გაშუქება გვაქვს სტადიონებსაც ველით
AutoSharing Option
16:35 13-03-2017
განხალებულ  ეროვნული ლიგაში დანერგილი უამრავი სიალხე კრგი და აუცილებელი  რომაა ამაზე ყველა ერთხმად ვთანხმდებით, ახალი ბრენდინგი, მაღალხარისხიანი  ტრანსლირება, დაბალანსებული გუნდები აი ეს ყოველივე ქმინს იმ უპრეცენდენტო  ინტერსს რომელიც გასულ წლებთან შედარებით ხალხში ნამდივილად არის, თუმცა რათქმაუნდა ქვეყანაში უმთავრეს პრობლემად ინფრასტრუქტურა რჩება და ეს პრობლემა გასნაკუთრებით წინა წელს, გარდამავალ ჩემპიონატში გამოჩნდა სადაც უბრალოდ ანტი ფეხბურთი იყო  ხშირ შემთხვევაში, არა მხოლოდ ვიზუალური  არამედ სათამაშო ნიუანსებუთანც და ეს ბუნებრივიცაა ცუდ მინდორზე კარგი  ფეხბრთის თამაში შეუძლებელია, საბედნეროდ დადებითი ძვრები არის ამ კუთხითაც, მაგალითად ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ბოლო  წლების მწვავე პრობლემა მინდვირს საფარი, უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება, აღნიშნულ სამუშაოებს რაგბის ფედერაცია უზრუნველყოფს ვინაიდან, წლეულს  საქართველოში გასამართი რაგბის 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი სწორედ ეს არენა უნდა იყოს, აღნიშნული  ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი  ეს გაკეთებული საფარი რაღათქმაუნდა ,,ტორპედოს" და ზოგადად ჩემპიონატს დარჩება, რეკონსტრუქციას  გაივლის გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონიც, რომელიც  ზაფხულში 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის გახსნისა და ფინალურ შეხვედრებს უმასპინძლებს, გორში გაკთდება განათება, გაუმჯობესდება მინდვრის საფარი, არ არის გამორიცხული ტრიბუნების ზდაც, 
გარდა რეკონსტრუქცია გავლილი მოედნებისა, საქართველოს მალე კერძოდ კი სექტემებრში ახალი არენა შეემატება, ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა სწორედ ამ დროს უნდა დასრულდეს, ცალკე აღნივნის ღირსია ყბადაღებული ბათუმის სტადიონის მშენებლობა, რომელიც რამდნეჯერმე შეჩერდა, ბოლო ინფორმაციის სტადიონის აშენების ადგილას მიწის ფართობს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება, სამტრედიაში 10 000 კაციანი არენის მშენებლობას კი, რომელი ქვეყნის ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ დააანონსა,  ამ ეტაპზე კლუბში  ოფიცალურად არ ადასტრუებენ.
ავტორი  -  ნიკა ბაიდაური
ბეჭდვა