დღის ტალანტი, მარკო ფრიდლი: ახალი ალაბა "ბაიერნისთვის"
AutoSharing Option
00:12 30-10-2016
არა მარტო აწმყოსთვის, კარლო ანჩელოტის "მინხენის ბაიერნი" მომავლისთვისაც ზრუნავს. ბევრ ტალანტ შორის, რა თქმა უნდა ცალკე აღნიშვნა დაიმსახურა მარკო ფრიდლმა. 18 წლის მარცხენა მცველი, ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი "ბაიერნის" 19 წლამდელთა გუნდში. მნიშვნელოვანი ფიზიკური მონაცემების მქონე (1.84 სმ.), პრესინგის დროს შესანიშნავი, კარგი ინდივიდუალური ტექნიკა. ფრიდლს შუეძლია თავდასხმაშიც ითამაშოს - მხოლოდ მარცხენა ფლანგზე. კრისტალური ტალანტი, რომელიც სახლში შეუმჩნეველი არ დარჩა და 15 წლიდან მოყოლებული ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრია. მარკო მხოლოდ ანჩელოტის აღმოჩენილი არაა, გვარდიოლას დროს ის მთავარ გუნდთან ერთად შეკრებებზეც დადიოდა. "რეკორდმაისტერის" მარცხენა ფლანგის მომავალი კარგ ხელში იმყოფება.

სახელი და გვარი
: მარკო ფრიდლი

დაბადების თარიღი: 16 მარტი, 1998

ეროვნება: ავსტრიელი

პოზიცია: მარცხენა მცველი

კლუბი: "მიუნხენის ბაიერნი"

გავს: დავიდ ალაბას
ავტორი  -  გიგი
ბეჭდვა