,,ჯანოს არც გვარი იცოდნენ და არც გუნდი - სად ვართ რაზე გვაქვს პრეტენზია ?
AutoSharing Option
15:57 15-05-2017

ქართველი ლეგიონერების უმეტესობა, დღეს რბილად რომ ვთქვათ, არცთუ მაღალ დოენზე თამაშობენ, ზოგიერთი კი ისეთ კლუბში მიდის რომ შეხედო იქ არსუბულ პიროებებს მინიმუმ გაგიკვირდება რას ისახავდა მიზნად მისი იქ წასვლაო? კარიერულ წინსვლაას ? არა, არა რადგან კლუბი ისეთია, ევროპაში კი არა საკუთარ ჩემპიონატშიც არ აქვს ლიდერობის პრეტენზია. აბა რა არის წასვლის მიზეზეი ? ჩნდება კითხვა სრულიად ლოგიკურად, პასუხი კი რამდენიმეა:

1. ფინანსური დაინტერესება - სამწუხაროდ საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელის ხელფასი მინიმალურია, პირობები კი მთელ რიგ კლუბებში, რბილად რომ ვთქვათ არცთუ სახარბიელო ზოგან კი პირდაპირ ვთქვათ კატასტროფული, ასეთ პორობებში რთულია ფეხბურთელი აქ დარჩენაზე დაითანხმო, ამიტომ როგორც კი ვინმეს დაიტერესების შესახებ იგებენ პირველივე შემოთავაზებას თანხმდებიან საზღთვარგარეთიდან, ზემოთაღნიშნული პირობებიდან გამომდინრე, აქ გაჩერების გაუსაძლისობა და შედარებით ნორმალური ხელფასი, საკმარისზე მეტი პირობაა წასვლისთვის, მაგრამ მეორე საკითხია ასეთი ტრანსფერების დროს რამდენად ფიქრობენ ფეხბურთელები იმაზე, წაადგება თუ არა ის კონკრეტული გუნდი მათ კარიერულ წინსვლასა და განვითარებას?, სამწუხაროდ ამგვარ საკითხებზე ფეხბურთელთა უმეტესობა არ ფიქრობს, მათ აგენტბს კი კიდევ უფრო ნაკლებად აღელბეთ ეს საკითხი და სამწუხაროდ შედეგად მხოლოდ ის გვრჩება რომ აგენტიც და ფეხბურთელიც მხოლოდ ფინანსრუად კმაყოფილდებიან ,,გაჩარხული" ტრანსფერით სპორტული მხარე კი კვლავ მეათასე ხარიხოვანია.

2 ნაკრებში მოხვედრის იმედი - საქართველოში ბევრ უცნაურ და ამოუხსნელ ტენდენციასთან ერთად, მოქმედებს კიდევ ერთი ყოვლად გაუგებარი პრინციპი, რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, თუ ლეგიონერი არ ხარ ნაკრებში ნაკლებად გწყალობენ, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს რომ ყოფილა ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთა გამოძახების პრეცენდენტები, თუმცა რთულია გაიხსენო შემთხვევა როდესაც ამგვარი რამ კონკრეტულ ფეხბუთელთან მიმართებაში არა ერთჯერადად არამედ რეგულარულად მოხდა, ასე რომ ქვეყნიდან წასვილისთვის ესეც საკმარისი მოტივაციაა რადგან ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, თუმცა სამწუხაროდ ამ შემთხვევაშიც ნაკლებად ინტერესდენიან სად წავლენ მთავარია წავიდნენ და ლეგიონერებად იქცნენ.

საფეხბურთო აგენტების მწირი კავშირები - ამ პროფესიაში დასაქმებულ ადამიანთა უმრავლესობას კავშირები პოსტ საბჭოთა და უკეთეს შემთხვევაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან აქვთ, ქართული ტრანსფერებიც შესაბამისია. პლოონეთია, ყაზახეთი. უკეთეს შემთხვევაში რუსეთის საშუალო ან დაბალი დონის კლუბი, მოლდოვა ლატვია და ასე შემდეგ, ეს ის ქვეყნებია სადაც ქართველ ფეხბურთელებს ყველაზე მეტად ვხეავთ, არადა იყო დრო და არც თუ ისე შორეულ წარსულში, როდესაც ქართველებს, ტოპ ლიგების კარგ კლუბებში ვხედავდითხოლმე, მოკლედ ამ მიმართულებითაც დროის სვლასთან ერთად რეგრიესი გვაქვს პროგრესის ნაცვლად.

ჩემთვის ამ ბლოგის დაწერის შთაგონება ერთი ქართველი სპორტული ჟურნალისტის მიერ საკუთარ ფესუბქ გვერდზე გავცელებული პოსტი გახდა, რომელშიც იგი შემდეგს წერს :

,,გუშინ, უნივერსიტეტის ექსკურსიის დროს, ალავერდში უცხოელები მოვიდნენ და საქართველოს ისტორიაზე გვეკითხებოდნენ რაღაცებს. ბევრი მეფით მოვიწონეთ თავი და აღვაფრთოვანეთ სტუმრები.
მერე ფეხბურთზე გადავიდნენ.
გვკითხეს, თქვენი საუკეთესო ფეხბურთელები ვინ არიანო. მაშინვე ჯანოზე ვუთხარი, რომლის არც გვარი იცოდნენ და არც მის გუნდს იცნობდნენ, მაინც და მაინც, კარგად. მერე, ოქრიაშვილი ვუხსენე, გვარის გამეორებაზე ენით ტრიუკი აკეთა ერთმა, ვერ წარმოთქვა - აზრზე არ იყო, ვინ იყო თორნიკე. არც ნაკრების კაპიტანი იცოდნენ. ბოლოს, ყაზაიშვილი გვიხსენეს თვითონ, თვალები გაგვინათდა და უცებ ერთმა დაამატა: "yeah, I am from Warsaw and he is my city's player."
გაგვეცინა, სიმწრის სიცილით გაგვეცინა - სად ვართ?! ვინ არიან ჩვენი ლიდერები?! რაზე გვაქვს პრეტენზია?!"-  წერს ჟურნალისტი კახა ყიფიანი.

იმედი დავიტოვოთ რომ ჩვენი ნაკრების ლიდერებისადმი ასეთი ცნობადობა მხოლოდ იმ პოლონელი ტურისტების მხრიდან ფეხბურთის არასაკმარისად ცოდნის ბრალია, თორემ თუ მთელს ევროპაში ჩვენს ლიდერებზე ამგვარი წარმოდგენა აქვთ,  მაშინ ადვილი  წარმოსადგენია რა იქბენა იმ ქართველ მოთამაშეთა ცნობადობის ხარისხი  ვინც ზემოთ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, თავის კარერას  პირდაპირ რომ ვთქვათ დაბალ დონეზე აგრძელებს.

ავტორი  -  ნიკა ბაიდაური
ბეჭდვა