კობი ბრაიანტი: "ჩემი მიზანი იყო მეტოქე უმწეოდ მექცია"
AutoSharing Option
16:54 09-12-2015
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა, კობი ბრაიანტმა ჟურნალისტებთან მის მიმართ ფანების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"არასოდეს მადარდებდა ვინ იდგა ჩემს წინ. ჩემი საქმე იყო მეტოქე იმ ღამით უბედურად მექცია, გულწრფელად რომ ვთქვა სწორედ ეს იყო ჩემს გონებაში. მე გამოვდიოდი მის გასანადგურებლად.

როდესაც მოთამაშეებს ჩემს წინააღმდეგ უწევდათ თამაში, მათ იცოდნენ რომ ეს საღამო იქნება ძალიან გრძელი მათთვის როგორც ემოციურად ასევე ფიზიკურად. ფანები გრძნობდნენ ამას, მოწინააღმდეგეები გრძნობდნენ ამას და ეს არც თუ სასიამოვნო დამახასიათებელია, თუმცა მე ვიპოვე ამაში კომფორტი.

აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ ხალხს ეს არ მოსწონდა, საქმე იმაშია, რომ მე მომწონდა ეს ფაქტი, რომ ხალხს ეს არ მოსწონდა." - განაცხადა კობი ბრაიანტმა.

კობის ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ ყოველთვის სიამოვნებდა მოწინააღმდეგე გულშემატკივრის სტვენით დახვედრა, თუმცა მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის კარიერაში უკანასკნელია, მას ყველგან დიდი სიყვარულით და ოვაციებით ხვდებიან, რაც ნამდვილად არ უნდა იყოს უსიამოვნო.





ავტორი  -  კახი
Twitter
1
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები