მიტჩ კაპჩაკი სეზონის სტარტით უკმაყოფილოა
AutoSharing Option
21:37 08-12-2015
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" გენერალური მენეჯერის, მიტჩ კაპჩაკის აზრით გუნდს ამ დროისთვის უკეთესი შედეგები უნდა ჰქონდეს და ეს ის არ არის რისი მოლოდინიც ჰქონდათ.

"რა თქმა უნდა 3 მოგება ამ დროისთვის არ არის ის რაზეც ვფიქრობდით. ეს ძალიან გულდასაწყვეტია და ჩემი და ბაირონ სკოტის მოვალეობაა ყველაფერში გავერკვეთ და თანმიმდევრული გადაწყვეტილებები მივიღოთ გუნდის წინსვლისათვის.

მე ვიცი, რომ ხალხი უკმაყოფილოა და არც მე გახლავართ კმაყოფილი. ყველამ უნდა გაიზიაროს თავისი წილი პასუხისმგებლობა, ეს იქნება გენერალური მენეჯერი, მწვრთნელი თუ მოთამაშეები.

მე ვფიქრობ ჩვენი გულშემატკივრები გაიგებენ, რომ გუნდი ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებაზე ზრუნავს და ეს წინსვლა უკვე იგრძნობა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. თუმცა ძალიან ძნელია პირველ 20 თამაშში მიიღო ისეთი შედეგები, რომ თავი კარგად იგრძნო." - განაცხადა მიტჩ კაპჩაკმა.

აგრეთვე მან ისაუბრა გუნდის მთავარ მწვრთნელზეც: "ეს და გასული წელი ძალიან დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული ამ ფრენჩაიზის მწვრთნელისთვის. ვფიქრობ რომ ბაირონმა უნდა გააგრძელოს იდეალური ხუთეულის ძებნა, ეს ყველაფერია რისი გაკეთებაც ამ დროისთვის არის შესაძლებელი.

ვფიქრობ რომ ეს შედეგი რაც ახლა გვაქვს მიუღებელია, ამიტომაც ის ალბათ გააგრძელებს კვლავ რაღაც-რაღაც გადაადგილებების მოხდენას და შეეცდება გამოასწოროს ყველაფერი. ეს არის ის რასაც მწვრთნელი აკეთებს." - დაიცვა მთავარი მწვრთნელი კაპჩაკმა.

ასევე მან ისაუბრა, რომ ეს სეზონი არ უნდა იყოს მხოლოდ კობი ბრაიანტის გაცილების წელი და გულშემატკივრებს ბევრად მეტი უნდა დაანახონ. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარება იქნება.



ავტორი  -  კახი
Twitter
2
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები