რომან ფიფია: ,,მერიამ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოო" - დინამოს ბაზასთან კორპუსის მშენებლობა შეწყდა
AutoSharing Option
16:24 21-06-2017
ალბად ყველა ქართულ ფეხბურთში მეტ ნაკლებად ჩახედულ ადამიანს ახსოვს თბლისის ,,დიანამოს" ბაზასთან მიმდინარე მშენებლობა და მასთან დაკავშირებული ხამურიანი  პროტესტი გულშემატკივართა მხრიდან, დღეს დინამოს პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას, სასიამოვნო ინფორმაცია აუწყა: 

,,დინამოს ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებული კორპუსის მშენებლობას თავიდანვე უკანონოდ მივიჩნევდით, მეტიც ამ ნაგებობის აღმართვა ფუნქციას უკარგავდა სპორტის იმ ობიექტს, სადაც აღიზარდა ჩვენი ქვეყნის არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი.
ქალაქ თბილისის მერიის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უაღრესად სამართლიანი. მივესალმები დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დადგენილებას, რომელიც ნათელი მაგალითია იმის, რომ სპორტზე და კერძოდ ფეხბურთის განვითარებაზე ფიქრობენ. თბილისის მერია მხარში დაუდგა თავისი ქალაქის სახელოვან კლუბს - დინამოს და აღადგინა სამართლიანობა. გაითვალისწინა რა სასიქადულო ქართველი ვეტერანი ფეხბურთელის და სპორტსმენების, ასევე საზოგადოების მოწოდება და არ იქნა დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომა ქართული სპორტის მიმართ.
გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას დინამო თბილისის ქომაგებს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს და ყველას ვისთვისაც ჩვენი კლუბის ისტორია, ასევე მისი მომავალი ძვირფასია.
სკ დინამო თბილისის პრეზიდენტი - რომან ფიფია
ავტორი  -  ნიკა ბაიდაური
ბეჭდვა