ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება თუ.. თუ თუ თუ
AutoSharing Option
13:12 16-02-2016

ძალიან მალე მოხდება ფეხბურთის განვითარების გეგმის პრეზენტაცია. (ესე უცებ, პატარა საფეხბურთო სკოლის განვითარების გეგმის დაწერაც გაუჭირდებოდა ჭკვიან, გამოცდილ მენეჯერს) ველოდებით ჩვენც.. კაციშვილი არ იღებს ხმას, გასუსულია საფეხბურთო საქართველო, ყველაზე უღირსი და გაუნათლებელი ადამიანების თავშესაფარი. იშვიათად, ქართულ ფეხბურთში გადააწყდე კაცს, რომელიც ჭკვიანიც არის და პატიოსანიც.. მე არ ვიცი ახალ თანამდებობებზე როგორ წარმოაჩენენ თავს, მაგრამ ეხლადნელი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, აქამდე აკმაყიფილებდნენ ამ კრიტერიუმს.

 

როგორი კარგიც არ უნდა იყოს ქართული ფეხბურთის განვითარების ეს პროგრამა, რა უნდა მოვუხერხოთ ადამიანურ რესურსს? უმთავრეს კომპონენტს ფეხბურთის განვითარებისთვის?! ყველაფერი მოგვარდება, 1 წელში ააშენებ სტადიონებს, იყიდი კარგ კამერებს და საეთერო დროსაც იყიდი ბოლოს და ბოლოს, მაგრამ რას ვუშველით ადამიანური რესურსის პრობლემას? გადავამზადებთ ძოძუაშვილებს, ჩივაძეებს, ჯუღელებს და ჩელებაძეებს? თუ ერთ ჯოხის მოქნევით გავაჩენთ, ახალ, გამოცდილ მენეჯერებს და მწვრთნელებს? ვიჭედებით აქ მეგობრებო და მაგრად თან.. ეს ადამიანები ისევე უაზროდ დახარჯავენ ამ ფულს, როგორც ხარჯავდნენ, რა შეიცვლება?! მხოლოდ ის რომ აქამდე სხვადასხვა რაოდენობას ხარჯავდნენ უაზრობებში და ეხლა ერთნაირ რაოდენობას დახარჯავენ. იმედი მაქვს იქნება ფედერაციის პროგრამაში რაიმე ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ხომ სახელმწიფო სამსახურია, საბიუჯეტო კლუბში მუშაობა, ხოდა შეიმუშავეთ რაიმე სქემა, შემოიღეთ ტესტირება, რომელსაც შეადგენენ პროფესიონალები სპეციალურად ფეხბურთისთვის.  იმ შემთხვევაში თუ მენეჯმენტები არ შეიცვალა კლუბებში და რაიმე ძვრები არ იქნება ამ მხრივ, ერთი თეთრის დახარჯვაც კი სახელმწიფოს მხრიდან იქნება სრული უაზრობა. იმიტომ რომ მინიმუმ უცოდინრები არიან ეს ადამიანები და უარეს შემთხვევაში კორუმპირებულები და მხოლოდ ნათესავ-ახლობლების დამსაქმებლები.. რაც წარუმატებლობის წინაპირობაა რა თანხაც არ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ თემას სათანადო ყურადღება დაეთმობა, ვინ თუ არა კახა ჭუმბურიძემ და ტარიელ ხეჩიკაშვილმა იციან რა არის ცუდი მენეჯმენტი, ყველა ინტერვიუსა და გამოსვლაში აღნიშნავდნენ, რომ სწორედ ესაა მთავარი პრობლემა ქართულ ფეხბურთში. 

ძალიან მალე ჩემი პოსტები უფრო კონკრეტული და მწვავე გახდება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე განხორციელდა რამოდენიმე ზარი ღრმად პატივცემული საფეხბურთო მოღვაწეების დავალებით, რომ შევწყვიტო, იმიტომ რომ არაფერში არ წამადგება და ტყუილად მოვიმდურებ ადამიანებს. მათ უფრო მეტი გავლენები აქვთ და ხელს შემიშლიან :)

 

მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, დაწერეთ თქვენც, ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი ფეხბურთის განვითარებაში, არავინ არ დაგვირეკავს და არ შეგვეკითხება როგორ უნდა მოიქცნენ, ჟურნალისტები ჩვენ არ გვივარგა.. ამიტომ იქნებ ესე გამოგვივიდეს რამე


და რაც მთავარია გააზიარეთ რომ ბევრმა ნახოს :)

ავტორი  -  ბექა
Twitter
7
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (4)
AVATAR
Vicente
19 თებერვალი 2016 14:28
გამარჯობათ. ხომ ვერ მეტყვით რა მოსდის კომენტარებს? უკვე ორჯერ დავწერე და ორჯერვე გაქრა. მადლობა წინასწარ პასუხისთვის
AVATAR
Vicente
19 თებერვალი 2016 03:12
მივესალმები ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს. ვფიქრობ, რომ დროულია ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის, მსჯელობის გამართვა.

პატივისცემით, თქვენი
ფეოლა
AVATAR
დავითი
16 თებერვალი 2016 19:08
ნამდვილად აქტუალური კითხვაა. სასწრაფოდ საჭიროა საფეხბურთო კლუბების მენეჯმენტსი 2-3 თვიანი კურსები. რომელიც სავალდებულო იქნება ყველა კლუბის ხელმძღვანელობისთვის. მეტიც სერტიფიცირება უნდა მოხდეს და ისე გაიცეს საფეხბურთო კლუბში მენეჯერულ თანამდებობაზე სამუშაო ლიცენზია. სპორტის აკადემიასა და სხვა უნივერსიტეტებში თუ შემოვა სპორტის მენეჯმენტი არ იქნებოდა ცუდი. მაგრამ ახლა საჩქაროა საფეხბურთო კლუბებში თანამედროვე განათლების შეტანა. მწვრთნელის შემთხვევაში უფრო ძნელია, მაგრამ იქაც იქნება გამოსავალი - სპორტული შედეგები :)
AVATAR
Sportall.ge
16 თებერვალი 2016 13:43
გამოვიწერე შენი ბლოგი :)
ბოლო კომენტარები