როცა საკუთარს არ აფასებ
AutoSharing Option
21:56 18-04-2017
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ამ დროისთვის 50-მდე ლეგიონერი ირიცხება, ბოლოდროინდელი სიტუაციით ისინი შედარებით უფრო კვალიფიციურნი არიან, ვიდრე მათი წინამორბედნი, მაგრამ სამწუხაროდ არცთუ ცოტაა ისეთი, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ადგილობრივზე უკეთესი არაფრით არის, თუ არ ჩამოუვარდება მას, კონკრეტული მაგალითების დასახელბის შემთხვევში, ამ კლუბების წარმომადეგენელთა გაღიზიანებას ვერ ავცდებით, ამიტომ შევეცდები დიპლომატიური ტონით, განზოგადებით ვისაუბრო ამ პრობლემაზე, უცნაურია მაგრამ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთლები, რა დასამალია და უპირველესად ფინანსური დაინტერესების გამო, არცთუ წარმატებულ კლუბებში მიდიან, ქართულ კლუბებს კი მათი შენარჩუნების ზრუნვაზე ნაცვლად, ურჩევნიათ უცხოელების ჩამოყვანაზე იფიქრონ გაცილებით დიდი თანხებიც დახარჯონ, და უამრავი სხვა ყოფითი ბარიერიც გადალახონ ლეგონერის ჩამოყვანისთვის, ენის და კულტურული ბარიერიდან დაწყრბული, მათი  საცხოვრებელი პიროებიბის დაკმაყოფილებით დამთავრებული, საქართველოში როგორც წესი უცხელი ფეხბურთელი, აპრიორი ქართველზე უკეთესად აღიქმება, თუ კლუბმა ლეგიონერი ჩამოიყვანა ეს იმას ნიშნავს რომ გაძლიერდა, ჩამოყვანილს კი სამწთნელო შტაბი ძირითადში ისე მიუჩენსხოლმე საპატიო ადგილს, არც კი უკვირდებიან ჯობია თუ არა ის ადგილობრი კადრს რომელიც ყავთ კლუბში და ადგილობრივ სატრანსფერო ბაზარზე.

საქართველოში სამწუხაროდ ლეგიონერთა მიმართ ამგვარი დამოკიდებულბა, იწვევს გარკვეულწილად უსამართლობის განცდას, როგორც ფეხბურთელებში ასევე გულშემატკივარში, მითუმეტეს რომ არაერთგზის დამტკიცებულა ზარ-ზეიმით ჩამოყვანილი ლეგიონერი, ბერვად დაბალი დონის აღმოჩენილა, ვიდრე ადგილობრივი კადრი, მაგრამ ,,ქართველს ყველა ჯობია" მოდგომის გამო ეს ტენდენცია იმდენად მყარად ჩამოყალიბდა და გაიდგა ფესვები ჩვენში, რომ ამგვარი დამოკიდებულება დღემდე გძელდება, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს რომ ისტორიის მანძილზე გვყოლია, რეალურად კარგი ლეგინერებიც, თუმცა საქართველოს ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე მათი სიმრავლის ფუფინება არ გვქონია  და ვერანაირი ლოგიკით ვერ იქნება, მანამ სანამ ჩემპიონატი ფინანსურათ და ინფრასტრუქტურულად მიმზიდველი არ გახდება, აქედან გამომდიანრე კი ჯობია აქცენტი ქართველი ნიჭიერი ბიჭების გადიენბის ტენდენციის შესაჩერებაზე  გავაკეთოთ და არა საეჭვო დონის ლეგინერებით გუნდების ავესებაზე.
ავტორი  -  ნიკა ბაიდაური
ბეჭდვა