ინტრიგა დაკარგული ჩემპიონატი
AutoSharing Option
14:22 27-04-2016
ყველა სხვა ნორმალური ქვეყნების მაგვარად საქართველოშიც უმაღლესი ლიგის მიღმა არსებობს პირველი ლიგა, მეორე ლიგა (სამ რეგიონად დაყოფილი), დუბლების ჩემპიონატი. მართალია აღნიშნული მოდული აგვისტოში დაანონსებული გარდამავალი ტურნირის შემდეგ ძირეულ რეორგანიზებას განიცდის, თუმცა იქამდე არსებული რეალობა ასეთია. 

ამ "წერილის" დაწერის სურვილი მარტივი მიზეზების გამო გამიჩნდა: უმაღლესი საფეხბურთო ინსტანციიდან დაწყებული არავინ აშუქებს ზემოთხსენებულ გათამაშებებში მიმდინარე პროცესებს (უმაღლესი ლიგის გარდა) და მხოლოდ აქა–იქ თუ გაიჟღერებს მწირი ინფორმაცია, ამიტომ მე როგორც "ათას სტადიონ გაცვეთილი" ბოტასების მფლობელი შევეცდები მცირედით შევცვალო ვითარება.

მაშ ასე, რა ხდება პირველ ლიგაში ?! 

ამ ტურნირს მსგავსი დაძაბულობა და ინტრიგა კარგა ხანს არ ღირსებია.  4 ტურით 18 გუნდიან ჩემპიონატში გასავარდ ზონაში მყოფი 5 გუნდიდან 4 ინარჩუნებს ლიგაში დარჩენის რეალურ შანსებს, ხოლო ერთბაშად 7 გუნდი პირველი სამეულისთვის, რომლიდანაც 1–2 პირდაპირ უმაღლესის საგზურს იძლევა, ხოლო მე–3 პლეი ოფში მონაწილეობის უფლებას. უცნაური ამბავია, მაგრამ პირველ სამეულში მოხვედრა სულაც არ იძლევა უმაღლესში თამაშის გარანტიას, ვინაიდან ჩემპიონატი იკვეცება 10 გუნდამდე და გარდამავალი ჩემპიონატის შედეგად უკვე ნოემბერშივე 6 გუნდი რანგით მეორე დივიზიონში აღმოჩნდება. თუმცა მარტო ამაშიც არაა საქმე და მეტიც – ზემოთხსენებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად მინიმუმ ლიცენზიაა საჭირო, რომლის ირგვლივაც ათასი ხმები ტრიალებს, ოფიციალური განცხადებები ნაკლებად კეთდება და გულშემატკივარს უკვე ვეღარ გაუგია ქონდეს თუ არა რაიმეს იმედი. 

გათამაშების დაწყებიდან მალევე, ფედერაციაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, რომელმაც საკმაოდ მკაცრად დასვა ლიცენზირების საკითხი. სასაცილოა, მაგრამ 18 გუნდიდან სურვილის რა გითხრათ, მაგრამ ოფიციალური განაცხადი, მხოლოდ რვამ შეიტანა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რვიდან ოთხმა უფინანსობის გამო შუა სეზონში უკანვე გამოიტანა თავისი განაცხადი, რის შემდეგაც გაისმა ხმები, რომ გამონაკლისის სახით წლეულს ლიცენზიის გარეშედაც იქნებოდა შესაძლებელი ფონს გასვლა. საბოლოოდ ხელში შეგვრჩა შემდეგნაირი სურათი: ლიცენზირება გაიარა მხოლოდ ოთხმა გუნდმა,  რომელთანგან 2 საერთოდაც საპრიზო ადგილს მიღმაა (6, 7 ადგილები). 



შედეგად გამოდის, რომ 4 გუნდმა უნდა გაინაწილოს 3 საგზური, რომლის მიღმაც პრაქტიკულად უამბიციო ჩემპიონატს ვღებულობთ. 18 გუნდიანი უამბიციო, ინტრიგა დაკარგული ჩემპიონატი!!
ავტორი  -  გიორგი
ბეჭდვა