შონია: " ნამდვილი გულშემატკივრისგან ირონია არასდროს გვსმენია"
AutoSharing Option
23:30 09-07-2017
ევროპა ლიგაზე მოასპარეზე ბათუმის "დინამომ" შინ განცდილი (0:1) მარცხის შემდეგ, გასლვაზე ანგარიშით 4:0 დამარცხდა პოლონურ კლუბ "იაგიელონიასთან"
გუნდის კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ აღნიშნულ მატჩზე ისაუბრა.

"მეტოქე ჩვენზე დიდად გამოცდილი იყო, ამასთანავე უფრო მომზადებულიც შეხვდა აღნიშნულ ტურნირს. ის რომ ეროვნულ ლიგაში კარგი შედეგი არ გვაქვს აქ არაფერ შუაშია, ევროპა ლიგა სულ სხვა შემართებაა თითოეული გუნდისთვის და ფეხბურთელისთვის. უბრალოდ გამოცდილებამ თავისი როლი ითამაშა აღნიშნულ მატჩებში.  გასვლით თამაში ყველაზე რთული აღმოჩნდა. სავსე ტრიბუნები, რომელიც მეტოქე გუნდს მეტ შემართებას აძლევდა. გარემო რომელშიც რომ არ მოეგო გუნდს  უბრალოდ დიდი სირცხვილი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად პირველი ტაიმი შედარებით უკეთესები ვიყავით და გოლიც არ გაგვიშვია. თუმცა მეორე ტაიმში გოლი მალევე გავუშვით, რამაც ჩვენზე დიდად იმოქმედა, უკვე 2 გოლი გვინდოდა და დასაკარგიც აღარაფერი გვქონდა. ამ ღელვარებას დაემატა გაძევებაც, რამაც უკვე საბოლოოდ აგვრია და შედეგიც სახეზე იყო. კრიტიკა და ირონია ბევრი გვესმოდა, თუმცა ნამდვილი გულშემატკივრისგან ეს არასდროს გვიგრძვნია და ჩვენთვის ეს იყო მთავარი. მადლობა მათ ასეთი თანადგომისთვის. ჩვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში იქნება მაქსიმუმის გაკეთება, ყველა თამაშში წარმატების მოპოვება და მაქსიმალური ქულების დაგროვება."


Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები