რა უნდა ექნა ლევან კობიაშვილს?!
AutoSharing Option
19:15 23-01-2016

 

კახა ცხადაძის მოქმედებები ბოლო დროს იყო სრულიად გაუგებარი. ის ამბობდა, რომ უნდოდა ნაკრების მწვრთნელად დარჩენა, თუმცა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საპირისპირო მომხდარიყო. რა გეგმა ჰქონდა ან აქვს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს?

  1. 1. მას უნდოდა წასვლა ეროვნული ნაკრებიდან და ეს ამბავი „შეტენა“ ფედერაციას, რაც საკმაოდ არარეალურად მეჩვენება, რადგან კახა ცხადაძე არ არის იმ დონის მწვრთნელი, რომ შუა სეზონში ახალი სამსახური მოძებნოს, უკეთესი ანაზღაურებით.
  2. 2.  კახა ცხადაძე „წამოეგო ანკესზე“ და საკუთარი ხელით მოჭრა ის ტოტი რომელზეც იჯდა. ამ დაშვებას ამართლებს შემდეგი ლოგიკა: ფედერაცია ვერ გაათავისუფლებდა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რადგან ეს გამოიწვევდა საზოგადოების აღშფოთებას. ამისთვის ფედერაციამ კახა ცხადაძესთან დაიწყო იმ ტიპის მოლაპარაკება, რაც მთავარი მწვრთნელისთვის იქნებოდა მიუღებელი. ამის შემდეგ ის გამართავდა  პრესკონფერენციას და ილაპარაკებდა იმ სისულელეებს რაც ილაპარაკა. ამით ფედერაციამ მიიღო ის შედეგი, რაც სურდა.  ლევან კობიაშვილს უკვე შესაძლებლობა მიეცა სუფთა ნამუსით გაანთავისუფლოს ცხადაძე და თავი აარიდოს საზოგადოების უარყოფით  შეფასებას, რომ მოქმედებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. რადგან დღეის მდგომარეობით, რომ არ ვისაუბროთ რა მოხდა წინა დღეებში, კობიაშვილს სხვა გზა არ ქონდა, ვერანაირად ვერ დატოვებდა ცხადაძეს ნაკრებში. აქ არის ლოგიკა თუმცა იმდენად რთული რომ დაჯერება რთულია
  3. 3.  ცხადაძეს ეგონა, რომ იმხელა ავტორიტეტი და მხარდაჭერა აქვს, რომ ლევან კობიაშვილი მას აპატიებდა ამდენ შეურაცხყოფას და მისი პოზიციები იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი, მას შემდეგ რაც მისთვის არასასურველ ხალხს ჩამოიშორებდა. ეს ყველაზე ლოგიკურია, თუმცა რატომ წავიდა ცხდაძე 25%-ის გამო ესეთ რისკზე გაუგებარია. როგორც ლევან კობიაშვილმა განაცხადა ის თავაზობდა 50%-ს დღევანდელი ხელფასიდან და წარმატების შემთხვევაში დარჩენილ ნახევარსაც. ხოლო 25%-ს თავად ცხადაძეც იკლებდა.

მას შემდეგ რაც კახა ცხადაძემ მინიმუმ სტრატეგიულად არასწორად იმოქმედა, კობიაშვილს ორი გზა დარჩა, ან ნაკრების მწვრთნელი უნდა დაითხოვოს, ან თვითონ უნდა გადადგეს. თუ ეხლა ვერ აჩვენა კობიაშვილმა პრინციპულობა, მაშინ მას გაუჭირდება ფეხბურთში მიმდინარე სხვა პროცესების მართვა, ხოლო როდესაც გაანთავისუფლებს, ყველას ეცოდინება ვინაა ფედერაციაში მთავარი და მის წინააღმდეგ წასვლას ადვილად ვერავინ გაბედავს.

სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ლევანი ძალიან სწორად მოიქცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. დღეს ცხადაძეზე მეტად ძლიერი და პრინციპული კობიაშვილი გვჭირდება.

ავტორი  -  ბექა
Twitter
8
2
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (1)
AVATAR
ბექა
23 იანვარი 2016 21:17
არ დაგევასათ ეს? :)))))))) არ გვეშველება არაფერი რააა
ბოლო კომენტარები