ფალავანდიშვილი: "ამჯერად "ტორპედოსთან" ერთად მიზანი ჩემპიონობაც იქნება"
AutoSharing Option
22:34 07-07-2017
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩების შემდეგ ქუთაისის "ტორპედომ" კიშინიოვის "დაჩიადან" გუგა ფალავანდიშვილი დაააბრუნა.
ქუთაისურ კლუბში დაბრუნებულმა გუგამ პირველი კომენტარი გააკეთა.

" "ტორპედოში" დავბრუნდი, შარშან ამ გუნდთან ერთად დავიდ ყიფიანის სახელობის თასი მოვიგე, წელს მიზანი უკვე ჩემპიონობაც იქნება. ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო "ტორპედოს" ასეთი შედეგი ევროპა ლიგაზე, თუმცა გუნდი ახლა იწყებს ჩამოყალიბებას და ვფიქრობ, რომ შემდეგ ევროტურნირებს ბევრად მომზადებული შეხვდება. ამ ეტაპისთვის გუნდთან დეკემბრამდე დავრჩები, სეზონის ბოლოს კი დავილაპარაკებთ სამომავლო გეგმებზე."

ფეხბურთელმა წინა სეზონზეც ისაუბრა.

" "დაჩიასთან" ერთად ქვეყნის ვერცხლის პრიზიორი გავხდი. ჩემპიონობაც შეგვეძლო, სამწუხაროდ არ გაგვიმართლა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი სეზონი ჩავატარე."

შეგახსენებთ, რომ ფალავანდიშვილი "ტორპედოს" ღირსებას, 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის თებერვლამდე, გარდამავალ სეზონში იცავდა. 

ავტორი  -  ბაქარ ლიკლიკაძე
ბეჭდვა