ხორხე სამპაოლი არგენტინის მწვრთნელად?!
AutoSharing Option
17:14 13-04-2017
სევილიას ამჟამინდელი თავკაცი ხორხე სამპაოლი ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელსაც აქვეყნებს რამდენიმე წამყვანი სპორტული ჟურნალი, შეიძლება მოგვევლინოს არგენტინის მომავალ მწვრთნელად. არგენტინელი მწვრთნელი ანდალუსიელებს წინა ზაფხულს, უნაი ემერის წასვლის შემდეგ, შეუერთდა და მას კონტრაქტი 2018 წელს ეწურება.

არგენტინელი თავკაცი უკვე შეხვდა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას და განიხილეს ეს საკითხი და როგორც ჩანს AFA (არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია) აპირებს გადაიხადოს 1.8 მილიონი ევრო მისი გამოსყიდვისთვის, ხოლო შემდეგ კვირას იგეგმება ესპანეთში ჩაფრენა და ხორხესთნ საბოლოო დეტალების გარკვევა.
ავტორი  -  ნიკა
ბეჭდვა