ვინ არ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი
AutoSharing Option
12:21 10-02-2016
ძალიან მძიმე მდგომარეობასია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
-  უცხოელი კვალიფიციური მწვრთნელის პოვნა ძალიან რთულია ესეთ მცირე ხელფასზე.
-  შოთა არველძე არ ჩამოვა. დაპირისირებას რომ თავი დავანებოთ, შოთა ჭკვიანი და ალღოინაი ადამიანია და იცის. რომ საქართველოში ჩამოსვლა არც ფინანსურად და არც კარიერული თვალსაზრისით არ იქნება სწორი.
-  გია გეგუჩაძეს ვერ დანიშნავენ, იმიტომ რომ ხალხი ეჭვი კიდევ უფრო გაღვივდება იმის შესახებ რომ ცხადაძის მოხსნის მიზეზი გეგუჩაძის მოყვანა იყო. 
-  გიორგი ცეცაძე ძალიან ძლიერი მწვრთნელია, რომელსაც საკუთარი, ყველასგან განსხვავებული ხელწერა აქვს, თუმცა მის დანიშვნას ვერ გარისკავენ ფედერაციაში.
-  გაიოზ დარსაძე- მე როგორც მწვრთნელი, ვფიქრობ რომ მისი ცოდნის და ინტელექტუალური რესურსის გამოყენება ნაკრებშიც აუცილებელია. მიუხედავად იმისა, არაპროფესიონალი და ფეხბურთში ტოტალიზატორის დონეზე ჩახედული ჟურნალისტები უსაფოძვლოდ აკრიტიკებდნენ მას ახალგაზრდების ნაადრევად დაწინაურების გამო მთავარ ნაკრებში.

შემეშინდა, ჩიხში შესულმა ფედერაციის ხელმძღვანელებმა, რაიმე საოცრება არ მოიფიქრონთქო და გთავაზობთ მწვრთნელების 5-ეულს რომლებიც არავითარ შემთხვევასი არ უნდა დაინიშნონ ნაკრების მწვრთნელებად.

5. ოთარ გაბელია- უკომენტაროდ
4. შოთა ჭეიშვილი- არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთერთმა ჟურნალისმა განიხილა ნაკრების კანდიდატთა შორის და შევშფოთდი. :)
3. ალექსანდრე ჩივაძე- დიდი კაპიტანი იყო თუმცა გაგიკვირდებათ და ცუდი მწვრთნელია
2. ბესიკ შეროზია :)
1. რეზო ძოძუაშვილი- ეს არის ცუდი კაცი, მხოლოდ პირადზე რომ ფიქრობს და ქართული ფეხბურთი არაერთხელ გაუყიდია. თამაშების ჩაწყობაში ათასგზის მხილებული. გაუგებარია რატომ ვხვდებით მის "ბრძნულ" აზრებს სხვადასხვა გამოცემებში, ასე ხშირად..

