"ლესტერ სიტი" - წარსული და აწმყო
AutoSharing Option
22:57 01-05-2016

132 წლიანი ისტორიის მანძილზე, მათი ყველაზე დიდი მიღწევა, ინგლისის მეორე ჩემპიონატის(ამჟამად ჩემპიონშიპი) 7-ჯერ მოგება გახლავთ, ხოლო ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში(ამჟამად პრემიერ ლიგა), შორეული მე-20 საუკუნის, 1928-1929 წლების სეზონში, მე-2 ადგილით დაკმაყოფილდნენ.

უნდი 1884 წელს შეიქმნა და 1990 წელს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში დარეგისტრირდა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, გუნდი ევროსარბიელზეც გამოდიოდა. 61- 62 წლების სეზონში, გუნდი თასების მფლობელთა თასზე ასპარეზობდა, საიდანაც პირველივე რაუნდში, ესპანურმა "მადრიდის ატლეტიკომ" გამოაგდო. 1997 წელს, ლესტერშირულმა კლუბმა, უეფას თასზე იასპარეზა და კვლავ პირველივე მარტჩში, ისევ მადრიდულ კლუბთან დამარცხდა.


"მელიების" წარმატებას, საძირკველი ინგლისელმა სპეციალისტმა, ნაიჯელ პირსონმა ჩაუყარა, რომელმაც გუნდი მე-3 ლიგაში(ამჟამინდელი პირველი ლიგა) დაქვეითებული ჩაიბარა და პირველივე სეზონში შეძლო გუნდის დაწინაურება ჩემპიონშიპში.

2009-2010 წლების სეზონში "ლესტერმა“ ჩემპიონშიპში მე-5 ადგილი დაიკავა და პრემიერ ლიგის საგზურის მოპოვების შანსი გაუჩნდა, მაგრამ ყველაფერი "ჰალ სიტიმ" ჩაუყარა წყალში, რომელთანაც ნახევარფინალში დამარცხდა. სეზონის ბოლოს ნაიჯელ პირსონმა თანამდებობა დატოვა. მისი შემცვლელი პაულო სოუსა იყო, თუმცა წარუმატებელი სეზონის შემდეგ, სოუსა მოხსნეს თანამდებობიდან და კვლავ ნაიჯელ პირსონი ჩაუდგა გუნდს სათავეში.

2013-2014 წლების სეზონში, ინგლისელმა სპეციალისტმა შეძლო და გუნდს ჩემპიონშიპი მოაგებინა, რის შემდეგაც გუნდი პრემიერ ლიგაში დაწინაურდა. 2014-15 წლების სეზონში, გუნდმა მე-14 ადგილი დაიკავა პრემიერ ლიგაში და ნაიჯელ პირსონი ისევ გაანთავისუფლეს თანამდებობიდან.

"ლესტერ სითის" ღირებულება დღეს 95 მილიონია. რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა მოგეჩვენოთ, უელსელი ფეხბურთელი გარეთ ბეილი, მათზე 5 მილიონით ძვირი ღირს.

2015 წლის ზაფხულში, მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიელი კლაუდიო რანიერი დაინიშნა. მისი თავკაცობით გუნდი ფანტასტიურ სეზონს ატარებს. ისინი არც მეტი არც ნაკლები, პრემიერ ლიგის სათავეში იმყოფებიან და 99.9%-ით აქვთ შანსი, გახდნენ ჩემპიონები ორი ტურით ადრე მას შემდეგ, რაც 36-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედთან", ოლდ ტრაფორდზე ფრე, ანგარიშით 1-1 ითამაშეს, თუ ამავე ტურში, მისი მთავარი მოწილე ჩემპიონობაში, ლონდონის "ტოტენჰემი", ლონდონურ დერბიში "ჩელსისთან" ვერ მოიგებს.

არ შემიძლია გამოვტოვო ის ფაქტი, რომ მათ ჰყავთ საოცარი თავდამსხმელი, საუბარია ჯეიმი ვარდიზე. მან პრემიერ ლიგაში ზედიზედ გატანილი გოლებით, რუუდ ვან ნისტელროის რეკორდი მოხსნა. მან შეძლო და ზედიზედ 11 მატჩში 13 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინგლისელი ფორვარდი 6 წლის წინ სამოყვარულო ლიგაში თამაშობდა და პარალელურად ქარხანაში მუშად მუშაობდა.

ასევე მათ ჰყავთ ისეთი ტექნიკური შემტევი ფეხბურთელი, როგორიცაა ალჟირელი რიად მარეზი. ფეხბურთელი ფრანგული "ლე ავრიდან" შეიძინეს, პრემიერ ლიგაში გადმოსვლის შემდეგ. ჟურნალისტებთან მან ხუმრობით განაცხადა: ,,როდესაც "ლესტერში" მეპატიჟებოდნენ, მეგონა, რომ რაგბის კლუბი მიწვევდა სათამაშოდ". იგი რამდენიმე კვირის წინ ალჟირის, ხოლო რამდენიმე დღის წინ პრემიერ ლიგის 2015-16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურეთელად დაასახელეს. ის გახდა პირველი აფრიკელი ფეხბურთელი, ვინც შეძლო და მოიპოვა პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული.

ლესტერშირის მერს, სერ პიტერ სოულსბის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ქალაქის რამდენიმე ქუჩასა თუ ადგილს, ლესტერ სიტის მწვრთნელისა და ფეხბურთელების სახელები დაარქვას. მან განაცხადა: "ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ იმაში, რომ ბიჭებს პატივი მივაგოთ. ჩვენს ქალაქში ერთ-ერთ ადგილს უკვე ჰქვია გოლფისტების სახელი, გვაქვს ლინეკერის გზაც, ასე რომ ჯეიმი ვარდის, კლაუდიო რაინერის, თუ დენი დრინკვოტერის დაფასება სრულიად ლოგიკურია"

"მელიების" ეს დაუვიწყარი ისტორია, როგორც მინიმუმ კიდევ ერთ სეზონს გაგრძელდება, რადგან წინ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, უეფას ჩემპიონთა ლიგა ელოდებათ ! ! !

ავტორი  -  ლუკა ლესელიძე
ბეჭდვა