სუსტი წერტილი
AutoSharing Option
15:33 13-07-2017
2017 წლის ევროპალიგისა თუ ჩემპიონთა ლიგის შესარჩვმა ეტაპმაც დაგვანახა თუ საკლუბო დონეზე თუ რამდენად მნიშვნეოვანია ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები და რამხელა ყურადღება ექცევა ამას ჩვენს მეზობელ თუ შორს მდებარე ქვეყნების საკლუბო ფეხბურთში. საფეხბურთო სეზონი გრძელია და მას თუ სათანადო მომზადებული არ შეხვდი და არ შეინარჩუნე შემდეგ ფორმა, რასაკვირველია ყოვეთვის თუ არა 90% შემთხვევაში წაგებული იქნები. ჩვენი კლუბების ხელმძღვანელების განცხადებები, წაგებული თამაშების მერე, ცუდ ფიზ.მომზადებაზე იყო, ეს მაშინ როცა 18 ტური ქონდათ ნათამაშები ეროვნულ ჩემპიონატში და ამსთანავე რამოდენიმე სათასო მატჩიც! ამ დროს ფორმის პიკში თუ არა, ახლოს მაინც უნდა ყოფილიყვნენ მასთან.  გასაგებია რომ ყველა კლუბს ვერ ექნება საკუთარი ფიზ.მომზადების ცენტრი, იმიტომ რომ ასეთი დარბაზის მოწყობა არის დიდ ფინანსებთან დაკავშირებული, მაგრამ უკვე თითქმის ყველა ქალაქში არსებობს ასეთი დარბაზები, თანაც არაერთი, თავის ფიზტნეს ინსტრუქტორებით, რომელბსაც კვალიფიკაციაც გააჩნიათ... სახელწიფოსაგან თუ სპონსორისაგან მიღებული ფულიდან გამოყავი რა თვეში 1000 ლარი, აიღე გუნდური აბონიმენტი და კვირაში 2-3 დღე ატარე გუნდი და მოემზადე ძალოსნურადაც. შეიძინე შესაბამისი ვიტამნიები და აღდგენითი საშუალებები და დარწმუნებული ვარ, შემდეგ წელს სულ სხვა შედეგი იქნება. მაგრამ სამწუხაროდ არ ფიქრობს ამაზე არავინ, არც მწვრთნელი და არც გუნდის უფროსი და ისევ ინფრასტრუქტურის არქონას ჩივიან (მოედნებს არ ვგულისხმობ, თუმცა ტორპედოს, სამტრედიას, და ჩიხურას ეს უკანასკნელი საკუთარი გააჩნია), გამოიყენე რა არსებული რესურსი, მაინცდამაინც საკუთარი დარბაზი უნდა გქონდეს რომ შიგნით შეხვიდე და "შტანგა" აწიო ? ამ გზით უნდა იარონ ანამ, სანამ კლუბს არ ექნება იმდენი ფუფუნება რომ საკუთარი ფიტნეს დარბაზები მოაწყონ. სუსტი წერტილი
ავტორი  -  dave
ბეჭდვა