ვინ არ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი
AutoSharing Option
12:21 10-02-2016
ძალიან მძიმე მდგომარეობასია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
-  უცხოელი კვალიფიციური მწვრთნელის პოვნა ძალიან რთულია ესეთ მცირე ხელფასზე.
-  შოთა არველძე არ ჩამოვა. დაპირისირებას რომ თავი დავანებოთ, შოთა ჭკვიანი და ალღოინაი ადამიანია და იცის. რომ საქართველოში ჩამოსვლა არც ფინანსურად და არც კარიერული თვალსაზრისით არ იქნება სწორი.
-  გია გეგუჩაძეს ვერ დანიშნავენ, იმიტომ რომ ხალხი ეჭვი კიდევ უფრო გაღვივდება იმის შესახებ რომ ცხადაძის მოხსნის მიზეზი გეგუჩაძის მოყვანა იყო. 
-  გიორგი ცეცაძე ძალიან ძლიერი მწვრთნელია, რომელსაც საკუთარი, ყველასგან განსხვავებული ხელწერა აქვს, თუმცა მის დანიშვნას ვერ გარისკავენ ფედერაციაში.
-  გაიოზ დარსაძე- მე როგორც მწვრთნელი, ვფიქრობ რომ მისი ცოდნის და ინტელექტუალური რესურსის გამოყენება ნაკრებშიც აუცილებელია. მიუხედავად იმისა, არაპროფესიონალი და ფეხბურთში ტოტალიზატორის დონეზე ჩახედული ჟურნალისტები უსაფოძვლოდ აკრიტიკებდნენ მას ახალგაზრდების ნაადრევად დაწინაურების გამო მთავარ ნაკრებში.

შემეშინდა, ჩიხში შესულმა ფედერაციის ხელმძღვანელებმა, რაიმე საოცრება არ მოიფიქრონთქო და გთავაზობთ მწვრთნელების 5-ეულს რომლებიც არავითარ შემთხვევასი არ უნდა დაინიშნონ ნაკრების მწვრთნელებად.

5. ოთარ გაბელია- უკომენტაროდ
4. შოთა ჭეიშვილი- არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთერთმა ჟურნალისმა განიხილა ნაკრების კანდიდატთა შორის და შევშფოთდი. :)
3. ალექსანდრე ჩივაძე- დიდი კაპიტანი იყო თუმცა გაგიკვირდებათ და ცუდი მწვრთნელია
2. ბესიკ შეროზია :)
1. რეზო ძოძუაშვილი- ეს არის ცუდი კაცი, მხოლოდ პირადზე რომ ფიქრობს და ქართული ფეხბურთი არაერთხელ გაუყიდია. თამაშების ჩაწყობაში ათასგზის მხილებული. გაუგებარია რატომ ვხვდებით მის "ბრძნულ" აზრებს სხვადასხვა გამოცემებში, ასე ხშირად..

