ტრანსფერები: საქართველო transfermarkt-ის მიხედვით
AutoSharing Option
00:32 03-02-2016

ვებ-გვერდი transfermarkt.com, რომელიც იგივე transfermarkt.de-ს ინგლისურენოვანი ვერსიაა ძალიან საინტერესო სიახლეებზე წერს.

 

როგორც იცით ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა პირველ თებერვალს დაიხურა.

 

საქართველოში რამდეიმე საინტერესო ტრანსფერი დაფიქსირდა.

 

პირველი ტრანსფერი, რომელმაც ჩემი გაკვირვება გამოიწვია ლუკა კიკაბიძის გადასვლაა თბილისის „ლოკომოტივში“.

 

კიკაბიძე ფრანგულ „ბასტიაში“ ბელგიელმა აგენტმა როჟე ანგოტემ 2014 წლის ზაფხულში მოაწყო, მას შემდეგ კიკაბიძემ მოიარა „ბასტიას“ დუბლები, მეორე ლიგის გუნდი და ბოლოს ფრანგულმა კლუბმა ის საფრანგეთის რიგით მესამე დონის ლიგის (ნასიონალი) გუნდში „სერკლ ბასტიაში“ გაანათხოვრა. ახლა კი transfermarkt-ი ასეთ ტრანსფერზე წერს.

 

ახლა კი თანმიმდევრობით მივყვები, ვინ წავიდა საზღვარგარეთ და ვინ მოვიდა.

 

- მარტვილის „მერანის“ 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი გიორგი ხუბუა ერევნის „არარატში“ გადავიდა. ტრანსფერის დეტალები მითითებული არ არის.

 

- გორის „დილას“ 23 წლის თავდამსხმელი გიორგი ილურიძე რუსეთის პირველი დივიზიონის „სკა ენერგიაში“ გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

 

- ლიტვის „ტრაკაიდან“ 23 წლის ცენტრალური მცველი ნიკა აფაკიძე ქობულეთის „შუქურაში“ გადავიდა. ტრანსფერის დეტალები უცნობია.

 

- საჩხერის „ჩიხურას“ 23 წლის თავდამსხმელი თორნიკე მუმლაძე ესტონეთის პრემიერლიგის კლუბ „ლევადიაში“ გადავიდა. ტრანსფერის დეტალები უცნობია.

 

- კვიპროსული „პაფოსის“ 26 წლის მეკარე როინ კვასხვაძე ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა. ტრანსფერის დეტალები აქაც უცნობია.

 

- მოლდოვური „დაჩიას“ 30 წლის თავდამსხმელი ჯაბა დვალი თერჯოლის „საპოვნელაში“ იჯარით გადავიდა. თუმცა „საპოვნელამდე“ დვალი „საბურთალოში“ გამოდიოდა.

 

- რუსეთის პრემიერლიგის „ალანიას“ 23 წლის მარჯვენა მცველი მარატ ბუტუევი „ცხინვალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

 

- „პაფოსის“ 30 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი თბილისის „დინამოში“ თავისუფალი აგნეტის სტატუსით გადავიდა. კონტრაქტი 2016 წლის დეკემბრამდეა.

 

- ომანის „ალ ხაბორას“ 23 წლის ცენტრალური ნახევარმცბელი ზვიად სიხარულია „ზუგდიდში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

 

- „საბურთალოში“ გამოჩნდა 19 წლის სენეგალელი თავდამსხმელი მუჰამედ დიოპი გამოჩნდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

 

- რუსეთის პირველი დივიზიონის არმავირის „ტორპედოდან“ ლანჩხუთის „გურიაში“ 24 წლის სომეხი შემტევი ნახევარმცველი არტაკ ალექსანიანი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

 

- კოსტა რიკის „ჰერედიანოს“ 22 წლის კოსტარიკელი მარცხენა მცველი მაურისიო ნუნიესი ლანჩხუთის „გურიაში“ გადავიდა. იჯარა 2016 წლის დეკემბრამდეა.

 

- მარკო მიჰაილოვიჩი (სერბერთი, ცენტრალური მცველი, 28 წლის): შვედეთის „სირიანსკიდა“ ბათუმის „დინამოში“ - დეტალები უცნობია.

 

- მიკელ ალვარო (ესპანეთი, 33 წლის, შემტევი ნახევარმცველი): ავსტრალიის „ოკლენდ სითიდან“ თბილისის „დინამოში“ - თავისუფალი აგენტი 2016 წლის დეკემბრამდე.

 

- ანდრე პოლტავცევი (უკრაინა, მეკარე, 24 წლის): ლუგანსკის „ზორიადან“ ლანჩხუთის „გურიაში“ - იჯარა 2016 წლის ივნისამდე.

 

ფოტოზე: მუჰამედ დიოპი

ავტორი  -  batman
Twitter
2
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები