ვლადიმირ ვაისი - სად გვეშლება?!
AutoSharing Option
12:41 14-03-2016
ვლადიმირ ვაისის დანიშვნა უთუოდ ძალიან სასიამვნო სიახლეა ქართველი გულშემატკივრებისთვის. ამ ადამიანმა საკუთარი ქვეყნის ნაკრები გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე და სლოვაკურ კლუბშიც ურიგოდ არ უმუშავია.. მაგრამ, რატომღაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტს არავინ დაკვირვებია, არც ჟურნალისტები და ალბათ არც ფედერაცია. ამ ადამიანმა წარმატებას მიაღწია საკუთარი ქვეყნის ნაკრებში, იმ ქვეყანაში სადაც ფეხბურთის შესახებ ყველაფერი შესისხლხორცებული ქონდა და სლოვაკური საფეხბურთო მოვლენების უშუალო მონაწილე იყო ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას. მაშინ, როდესაც სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დანიშნა ძალიან სწორად მოიქცა. არადა შეიძლება 2002 ან 2006 წელს სხვა ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამყვანი მწვრთნელი მიეწვია და დარწმუნებული ვარ ეს წარმატებაც არ მოვიდოდა. მათ აქცენტი გააკეთეს ადგილობრივ მწვრთნელზე. ჩვენ კი სლოვაკური წარმატების გასამეორებლად, თითქოსდა მათი მსგავსი, მაგრამ სინამდვილეში რადიკალურად განსხვავებული გზა ავირჩიეთ.

ჩემი აზრი არაერთხელ დამიფიქსირებია და კიდევ გავიმეორებ, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საკითხი არის სულ ბოლო იმ მიზეზთაგან, რის გამოც ქართული ფეხბურთი და მისი სახე ეროვნული ნაკრები ესეთ საშინელ მდგომარეობაში იმყოფება.
ავტორი  -  ბექა
ბეჭდვა