[ყოველ დილით საკითხავი] თუ ფეხბურთი ყველასია
AutoSharing Option
18:57 23-03-2016
რამდენჯერ მოგვისმენია კრიტიკა, პირდაპირი თუ ირიბი, ფეხბურთში დასაქმებული რომელიმე ადამიანის მიმართ, იმის თაობაზე, თუ რატომ გახადა მან ესა თუ ის საკითხი საჯარო და რატო არ "მოაგვარა" პირადულ საუბრებში.

ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის დროს ეს კრიტიკა ხშირად ისმოდა. განსაკუთრებით რევაზ არველაძე იყო პირად საუბრებში "მოგვარების" მომხრე. საბოლოოდ ისეთი ტენდენცია მივიღეთ, რომ თითქოს "ტეხავს" საფეხბურთო ამბების, განსაკუთრებით რომელიმე ორგანოს თუ თანამდებონის პირის კრიტიკა.


ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ, რომ ფეხბურთი არის ხალხის. ჩვენ გიხდით ხელფასებს, ფიფა და უეფა ქართულ ფეხბურთს ურიცხავს ფულს და არა ამა თუ იმ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს. ნება იბოძეთ და დააკმაყოფილეთ ყველა ის ინტერესი რაც გულშემატკივარს გააჩნია და თუ საჯაროობა არ გინდათ, მიბრძანდით და იმუშავეთ რომელიმე კერძო ბიზნესში, ან სახლში დასხედით.

ეს ეხება განსაკუთრებით ფეხბურთის ფედერაციას, საბიუჯეტო კლუბებს და სხვა სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ეს ეხება ჟურნალისტებსაც. ნუ გაატარებთ მარტივად, თუ რესპოდენტი არ პასუხობს რომელიმე შეკითხვას და მიზეზად ასახელებს იმას, რომ არ სურს საჯაროდ ამ საკითხის განხილვა.

მე არ ვსაუბრობ იმ შემთხვევაზე, როდესაც საკითხის გასაჯაროვებით კანონი ირღვევა. ამ ადამიანებს აქვთ აღებული პასუხისმგებლობა ქართველი გულშემატკივრების წინაშე, ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა გააცნობიერონ და შესაბამისად მოიქცნენ.

გულშემატკივრების დიდი უმეტესობა, რათქმაუდა დილეტანტია და არ გამოირჩევიან საკითხების ზედმიწევნიტ ცოდნით, მაგრამ საფეხბურთო სამყაროს ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ გულშემატკივარი გაცილებით უფრო "აზრზე მოსული" იყოს.

აბა წარმოიდგინეთ ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე, საერთოდ არ იარსებებდა, მაგრამ აქცენტები სულ არასწორად კეთდება. შეიძლება ვიღაცა ფეხბურთს ხელფასის გამო არ ემსახურება და მისი სიყვარული ამოძრავებს მხოლოდ, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. რატომღაც ფეხბურთში განსაკუთრებით მცირეა ისეთი ადამიანიების რიცხი, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი აქტიურობით გამოირჩევიან. დროა შევიცვალოთ. ვიყოთ უფრო აქტიურები.
ავტორი  -  ბექა
ბეჭდვა