ფული უნდა ჩაიდოს ძმაო..
AutoSharing Option
18:10 19-01-2016

-როგორ უნდა განვავითაროთ ქართული ფეხბურთი?

-ფული უნდა ჩაიდოს, ბავშთა ფებურთს უნდა მიეხედოს, ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია.....

რამდენჯერ მოგვისმენია მსგავსი პასუხი.. მწვრთნელი, ვეტერანი ფეხბურთელი თუ  უბრალო გულშემატკივარი ყველას ერთი და იგივე პასუხი აკერია პირზე..

 

კაი კაცო...

 

არასდროს მომისმენია პახუსი, რომ ადამიანები გვჭირდება, განათლებული მწვრთნელები და მენეჯერები.. თორე დღეს ქართულ ფეხბურთს არც ფული უშველის და არც ინფრასტრუქტურა, განათლებული ადამიანების გარეშე. რა დასამალია რომ ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა არიან ადამიანები რომლებმაც სხვა სამსახური ვერ იშოვეს და ესე აღმოჩნდენ ფეხბურთში..

 

საერთო რა შუაშია ყოფილი ფეხბურთელი და მენეჯერი ერთმანეთთან აგვიხსნას ვინმემ?! გადავხედოთ ქართულ კლუბებს და ვნახოთ ვინ არიან დასაქმებულები.. ყოფილი ფეხბურთელები და მათი ახლობელ ნათესავები.. რა მენეჯერული გამოცდილება გააჩნია რევაზ ჩელებეძეს? რა კრიტერიუმის საფუძველზე მიანდო მას ქვეყანამ რამოდენიმე მილიონიანი გუნდის მართვა? რატომ იყო საქართველოს ახალგაზდრული ნაკრების მწვრთნელი საშა ჩივაძე? ადამიანი რომელსაც ყველა იცნობს როგორც კარგ ჯიგარ მოქეიფეს? ჩემი მოკლე ჩკუით გაკეთებული ანალიზის შედეგად, ვასკვნი რომ იმდენი არ გაუკეთებია საქართველოსთვის ფეხბურთელობისას ჩივაძეს, რამხელა ზიანიც მიაყენა მან ქართულ ფეხბურთს ნებისთ თუ უნებლიედ.

 

რამდენი სასაცილო და სატირალი ამბის მოყოლა შეიძლება ჩივაძეზე?! ერთს მოვყვები: ჩივაძეს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ყავს ფეხბურთელი რომელსაც ათამაშებს საყრდენ ნახევარმცველად, ასისტენტები ეუბნებიან, გავრილოვიჩ ეგ ცენტრალური მცველია და საყრდენად რატომ ათამაშებო? მერე ვერ უნდა თქვათ თქვე ჩემისებოვო? J  ისეა საქმე კარგი კაცი თუ მუშაობს ფეხბურთში იმაზე ხმას როგორ ამოვიღებთ, ვინ დაეძებს მის პროფესიონალიზმს.. ჩემი მეზობელი გიაც ჯიგარი კაცია და დავასაქმოთ სადმე?!

 

ვიღაც შემედავება და და იტყვის, რომ ჩვენ გვყავდა ფედერაციის პრეზიდენტი რომელსაც ქონდა ბიზნესის მართვის გამოცდილება და მანაც ვერაფერი ვერ ქნაო.. ეს იქნება ტიპიური გამოვლინება უცოდინრობის და იმისა, რომ არასდროს არ დაფიქრებულან ამ საკითხზე საფუძვლიანად. ვინ თქვა რომ ზვიადა სიჭინავა იყო კარგი მენეჯერი? ქართულ საფეხბურთო თემს, ვეტრეანთა კავშირს სად აქვს იმისი განათლება და აზროვნება გაარჩიონ კარგი და ცუდი მენეჯერი?

 

ცალკე საკითხია ჟურნალისტები, დამისახელეთ საფეხბურთო განათლების მქონე ჟურნალისტები, დამისახელეთ სტატია სადაც პროფესიონალური აზრია დაფიქსირებული ქართულ ფეხბურთზე. ბოლოს როდის გაირჩა საქართველოს ნაკრების თამაში პროფესიონალურ დონეზე? მაგდა კლდიაშვილის კრიტიკულ სტატიებზე კიდია დღეს ქართული სპორტული ჟურნალისტიკა, სირცხვილია...

 

მოკლედ იმაზე მძიმეა ვითარება, ვიდრე იმათ გონიათ, ერთი და იგივე პასუხი რომ აკერიათ პირზე, ფული უნდა ჩაიდოსო რომ ამბობენ.. ადამიანები არ გვყავს და ეს არ არის მხოლოდ ფეხბურთის პრობლემა, ზოგადად ქვეყანაშია ადამიანური რესურსის პრობლემა.. ამ სიტუაციის გამოსწორება კი მხოლოდ რადიკალური ზომების მიღებითაა შესაძლებელი.. რასაც ჯერ ვერ ვხედავთ.. ჯიგარ კაცებს უჭირთ რადიკალური ზომების მიღება, ბევრ ახლობელლის განაწყენება მოუწევთ და ვერ გადაიტანენ...

ავტორი  -  ბექა
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (4)
AVATAR
ბექა
20 იანვარი 2016 19:15
კაია ;))))
AVATAR
Sportall.ge
20 იანვარი 2016 17:16
მალე დაიწყება ბლოგების რეკლამირებაც და გაზირებაც. Sportall-ის მთავარ გვერდზეც გამოვა ;)
AVATAR
ბექა
19 იანვარი 2016 18:14
და კიდევ, თუ არ აპირებთ ამ ბლოგების გამოქვეყნებას, ფბზე გაზიარებას ან რაიმე ტიპის რეკლამირებას, რა უნდა იყოს ჩემი ბლოგის მაინცდამაინც თქვენ საიტზე წერის მოტივაცია? წავალ და დავიწერ სტატუსად, ან სხვა რომელიმე საიტზე დავწერ.. აქ მგონი დიდად არ შემოდის არავინ, გასაგებია რომ ყველა პოსტს არ გააზიარებთ მაგრამ მაინც მაინტერესებს რომელიმე პოსტს თუ ექნება შანსი :)
AVATAR
ბექა
19 იანვარი 2016 18:11
ყოველ შესვლაზე პაროლის აღდგენა თუ არ გავაკეთე, ვერ შევდივარ და რაშია საქმე?
ბოლო კომენტარები