მომღიმარი კომეტა
AutoSharing Option
17:53 02-01-2016
ათი წლის წინ, ეს ადამიანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2005 წელი იყო, ,,ბარსელონაში’’ 10 ნომრით თამაშობდა. ფეხბურთი თამაში დიდი ხანია აღარაა, აი ეს კაცი კი სწორედაც რომ თამაშობდა. იმ ერთი სეზონის განმავლობაში აკეთებდა იმას, რის გამოც მილიარდობით ადამიანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რა შედეგით დასრულდება რაღაც თამაში, სადაც ბურთს 22 მისთვის სრულიად უცხო ადამიანი გამწარებული დასდევს, რის გამოც ამ უცხო ხალხის სურათები აქვთ სახლში კედლებზე და რის გამოცდაახლოებით იმდენ ემოციას ხარჯავენ, რამდენსაც მაშინ, როცა შვილი უჩნდებათ, ან მაშინ, როცა ომში იბრძვიან.
ბრძოლა - თანამედროვე სამყაროში ფეხბურთმა სწორედ მისი მნიშვნელობა შეიძინა. მთავარი მწვრთნელები ერთგვარი გენერლები არიან, საბრძოლო ტაქტიკას რომ ხაზავენ. ვერც ერთი ტაქტიკა და სტრატეგია ვერ გაუმკლავდა რონალდინიოს 2005 წელს. ამ დროს ჯერ კიდევ თამაშობდნენ ზინედინ ზიდანი და რონალდო, ადამიანები, ვისაც წამში შეეძლოთ მატჩის ბედის გადაწყვეტა. მაგრამ გენერლების წყალობით, მთელი მოედნის/ბრძოლის ველის მფლობელი ერთი კაცი ვეღარ იყო. აი ამ დროს კი ,,ბარსელონას’’ ათიანმა არად ჩააგდო ტაქტიკები და სტრატეგიები და მთელ მოედანზე თავის ნებაზე დანავარდობდა. ის არ ყოფილა ზიდანივით ელეგანტური, რომელიც მოედანზე ისე დააბიჯებდა, როგორც იმპერატორი თავის სასახლეში. რონალდინიო ნაპერწკლის კაცი იყო, ამ ნაპერწკლიდან დიდ კოცონს გააჩაღებდა ხოლმე და ფერფლად აქცევდა რაგინდარა ბასტიონს - მადრიდული თანავარსკვლავედი იქნებოდა ეს თუ გროსმეისტერ მოურინიოს დიდებული საჭადრაკო პარტია - ლონდონის ,,ჩელსი’’.
იმ ერთი სეზონის განმავლობაში დაქროდა კომეტა, რომლისგანაც მხოლოდ კვალიღა დარჩა, მაგრამ სამუდამოდ. ხშირად არის ხოლმე დავა საკითხზე, არის თუ არა ფეხბურთი ხელოვნება. მე ღრმად მწამს, რომ ფეხბურთი ხელოვნების ერთ-ერთი დიდებული ფორმაა, სადაც ისეთივე შედევრი შეიძლება შეიქმნას, როგორიც დავუშვათ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაა. ასეთი შედევრი იშვიათია, უკანასკნელი რობინ ვან პერსის გოლი იყო იკერ კასილიასის კარში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. რონალდინიო 2005 წელს სწორედ შედევრებს ქმნიდა, ხელოვნების მთავარი ეფექტი ხომ მოულოდნელი და მარტივი გენიალობაა, რონალდინიოს ფინტები სწორედ ასეთი იყო.

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "blog.sportall.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
ავტორი  -  იკო
Twitter
4
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები