ჭორები: 143.9 მილიონი ფუნტი სტერლინგი ნეიმარის სანაცვლოდ
AutoSharing Option
18:07 08-12-2015
თუ ესპანურ ჟურნალებს დავუჯერებთ, მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა გაგზავნოს 143.9 მილიონიანი შეთავაზება ბარსელონაში ნეიმარის სანაცვლოდ.

წითელ ეშმაკებს დიდი ხანია სურთ ნეიმარის გადაბირება რომელიც შემდეგ თვეში წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძოლებს ლეო მესისთან და კრიშტიანო რონალდუსთან ერთად.

23 წლის ფეხბურთელის განცხადებით იგი ბედნიერია "კამპ ნოუზე" თამაშით და არ აპირებს მის დატოვებას.

ნეიმარი ბარსელონაში ხუან ლაპორტას პრეზიდენტობის დროს გადავიდა, მის წინააღმდეგ კი სასამართლო დავა მიმდინარეობს, რის გამოც არის შანსი იმისა რო ფეხბურთელს მოუწიოს კლუბის დატოვება. 

ინგლისელებისთვის ნეიმარის გადაბირება ორმაგად სასიხარულო იქნება, რადგან ამ თანხის გადახდის შემდეგ, ისინი მსოფლიო რეკორდს დაამყარებენ. დღესდღეისობით სატრანსფერო რეკორდი მადრიდის რეალს ეკუთვნის რომელმაც 86 მილიონი გადაიხადა გარეთ ბეილის სანაცვლოდ.
ავტორი  -  ნიკა
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები