ივერია გაბრწყიდება
AutoSharing Option
17:15 28-01-2016

 

ნებისმიერ საქმეში  მაღალი დონის პროფესიონალის დაქირავება,   მითუმეტეს ფეხბურთში,  რომელიც  ერთ -ერთ ძვირად ღირებულ სპორტად ჩამოყალიბდა,( საქართველოში წამყვანი    ბავშვთა საფეხბურთო სკოლებში  სააბონენტო გადასახადი 100 ლარს უახლოვდება ) ეროვნული ნაკრების  მწვრთნელის ჯამაგირი,  რომ   დიდ თანხებთანაა  კავშირში ცხადზე ცხადია

 

ბუნებრივია  ყველას გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ქვეყნის საუკეთესო საფეხბურთო სკოლებში იარონ -კოპწიად  გამოწყობილ სპროტულებით,  თვალი გაახარონ. საუკეთესო მწვრთნელები ყავდეთ, შეკრებებზე იარონ , ცხელი შხაპის გადავლების საშვალებაც კი ქონდეთ ვარჯიშის შემდეგ ანუ  ყველაფერი ისე იყოს როგორც იქ... სადაც  უმუშევრობის დონე მინიმალურია, სადაც ჩვენი ქვეყნის  საერთო ბიუჯეტი  მათ საფეხბურთო კლუბების ბიუჯეტს უტოლდება. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ კარგი ცხოვრება გვინდა...  რატომაც არა!!!

 

მოკლედ ცოტა გვშია, ცოტა გვწყურია, მოედნები არ გვაქვს,  ფეხბურთი კუბოში გვიწვენია,   სამძიმარზეც კი აღარ დადის ხალხი,  მაგრამ  ეს ფანტომური ტკივილები მაინც გვაწუხებს. თავზე თმა  აღარ   შეგვრჩა, მაგრამ  ტლოპინაზე ხელს მაინც ვისმევთ  თითქოს ქოჩორს ვისწორებთ. ჰო და... კიდევ კარგი რომ ეს ინსტიქტები მაინც შემოგვრჩა, მაგრამ არ გვაქვს მილიონები  რომ მწვრთნელებს ვუხადოთ.რბილად რომ ვთქვათ  განვითარებადი ქვეყანა ვართ  და ის შეკოწიწებული  მილიონები ერთი კაცისთვის ძნელი მისაცემია . გვინდა მაგრამ არ გვაქვს...

 

გვჯერა მწვრთნელებო თვენი მამულიშვილობის,  მაგრამ ღარიბები ვართ და  ცოტა უნდობლად ვუყურებთ  მილიონებად შეფასებულ პატრიოტიზმს . მე პირად კაპელო მომწონს ნამეტნავად, 12 მილიონი დოლარი მიაქვს წელიწადში რუსეთიდან.  არ ვიცი  როგორ ახერხებს  ამ საქმეს, მაგრამ ღმერთმა გაუმარჯოს.  ძალიან ბანალური   ვიქნები  ხორავტ მწვრთნელთა ხელფასებზე  რამე რომ ვთვა,  არც ჩეხებზე ვიტყვი რამეს, მაგათ ხელფასებს რომ გადახედო  ისევ  მთვარი ექიმი იყო ჯობია სადმე...

 

მოკლედ ბიჭებო, გილოცავთ, კარგი სამსახური გაქვთ   და მესმის  თვენი.  უბრალოდ ჩვენ რა ვქნათ,  არ გვაქვს  ფული. ფეხბურთისთვის დაღვრილ ოფლს, სტადიონიდან სახლამდე დავატარებთ, იმ იმედით რომ სახლში მაინც მივიღებთ ცხელ შხაპს... თორემ თქვენი განცხადებებით მიღებული ცივი შხაპი იცოცხლეთ არ გვაკლია....

ავტორი  -  ივერია
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (5)
AVATAR
Sportall.ge
29 იანვარი 2016 10:00
რაც მოკლე აღჭერაში გიწერიათ სავრაუდოდ სათაურად მოიაზრებთ ხო? ბლოგის და პოსტის დასახელება ერთნაირი გაქვს, გირჩევთ დაარედაქტიროთ, ბლოგის დასახელება ამ შემთხვევაში უცვლელი უნდა იყოს, ხოლო პოსტის სათაური სხვა უნდა იყოს (სურვილისამებრ)
AVATAR
ივერია
28 იანვარი 2016 17:15
მადლობა რომ წაიკითხეთ .ფოტოს შეცვლას ვეცდები
AVATAR
ივერია
28 იანვარი 2016 17:06
მადლობა რომ წაიკითხეთ .ფოტოს შეცვლა ვცადე არ ვიცი რა გამომივიდა
AVATAR
Sportall.ge
26 იანვარი 2016 10:42
ძალიან ცუდი ფოტოა
AVATAR
ბექა
26 იანვარი 2016 01:43
კარგი ხარ ივერია :)))
ბოლო კომენტარები