გიორგი პაპუნაშვილი : ,,მადლობა დინამოს ყველაფრისთვის
AutoSharing Option
23:10 17-06-2017
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, თბილისურ დერბიში, ,,საბურთალომ" ,,დინამოს"  უმსსპინძლა   და დიდი ანგარიშით 0-5 დამარცხდა, შეხვედრაში დუბლი შეასრულა გიორგი პაპუნაშვილმა, რომელიც უკვე ოფიცლაურად ეკუთვნის ესპანურ ,,სარაგოსას" და დღეს მშობლიურ კლუბში ერთ-ერთი უკანასკნელი მატჩი  ითამაშა, მატჩის  შემდეგ კი მედიასთან ისაუბრა

,,მადლობას ვუხდი თბილისის ,,დინამოს" ყველაფრისთვის რაც გამიკეთა, მადლობა თანაგუნდელებს რომელთან  ერთადაც ამ ყველაფერს მივაღწიე, რაც შეეხება ,,სარაგოსას" იქ გადასვლა პირველ რიგში ამ კლუბის ისტორიამ გადამაწყვეტინა, პირველი  რასაც იქ ჩასვლის შემდეგ გავაკეთებ ისაა რომ ვისწავლი ესპანურს ( იცინის), მოგეხსენებათ ეს ჩემი პირველი ტრანსფერი  არ არის, ,,ვერდერში" გატარებულ პერიოდს ბევრი შეცდომად მითვლის, მაგრამ მე ვთვლი რომ  ეს გამოცდილება იყო და არა შეცდომა" - განაცხადა გიორგიმ
ავტორი  -  ნიკა ბაიდაური
ბეჭდვა