ფრაზები, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო ფეხბურთელების ცხოვრებაში
AutoSharing Option
17:17 12-02-2016


ცოტა სახალისო, ცოტა საინტერესო და ცოტაც ისტორია. ფრაზები, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო ფეხბურთელების ცხოვრებაში.


„გამოვრთე კამერა ძმა. არ იწერს, ნუ გეშინია.“ - ქარიმ ბენზემა მეთიუ ვალბუენას.

 

„შანსი არაა კუთხეს ვერ გამოიცნობ!“ - რობერტო ბაჯო კლაუდიო ტაფარელის (აშშ, 1994 წელი).

 

„23 წლის“ - ობაფემი მარტინსის პასუხი კითხვაზე თუ რამდენი წლისაა (2002 - ∞).

 

“შენი ******** ******** *********“ - მარკო მატერაცი ზინედინ ზიდანს (ბერლინი, 09.07.2006.)

 

„გაიცანი ვანდა, ეს მაუროა ჩემი პატარა ძმაა. შეყვარებულიც არ ყავს ჯერ :D“ - მაქსი ლოპესი ვანდა ნარას (ერთი ავბედითი დღე).

 

„ -ჯეიმი „დაგენჰეიმში“ ითამაშებ კვირაში 500 ფუნტად?
- როდის შეიძლება დავიწყო? - ჯეიმი ვარდი წლების წინ.

 

„სხვა არხი არ არის ამ ტელევიზორში? რა ჯანდაბაა :@ სულ ამ სიმღერებს რო მაყურებინებენ :@ Spice Girl? მოიცა რაღაც საინტერესოა...“ - დევიდ ბექჰემი (1999 წელი, თბილისი).

 

„ - დეე დღეს 10 გოლი გავუტანე ჩეშირის გუნდს!“ - აარონ რემსი (11.09.2001).

 

„ეს რაღაც თუ გაინძრა ესროლეთ!“ - ბებიაქალი კევინ კონსტანტის დაბადებისას (10.05.1987).

 

„მაგაზე მაშინ დაგთანხმდები, როცა ჩვენი მეზობელი კარიბელი ბიჭი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში 2 გოლს გაიტანს!“ - ასე უყვიროდა ლილიამ ტურამის მეზობლად მცხოვრები ცოლი ქმარს (1981 წელი, პარიზი).

ავტორი  -  კაგიშო
Twitter
2
2
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (3)
AVATAR
Sportall.ge
12 თებერვალი 2016 17:21
აღწერაში, რასაც წერთ ჩანს მხოლოდ გარედან, შეგიძლიათ იგივე ტექსტი პოსტში ჩააკოპიროთ ამით არაფერი დაშავდება, პირიქით უკეთესიცაა. მაგრამ ჯობია სათაურშივე ჩანდეს, რომ გამოგონილი ფრაზებია აი მაგალითად ეს რომ იყოს სათაური: "ფრაზები, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო ფეხბურთელების ცხოვრებაში". ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ეს მასალა თუ გაზიარდა დავუშვათ ფეისბუქზე სათაური არ შეესაბამებოდეს იქნება ტექსტ, რადგან ფეისბუქზე მკითხველი მხოლოდ სათაურს ნახავს. რედაქტირების ღილაკი აქვს პოსტს ამიტომ თავისუფლად შეძლებთ მასალის რედაქტირებას ;)
AVATAR
აკაკი გვენეტაძე
12 თებერვალი 2016 17:04
აღწერაში მივუთითე და აქ არ დაიწერა :(
AVATAR
Sportall.ge
12 თებერვალი 2016 16:17
ჩემი რჩევა იქნება თუ ეს ხუმრობაა ან თქვენი მოგონილია, ჯობია სათაურშივე მიუთითეთ ამის შესახებ.
ბოლო კომენტარები