ქართულ ფეხბურთს ჭირს ერთი ძალიან ცუდი სენი, ყველა უფრთხილდება პირად ურთიერთობებს და სათქმელს პირდაპირ არავინ ამბობს. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი
ავტორი  -  ბექა
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (20)
AVATAR
ბექა
10 თებერვალი 2016 18:45
გადავირიე შოთა ჭეიშვილს თუ დაიცავდა ესე ვინმე არ მეგონა.. ჯერ ერთი ასაკშია უკვე 70 წლისაა, არაფრისთვის არ მიუხწევია ამხელა დროის განმავლობაში, ისეთი დაბალი დონის ჩემპიონატშიც კი როგორიც საქართველოა და ვერ ვხვდები რატო უნდა დაინიშნოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად, შენ შეიძლება მის ფილოსოფიას და სამწრთნელო პროცესებში ხარ ჩახედული და მოგწონს, მაგრამ მე ამ მწვრთნელზე არაფერი არ ვიცი და უბრალოდ ციფრებს ვუყურებ :) აღარ ვიკამათოთ მეტი, მე ვფიქრობ რომ ჭეიშვილი არ უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი.. შეიძლება ვცდები :))))))))))
AVATAR
ბექა
10 თებერვალი 2016 18:41
ბეტმენ ისედაც ორი კინკილა ბლოგერი ვართ და ნუ დავჭამთ ერთმანეთს :)) მე ვამბობ უბრალოდ იმას რომ შოთა არველაძის გამოცდილება გაცილებით უფრო ფასეულია, იმიტომ რომ 10ჯერ უფრო მაგარ ლიგებში უთამაშია და გაუწვრთნია გუნდები. მიუხედავად იმისა რომ შედეგი არ ჰქონია, ჭეიშვილის გამოცდილებასთან მისი შედარება უხერხულია.. არ ვიცი მე შეიძლება მეშლება და არ მახსოვს, შეგიძლია ჩამომითვალო ჭეიშვილის მიხწევები?
AVATAR
batman
10 თებერვალი 2016 18:17
რატომ არ შეგიძლია უბრალოდ კამათი? ჩემი ნათესავი არ არის ჭეიშვილი. რა არის ურტერთგამომრიცხავი? შოთა რო იყო ვან გაალის ასისტენტი რა მერე მაგით? რამეში გამოიყენა ეგ გამოცდილება? თურქულ კლუბში რო იყო რას მიაღწია? მე თუ მკითხავ შოთა როგროც მწვრთნელი ჯერ არაფერია, მაგრამ როგორც ფეხბურთელი მე მაგრად მევასებოდა. რა თქმა უნდა იგივეს თქმა შეიძლება ჭეიშვილზეც, მაგრამ შენ არგუმენტები არ გაქვს ჭეიშვილის საწინააღმდეგოდ. შენ უბრალოდ შენ აზრს გამოთქვამ და რეალური არგუმენტი არ გაქვს.
AVATAR
ბექა
10 თებერვალი 2016 18:03
უეჭველი შენი ნათესავია :))) ორი ურთიერთგამომრიცხავი რაღაც თქვი.. შოთა არველაძეს უმუშავია ვან გაალის ასისტენტად, მარტო ესეც კმარა.. თუქრქული სამი კლუბში კიდევ და ამას ადრი ჭეიშვილის გამოცდილებას?
AVATAR
batman
10 თებერვალი 2016 17:56
ჰოდა სუსტი არგუმენტია ეგ, თუ სანაკრებო დონეზე არის საუბარი გამოცდილება არც შოთას აქვს, მითუმეტეს შოტას კლუბებს არაფრისთვის მიუღწევიათ. საქართველოს ნაკრების დონე ჩემი აზრით არც ისე მაღლაა, როგორც ეგ ბევრს ჰგონია. ჭეიშვილის კვალიფიკაცია კი იმით მტკიცდება თუ როგორ ათამაშებს ბათუმის დინამოს უკვე მერამდენე წელია.
AVATAR
ბექა
10 თებერვალი 2016 17:40
მისი კვალიფიკაცია და გამოცდილება არ შეესაბამება ეროვნული ნაკრების დონეს.. ეს არის არგუმენტი
AVATAR
batman
10 თებერვალი 2016 17:12
არაფერიც არ გაუვარდა, ჭკვიანურად დაგეგმა სეზონი და სწორად წარმართა გუნდის თამაში, არგუმენტს ვერ ვხდები უბრალოდ რატომ არა ჭეიშვილი, იმიტომ რომ "რა უნდა ნაკრებში?" ამიტომ?
AVATAR
ბექა
10 თებერვალი 2016 17:07
ბათუმის დინამო მომწონსთქო ვერ ვიტყვი, ერთი სეზონი გაუვარდათ, იმიტომ რომ დინამოს გოგიჩაიშვილი წვრთნიდა და დანარჩენი გუნდებიც ძალიან არასტაბილურები იყვნენ, მაგრამ რომც მომწონდეს ბათუმის დინამო, შოთა ჭეიშვილს რა უნდა ეროვნულ ნაკრებში?! :)))
AVATAR
batman
10 თებერვალი 2016 16:52
გაბელიაზე, ჩივაძეზე და ძოძუაშვილზე გეთანხმები, შეროზია არ ვიცი, კარგი იქნებოდა მეტი არგუმენტები ყოფილიყო რატომ არა ესენი, აი შოთა ჭეიშვილზე ვერ დაგეთანხმები, მისი ბათუმის დინამო მე ძალიან მომწონს პირადად
AVATAR
Sportall.ge
10 თებერვალი 2016 16:32
მთავარზე რაც გიდევთ ფოტო შეგიძლიათ ტექსტშიც ჩასვათ, რომ ბოლომდე გამოჩნდეს, თორემ მთავარზე აჭრის ნაწილს. ორივეგან იყოს მთავარზეც და შიგნითაც.
ბოლო კომენტარები