სამშობლოს აქ უფრო სჭირდებით - ხომ არ სჯობს დაბრუნდნენ ?
AutoSharing Option
17:52 14-06-2017
მიმდინარე სეზონის წინ ეროვნულ ლიგაში დაწყებულმა ცვლილებებმა  ოპტიმისტმიზმის საფუძველი ნამდვილად მოგვცა, ერთ ერთი მთავარი სიახლე კი სისტემის შეცვლა გახლდათ, ჩემპიონატში 10 გუნდამდე შემცირებული მონაწილეთა რაოდენობა დაძაბულობის მატების და ინფრასტრუქტურის სიმწირით არის განპიორბებული, გაზაცხული- შემოდგომის სისტემაზე გადასვლის ერთ ერთი უმთავრესი მოტივი კი ევროტურნირებზე ქართული გუნდების წარმატებული გამოსვლა გახლავთ, რამეთუ ასეთ შემთხვევაში გუნდებს ევროტურნირების დაწყებამდე ტრანსფრებისა და შეთამაშებისთვის გაცილებით მეტი დრო აქვთ ვიდრე ეს აქამდე იყო,  თუმცა პრობლლემები რასაკვირველია ისევ მრავლადაა, მაგალითად ევროტურნირებზე მონაწილე გუნდებს აშკარად არ ყავთ ის შემადგენლობა, რომელიც  გაძლიერების გარეშე სასურველი შედეგებისთვის იბრძოლებენ, რასაკვირველია ყველა მათგანი საჭიროვებს გაძლირებას, ამ დროს კი საზღვარგარეთ ბევრი ისეთი ქართველია მიმოფანტული, რომლებსაც ადაპტაციისთვის გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდებათ, ვიდრე ლეგიონერს და მათი სათამაშო კლასი ნამდვილად გააძლიერებდათ ქართულ გუნდებს, თანაც აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია რომ აღნიშნულ  სეგმენტში ნაგულისხმევი ფეხბურთელების უმრავლესობა შედარებით დაბალი დონის  ჩემპიონატში გამოდის, ამიტომ მათი დაბრუნება კარიერაში რეგრესი ნამდვილად არ იქნება, მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდნენთ რამოდენიმე მაგალითს:

გიორგი ილურიძე
( ეთნიკოსი)- 25 წლის თავდამსხმელს კვიპრსულ კლუბში დიდი სათამაშო დროით არ სარგებლობს, არადა  სულრ რაღაც 3 წლის წინ ამ ფეხბურთელზე გაცილებით მაღალი ავანსები იცემოდა, მიუხედავად იმისა რომ ახლა ის უწინდელი სათმაშო ფორმიდან შორსაა, მისი დამატებით ნებისერ ქათულლი  გუნდი გაძლიერდება.

გიორგი ნავალოვსკი- ბაქოს ,,ნეფტჩის" ქართველი ნმარცხენა მცველი სათამაშო პრაქტიკით ასე თუ ისე უზრუნველყოფილია მაგრამ ,,ნეფტჩი" ნადვილად არ არის იმ აბიცების გუნდი რომ მისი საქართველოში დაბრუნება კარერაში მწვავე რეგრესად შევაფასოთ.

გიორგი ერისთავი და ლაშა შერგელაშვილი- ორივე მათგანი ლატვიაში სხვდსხვა გუნდში გამოდის, საბედნიეროდ ორივე მათგანი გუნდში წამყვანი მოთამაშეა, თუმცა ლატვიის ჩემპიონატის დონე შეიძლება ითქვას რომ ჩვენსაზე დაბალია და მათთვის ნომრლური  საკონტრაქტო პირობების შეთავაზების შემთხვევაში, დაბრუნება უტოპიური  ნამდვილად არ უნდა იყოს, მითუმეტეს რომ გიორგიც და ლაშაც ახლა კარგ ფორმაში არიან და ევროტურნირებზეც და შიდა ჩემპიონატშიც დიდ ძალას შემატებენ ჩვენს გუნდებს.

ლევან შენგელია - 21წლამდე ნაკრების ნახევარმცველი ამჟამად, ქართველთათვის  ეგზოტიკურ, სამხრეთ კორეის ლიგაში თამაშობს, ასე რომ თუ რომელიმე ქართული გუნდი მის დაბრუნებაზე იფიქრებს, არ მგონია ვინმემ ეს ნაბიჯი შენგელიას კარერაში უკანგადადგმულად ჩათვალოს.

რამოდენიმე ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ზემოთ აღნიშნული მოთამაშეების მსგავს ვითარებაში იყვნენ უკვე დაუბრუნდნე ეროვნულ ლიგას, ესნი არიან ელგუჯა გრიგალაშვილი (დინამო ბათუმი ), მათე კვირკვია ( ტორპედო ქუთაისი) ლევან ყენია ( ლოკომოტივი) საინტერესოა გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია და ვიხილავთ თუ არა ბკოგში მოხსენიებულ მოთამაშეებს, კვლავ ქართული გუნდების მაისურებში

Twitter
3
2
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები