მაგიტომ ეტირა ქართულ ფეხბურთს დედა, გაიგეე..
AutoSharing Option
14:16 22-01-2016

მე რა ვქნა მეე..

და აი კიდევ ერთხელ დაიძაბა ვითარება ქართულ ფეხბურთში. ფედერაციის არჩევენების დღეს, პესიმისზმის განცდა მქონდა და დავწერე, რომ იგივე, არაფრის მომცემ, წრეზე მივდიოდით, მიუხედავად იმისა, რომ კობიაშვილის „სისუფთავის“ მჯეროდა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ამ სიტუაციაში დამნაშავე, სავარაუდოდ სამივეს აქვს თავისი სიმართლე, ფედერაციასაც, სპორტის სამინისტროსაც და ცხადაძესაც.

 

 

- ცხადაძე ამბობს, რომ მას მშვიდად უნდა მუშაობა, სურს რომ კონცენტრირებული იყოს თავის საქმეზე, და მაგალითად ბანკის ვალდებულებებზე არ იფიქროს. ჩვენ თუ გვინდა მწვრთნელი, რომელიც წარმატებას მოგვიტანს, ცხადაძისათვის გადახდილი ხელფასი ალბათ მინიმალურია. ყველას მოგეხსენებათ, ფეხბურთში რამხელა ფული ტრიალებს, კარგი მწვრთნელი კი უმუშევარი არ დარჩება და მაღალ ანაზღაურებად სამსახურს იშოვნის. მაგრამ ცხადაძის შეცდომა ის არის, არასაფეხბურთო ადამიანებად რომ მოიხსენიებს მათ ვისაც ფეხბურთი არ უთამაშიათ და ფეხბურთში ჩაურევლობისაკენ მოუწოდებს. ადამიანს რომელმაც მანქანების გაყიდვით ნულიდან დაიწყო, წარმატებული კომპანია შექმნა და შემდეგ ფეხბურთში ძალიან სერიოზული ინვესტიციები განახორციელა, ცუდად მოიხსენიებს და ის, რაც წესით დადებით კონტექსტში უნდა აღინიშნოს ტარიელ ხეჩიკაშვილთან დაკავშირებით, პირიქით, უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს. მე ვფიქრობ რომ ეს არასწორი საქციელია. რატომ უნდა გადაწყვიტონ მხოლოდ ფეხბურთ-ნათამაშებმა ხალხმა, ქართველი ხალხის გადასახადები როგორ გადანაწილდეს, მსუბუქად რომ ვთქვათ გაუგებარია.

 

- სპორტის სამინისტრო ამბობს, რომ ჩვენ არ გვიღირს ხელფასებში ამხელა ფულის გადახდა, და გვირჩევნია ეს თანხები თუნდაც ინფრასტრუქტურის განვითარებას ან ბავშვთა ფეხბურთს მოვახმაროთო, რაც საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის.

 

- ფეხბურთის ფედერაციის პოზიციას რაც შეეხება, ისინი ახალი გუნდით მოვიდნენ და რა გასაკვირია, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელადაც ისეთი ადამიანი უნდათ, ვინც თვითონ სურთ იხილონ ამ პოზიციაზე. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ძველი მწვრთნელი მათ პოლიტიკას არ ეთანხმება, ანაზღაურების ახალი პრინციპის დამკვიდრებასთან დაკავშირებით.

 

მაგრამ, ჩემი აზრით, აქ ყველაზე საინტერესო „საფეხბურთო თემის“ დუმილია. ყველა გაყუჩებულია და ელოდება მოვლენების განვითარებას, ხმას არავინ იღებს, ვაიდა ხვალ სიტუაცია არ შემოტრიალდეს მათი პოზიციის საწინააღმდეგოდ და არასწორ მხარეს არ აღმოჩნდენ. არადა პატარა ამბავი ხომ არ არის, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ამბობს, სპორტის მინისტრი ცდილობს ჩემს ჩანაცვლებასო. მაგრამ ჩვენს ვეტერანებს და "საფეხბურთო მოღვაწეებს" მხოლოდ მაშინ უნდათ გამოჩენა, როდესაც "კარგი პონტია" და ძალიან გაგინაწყენდებიან ამ "კაი პონტს" თუ გმოატოვებინებთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანის მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ, რამდენ სწორ რამეს ამბობდა თემურ ქეცბაია, რომელიც ყოველთვის პირდაპირი იყო და არასდროს არ ერიდებოდა თავისი პოზიციის დაფიქსირებას.


ავტორი  -  ბექა
Twitter
4
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (7)
AVATAR
Sportall.ge
22 იანვარი 2016 16:02
ყოჩაღ )))
AVATAR
ბექა
22 იანვარი 2016 14:17
აჰა გამოვიდა :)))
AVATAR
Sportall.ge
22 იანვარი 2016 13:13
აღწერაში მარტო გარედან ჩანს, ჩვეულებრივად იგივე ტექსტში ჩასცი პოსტში და ეგ არის.

youtube-ს ბმული შეგიძლია ისე ჩასვა, რომ ფანჯარა გამოჩნდეს, ამ ბმულზე არის ინსტრუქცია ;)

http://blog.sportall.ge/index.php?option=com_content&view=article&id=44:video-da-surathi-teqstshi&catid=148:skhvadaskhva&Itemid=258
AVATAR
ბექა
22 იანვარი 2016 13:11
არა ჩანს ოღონდ, ბლოგზე რო შედიხარ იქ..
AVATAR
Sportall.ge
22 იანვარი 2016 13:10
შეგიძლია დაარედაქტირო ტექსტი
AVATAR
ბექა
22 იანვარი 2016 13:09
"მე რა ვქნა მეე" მქონდა აღწერაში და გაქრა. კანკავა ამბობდა მე რა ვქნაო :))))
AVATAR
Sportall.ge
22 იანვარი 2016 13:00
კანკავას ფოტო რატომ?
ბოლო კომენტარები