როგორია ქართული გუნდების მეტოქეთა ბოლოდრინდელი შედეგები ?
AutoSharing Option
23:31 19-06-2017
დღეს, 19 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ევროპისა და ჩემპიონთა ლიგების წილისყრა გაიმართა, ახლა როცა 4-ვე ქართული გუნდის მეტოქეთა ვინაობა უკვე ცნობილია, კარგი იქნება გადავავლოთ თვალი მათ კალიბრსა და გასული სეზონის შედეგებს, რათა ჩვენს შანსებზე მეტ-ნაკლებად რეალური წარმოდგენა შეგვექმნას.

დავიწყოთ ჩემპიონების მეტოქით, ,,სამტრედიას" მეტოქედ,  აზერბაიჯანული ,,ყარაბაღი" ერგო, ამ  გუნდისთვის გასული სეზონი შიდა დონზე ძალიან წარმატებული გამოდგა, აზერბაიჯანის ჩემპიიონობასთან  ერთად, რომელიც უახლეს მდევარ ,,გაბალსთან" 10  ქულიანი უპირატესობით მოიპოვა,  ამ  გუნდმა ქვეყნის თასიც მოიგო, ფინალშიც მათი მეტოქე, იგივე ,,გაბალა" გახლდათ, რომელიც 2-0 დაამარცხეს. საგულისხომა რომ ,,ყარაბაღი" აზერბაიჯანის ჩემპიონატს ზედიზედ მესამე სეზონია იგებს.

,,ჩიხურას" წილისყრამ ავსტრიული ,,რაინდოფ ალტახი" არგუნა, მოგეხსენებათ ბოლო წლებში ავსტრიული ფეხბურთი მკვეთრად პროგრესირებს, მაღალია ინფრასტრუტურული და სხვა საფეხბურთო ნიუანსების დონე, შესაბამისად კლასში სხვაობაც სამწუხაროდ  არც თუ ისე მცირეა ამ 2 გუნდს შორის, თუმცა  ისიც აღსანიშნავია რომ ,,ალტახმა" თასზე წარუმატებლად იასპარეზე და მერვედფინალურ ეტაპზეც ვერ გააღწია, ჩემპიონატში კი მეოთხე პოზიცია დაიკავა და ლიდერ ,,ზალსბურგს" 28 ქულით ჩამორჩა, ევრო ზონაში კი მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ,,ზალსბურგმა ჩემპიონობასთან ერთად თასიც მოიგო, თასის  მეორე ფინალისტმა ვენის ,,რაპიდმა" კი ევროპა ლიგის საგზური ისედაც მოიპოვა. შესაბამისად 1 საგზური ცხრილის მოეთხე ადგილოსანს ერგო.

ბათუმის ,,დინამოს" ევრო სეზონი პოლონურ ,,იაგელონიასთან" მატჩით დაიწყება. მეტოქემ გასულ სეზონში რეგულარული სეზონი მიგო, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონატი მესამე პოზიციაზე დაასრულა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა,  პოლონეთის თასზე კი ამ გუნდის გამოსვლა წარუმატებული გახლდათ, მერვედფინალურ სტადიაზე, ,,იაგელონია" მათე ცინცაძის ,,პოგონთან" 4-1 დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.


თასის მოქმედ გამარჯვენულ ქუთაისის ,,ტორპედოს" მეტოქე სლოვაკური ,,ტრეჩინი" გახლავთ, ბოლოდროინდელი პოზიტიური მოვლენებიდან და მეტოქიდან გამომდინარე გულშემატკივარს განსაკუთრებული იმედები, ალბად იმერლებისგან აქვს, სულ რამოდნეიმე დღის წინ, კლუბი ოფიციალურად შეიძინა ბიზნესმენმა - ზაალ ჩაჩავამ და გუნდის გაძლიერებაც დაანონსა, ამას გარდა მიმდინარე ,,ეროვნულ ლიგაში" ქუთათურები სტაბილურობით და ლაღი თმაშის სტილით გამოიჩვიან- სწორედ ეს ფაქტორები გვიჩენს დიდ იმედებს ამ გუნდის მიმართ,
რაც შეეხება ,,ტრენჩინს" ამ გუნდმა გასულ სეზონში მე-4 პოზიციაზე დაასრილა ასპარეზობა, სლოვაკეთის თასის გათამაშებას კი მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა, (სლავანთან 4-1 მარცხის შემდეგ )
ცნობისთვის  ამ გუნდში ქართველი ლეგიონერი, შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ბერიძე თამაშობს.

ავტორი  -  ნიკა ბაიდაური
ბეჭდვა