორად შერჩეული სასტარტო შემადგენლობა- უკვე მოგახსენეთ რომ ჩვენს ნაკრები ამ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა, ლევან მჭედლიძე, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ამ სამეულის არყოფნა ჩვენს შეტევით პოტენციალს ძალაინ ასუსტებდა, ვაკო გვოლიას არყოფნა კი მოედნის ცენტრში ქმნიდა დილემას, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად 5 მცველიანი ტაქტიკა და მოედნის ცენტრში ორი ისეთი ტიპის საყრდენის დაყენება, რომელიც უფრო ჩაშლაზეა ორიენტირებული ვიდრე შეტევის ორგანიზებაზე,  თანაც იმ თამაშში სადაც მეტოქე ჩვენზე სუსტი თუ არა ჩვენზე ძლიერი  ნამდივლად არ იყო, არასწორია, რადგან   ასეთი  დაცვითი ყაიდის შემადგენლობა ბუნებრივია მოლდოვას პირველი ნომრად თამაშის საშუალებას მისცემდა რაც მეტოქემაც იგრძნო და პირველ ტაიმში პირწმინდად დაგვჯაბნა ტერიტორილ ბრძოლაში, რასაც ჯერ სრული წესების დაცვით გატანილი გოლი მოჰყვა შემდეგ კი მსაჯის უხეში შეცდომა და მოედნის ფარგლებსგარედან შემოგდებული პასით ბურთი დედოვმა ისევ ჩვენს კარის ბადეში გაახვია 2-0.

მეორე ტაიმში ვაისმა ზემოთ აღნიშნული ტაქტიკური სქემის უსარგებლობა იგრძნო და თამაშში გიორგი  მერებაშვილი და ვაკო ყაზაიშვილი ჩართო, შესაბამიასად ჩვენი ნაკრები უფრო შემტევი და აგრესული გახდა. ცენტრიდან თამაშის დირიჟორიბა კი ასევე შეცვლაზე შემოსულმა ნიკა კვეკევსკირმა ითავა. მისი შემოსვლით გუნდში ,,შემქმნელი საყრდენი" გამოჩნდა, რომელიც ორიენტაციას  უფრო შეტევის წამოწღებაზე აკეთბდა ვიდრე ჩაშლაზე, ეს ტოველივე გუნდის თამაშზეც აისახა და  მეორე ტაიმი ჩვენი კარნახით დაიწყო და წარიმართა, რასაც 65ე და 70-ე წუთებზე გიროგი მერებაშვილისა და ვაკო  ყაზაიშვილის გოლები მოჰყვა, 2-2.

აშკარაა რომ ჩვენს სამწვთნელო შტაბს მეტი სითამამე რომ გამოეჩინა და პირველივე ტაიმში შემტევი შემადგენობა გამოეყვანა მოლოდვის ნაკრები პირველ ტაიმში ამხელა უპირატესობის მოპოვებას  ვერ შეძლებდა და იქნებ სულაც მოგვეგო ეს თამაში.




Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები