დღის ტალანტი, მატეო კასიერა: კოლუმბიური ფეხბურთის ახალი საოცრება
AutoSharing Option
14:21 02-11-2016
არსებობებენ ქვეყნები, რომლებიც ჰოლანდიელებზე უკეთ ზრდიან თავდამსხმელებს "დიდებულ თავდამსხმელებად" ? ალბათ კი, მაგრამ ბევრი არა. სავარაუდოდ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მატეო კასიერამ მშობლიური კუთხე დაეტოვებინა და ნიდერლანდებში, კონკრეტულად კი ამსტერდამში გადაბარგებულიყო. ორი მარტივი მიზეზების გამო: არ შეეწყვიტა ზრდა და განვითარება. გამხდარი და მაღალი, მაგრამ ბურთთან ერთად წარმოუდგენლად სწრაფი, ხოლო მის ყოველ მოძრაობაში თანამედროვე თავდამსხმელის ნაკვთები იკვეთება. ახალგაზრდა ობამეიანგი, რომელიც დასარტყმელ პოზიციას თავად იქმნის და არ ელოდება "დაღეჭილ" პასებს. ყოველთვის მოძრაობაში და მრავალფეროვანი დარტყმის სტილი. თუმცა ის მარტო გოლებზე არაა დაგეშილი და თავის გუნდს თანაგუნდელების ასისტებით მომარაგებაშიც ეხმარება.

სახელი და გვარი: მატეო კასიერა

დაბადების თარიღი: 13 აპრილი, 1997

ეროვნება: კოლუმბიელი

პოზიცია: ცენტრალური თავდამსხმელი

კლუბი: "აიაქსი"

გავს: პიერ-ემერიკ ობამეიანგს


ავტორი  -  გიგი
ბეჭდვა