ქართულ ფეხბურთს ჭირს ერთი ძალიან ცუდი სენი, ყველა უფრთხილდება პირად ურთიერთობებს და სათქმელს პირდაპირ არავინ ამბობს. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი
ავტორი  -  ბექა
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (20)
AVATAR
თენგო
12 თებერვალი 2016 15:32
100 % ვეთანხმები ავტორს, თუმცა ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. შეიძლება დაამატო გელა სანაია, გიორგი დარასელია, სოსიაშვილი, სოსო ფრუიძე და ასე შემდეგ. ჩემთვის მაგალითად სავსებით გასაგები იყო გაბელია-უკომენტაროდ და შეროზია- :), აი რა უნდა დაეწერა სხვა :D ჭეიშვილს რაც შეეხება ნორმალური მწვრთნელი და პატიოსანი კაცია, მაგრამ იგი ბათუმის დინამოზე მაღალ დონეზე უბრალოდ დაიბნევა. ძოძუაშვილი აქ ჩამოთვლილებში ყველაზე ძლიერი სპეციალისტია, შეიძლება ითქვას რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაქტიკოსია ქართველ მწვრთნელებს შორის, მაგრამ რადგინდა, ქრთამი, ჩაწყობა, გაყიდვა მაგის მოგონილია. ჩივაძეს მიდი ბიჭებო ითამაშეთ მწვრთნელობა არა , დიდი კაპიტანი, მაგარი კაცი, მაგრა არაა ამ კაცის საქმე მწვრთნელობა. მოკლედ გეთანხმები ავტორ :) უბრალოდ დაგიმატე ხალხი :)
AVATAR
ბექა
12 თებერვალი 2016 11:05
მე რო ვიცი შოთა ჭეიშვილმა და მისნმა ნათესავებმა იცოდეთ ერთად, აშენდებოდით ;)
AVATAR
alex
11 თებერვალი 2016 23:32
მაინც არ უნდა დაწერო ის რაც არ იცი, ან მოიძიე უკეთ და ისე დაწერე. ცოტა წინასწარაც დაალაგე, რას წერ, სანამ გამოაქვეყნებ გადაიკითხე იქნებ უაზრობა გიწერია
AVATAR
ბექა
11 თებერვალი 2016 20:07
ალექს სტატია არ არის ეს ბლოგია :))))) ბლოგი და სტატია სხვადასხვა რამეა, ჩემს პირად მოსაზრებებს ვაფიქსირებ, ხან სარკაზმით ხან ირონიით და ხან გულწრფელად.. არ უნდა გპასუხობდე წესით მარა ვერ მითმენს გული, პატარა კაცის სინდრომი მაქვს გამძაფრებული :)) შოთა ჭეიშვილი ეროვნულში :)))))))
AVATAR
alex
11 თებერვალი 2016 19:48
პირველი ის ვთქვათ რო ამ ჩამოთვლილ მწვრთნელებზე მეტად შენ არ უნდა აკეთებდე ამ საქმეს (სტატიის წერას ვგულისხმობ), იმაზე ბევრად გაცილებით უარესი და საშინელი სტატია იყო ვიდრე ამათი საქმიანობა და მიგწევები. ამბობ ესა თუ ის მწვრთნელი არ უნდა იყოსო და უკომენტაროთო, ან სმაილს ახათავ თითქოს სარკაზმით აკეტებ ამას.. აუცილებლად მინდა ავღნიშნო ჭეიშვილი, ის ბოლო წლებში არ მოსულა ბათუმის დინამოში, ხელმძღვანელობის თხოვნით დაუბრუნდა ბათუმის დინამოს მთავარ მწვრთნელად. ის მაშინ წვრთნიდა ბათუმს როცა საქართვლოში თბილისი დინამოს ერთერთი მთავარი კონკურენთი სწორედ ბათუმი იყო. სწორედ შოთას ხელმძღვანელობით აიღო თასი და ევროტურნირებზეც მეტნაკლებად კარგად გამოდიოდა. ის ნამდვილად არის ყველაზე გამოცდილი იმ მწვრთნელებისაგან ვინც საქართველოში მოღვაწეობს. თუმცა ამით არ ვამბობ რომ მასზე უკეთესი არ მოიძებნება, თუმცა ღირსეული კანდიდატი იქნებოდა. შოთას რაც შეეხება ძალიან მიყვარს მაგრამ მას ნამდვილად არ აქვს ის გამოცდილება რომ ნაკრები გაწვრთნას.
AVATAR
ბექა
11 თებერვალი 2016 00:37
ძოძუაშვილი კაი კაციაო მეუბნები? მე არ მაინტერესებს დაიჭერენ თუ არა ციხეში, მე ვამბობ რომ ეს ადამიანი არ უნდა იყოს ფეხბურთში, მინიმუმ ყველა კვირაში ერთხელ მისი ინტერვიუები არ უნდა იბეჭდებოდეს და გადაცემებში არ იწვევდნენ ექსპერტად.. რა გვარი ხარ აგენტ? ვფიქრობ ვიცნობთ ერთმანეთს, თუ ის ხარ ვინც მგონიხარ
AVATAR
batman
11 თებერვალი 2016 00:09
რა უნდა უთხრას პოლიციას, ძოძუაშვილი ქუთაისის ტორპედოში მწვრთნელობის დროს ზედიზედ 6 მატჩის განმავლობაში პირველ ტაიმში ცვლილებას რომ აკეთებდა??? ეგ ფეხბურთის ფედერაციიდან დაწყებული ქომაგით დამთავრებული ყველამ იცის და გიორგი დევდარიანმაც ))
AVATAR
PLAYERS AGENT
10 თებერვალი 2016 21:12
სერიოზული ბრლდებებია, ძოძუაშვილმა სასამართლოში რომ გიჩივლოს დაამტკიცებ რომ თამაშის ჩაწყობებში მონაწილეობა აქვს მიღებული?? თუ კი მაშინ მიმართე პოლიციას და უთხარი ყველაფერი, თუ იცი და არ ამბობ მაშინ არაფრით უკეთესი არ ხარ ვინმეზე რამე რომ წერო
AVATAR
ბექა
10 თებერვალი 2016 19:17
მეც ვცდები ხანდახან :)))) მადლობა რომ დადებითად აფასებ იმას რომ ვწერ, იმედი მაქვს ბევრი დაიწყებს წერას, ხანდახან ვიღაცას გაუვარდება ჭკვიანურიცვ :)) ამ კამათს შედეგი არ მოყვება და აზრი არ აქვს, მე ჩემს აზრზე დავრჩები შენ შენსაზე.. ვწეროთ პირდაპირ ყველაფერი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ხანდახან გადაცდომაც მოგვივა და ვიღაცეებს არასამართლიანადაც დავდებთ ბრალს და კომპეტენციასაც დავუწუნებთ, მაგრამ სიჩუმეს და ამ საცოდაობის ყურებას ესე ჯობია.. :)
AVATAR
batman
10 თებერვალი 2016 19:01
მე არ მგონია რომ ერთმანეთის დაჭმას ვცდილობთ, მე ვფიქრობ, რომ ვკამათობთ )) ჭეიშვილის მიღწევა რაც ვიცი ერტი ისაა, რომ ბათუმი რაც გადმოიყავანა უმაღლესში ევროპა ლიგის შესარჩევის საზგრუი მოიპოვა, რაც ნამდილად დიდი მიღწევა არ არის, მაგრამ შოთა რო იყო მაგარ ლიგებში და ვერაფერ აღწევს ეგ უფრო ცუდია, ჭეიშვილი მცირედით მაქსიმუმს მაინც აღწევს. ჭეიშვილს ვიცავ რა, ეგრე არ დავაყენბდი საკითხს, ხომ შეგიძლია დამარწმუნო რომ ჭეიშვილი არ იმსახურებს ნაკრების მწვრთნელობას, თორე პირიქით რაც დავრეგისტრირდი აქ შენ პოსტებს ვკითხულობ და კარგია რომ პირდაპირ ამბობ რაღაცეებს ;)
ბოლო კომენტარები