ქართულ ფეხბურთში ისევ ბნელა
AutoSharing Option
16:25 21-05-2017
საქართველოს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ,,ტორპედომ"  თბილისის ,,ლოკომოტივს" უმასპიძლა და  2-0 დაამრაცხა, მატჩის  55 წუთზე  გუნდებს მოედნის დატოვება კურიოზული მიზეზით მოუწოათ, სტადიონის ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა.
როგორც შემდგომში გაირკვა ამის მიზეზი სტადიონის მიმდებარედ მომხდარი  ავარია გახდა რის შემდეგაც განათების სისტემაში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც მოედნის განათება მწყობრიდნა გამოიყვანა, პრობლემის აღმოფხვრას კი 25 წუთი  დასჭირდა.

მოენდანზე ელექტროენერგიის  გათიშვა, გუშინდელ ,,ტორპედო"- ,,ლოკომოტივის" მატჩში, სიბნელის ერთადერთი  გამოვლინება ნამდვილად არ ყოფილა, მხედველობაში მაქვს სრული წესების დაცვით  გატანილი ტორპედოელთა გოლი, რომელიც არბიტრმა ლაშა სილაგავამ, ეპიზოდიდან საკმაო ხნის შემდეგ  აფსურდული თამაშგარის მოტივით გააუქმა, უმაღლეს ლიგაში მსაჯის  ასეთი შეცდომა, რბილად რომ ვთქვათ დაბალი კვალიპიკაციის მაჩვენებელია და ამგვარი მსაჯობის პირობებში ეროვნული ლიგის დონის აწევა გამორიცხულია, რაც  არ უნდა მაღალი თანხები იქნას გამოყოფილი სახელმწიფო და კერძო სექტორის მხრიდან ფეხბურთის განვითარებისთვის.
ავტორი  -  ნიკა ბაიდაური
ბეჭდვა