BAD PLANNING
AutoSharing Option
15:58 28-07-2017

ქართული კლუბების ერვოსარბელზე წარუმატებელმა გამოსვლამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ფეხბურთის გულშემატკივარში. კლუბების მეპატრონეებისა და მწვრთნელების მხრიდან არაერთი მიზეზი იქნა მოყვანილი თუ რატომ ვერ ხერხდება ევროპულ (აქ საუბარი არაა რეალზე, ბარსელონაზე, იუვენტუსზე და ბაირნზე) კლუბებთან ტოლსწორს ვინ ჩივის, უბრალო წინააღმდეგობითი თამაში. მიზეზებს შორის იყო ფინანსური პრობლემა,დროულად მიუღებელი დაფინანსება, ფიზმომზადების პრობლემა, ინფრასტრუქტურის არქონა, მიმდინარე ჩემპიონატის ფორმატი და სხვა. თუმცა ამ დღეებში გამოქვეყნდა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის 6 თვის ანგარიში და ვნახეთ რომ ყველა კლუბი, თანხებს სახელმწიფო ფეხბურთის მხარდაჭერის პროგრამის გეგმის მიხედვით ღებულობს. გამონაკლისი და  ამ შემთხვევაში უპირატესი 2 კლუბია, ესაა ბათუმის დინამო რომელმაც საბაზისო დაფინანსების თანხა სრულად ამოწურა და ფონდისაგან 1 მილონი ლარი მიიღო და ქუთაისის ტორპედო, რომლებმაც საბაზისო დაფინანსებით მისაღები თანხა თითქმის სრულად 844ათასი ლარი აქვს ათვისებული. ეს იმით აიხსნა,  რომ მათ ჭირდებოდათ გაძლიერება ევროსშესარჩევი მატჩებისათვის (ეს რამდენად მოახერხეს სხვა საკითხია) ევროთასებზე მონაწილე კლუბები უეფადან კიდე მიიღებენ თანხას რომელიც 650ათას ლარს შეადგენს, ასვე სასპონსორო თანხებს და მათ მონაწიელობას ეროვნულ ჩემპიონატში იმედია არაფერი ემუქრება. ასევე ვნახეთ, რომ არცთუისე მცრიე თანხები ჩემპიონატში და თასზე მიღწეული შედეგებით, დამატებით გამოიმუშავეს და მიიღეს ლიგა1, ლიგა2, ლიგა3 კლუბებმა. იგივე ბათუმის დინამომ 113 ათასი ლარი მიიღო ტორპედომ 266 ათასი, ჩიხურამ 193 ათასი, სამტრედიამ 279 ათასი. გასაგებია რომ ეს არაა მილიონები რომლებსაც ღებულობენ ბარსელონა, რეალი და სხვა ევოპული კლუბები, თუნდაც ის კლუბები რომლებიც ქართველებს შეხვდნენ, მაგრამ ქართული რეალობისათვის ეს ის თანხაა (საბაზისო+პრემია), რომლის სწორად დაგეგმვის და განაწილების შემთხვევაში შესაძლებელია ფეხბურთელების და გუნდის კარგად მომზადება, იმისთვის რომ ევროთამშებს მომზადებული შეხვდე და იყო კონკურენტუნარიანი. არ ვიცი რა ხელფასები აქვთ ამ კლუბებში ფეხბურთელებს, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ბათუმის დინამომ ხელფასებში 760 ათასი ლარი დახარჯა, და სხვა გუნდებშიც მსგავსი სიტუაციაა სავარაუდოდ ლიგა1-ში მონაწილე ფეხბურთელების ხელფასი 3-4 ათასის ფარგლებში იმერყევებს. ქართულ რეალობაში და იმ ქვეყანაში სადაც ვცხოვრობთ, ეს თანხა საკმარისია იმისთვის რომ ოჯახი შეინახო და კარგად აკეთო ის საქმე რასაც ემსახურები და იმედია გიყვარს. რეზიუმე რომ გავაკეთო, უფინანსობაზე წუწუნი არასწორად მიმაჩნია.

გუნდების წარუმატებლობა გარკვეულწილად ფიზ.მომზადებასაც დაბრალდა. არ ვიცი რამდენი პროფესიონალი ფიტნეს მომზადების მწვრთნელი არის საქართველოში, ფაქტი კი ერთია თუ არის არ ეძახიან და არ სარგებლობენ მათი ცოდნით, ან უბრალოდ არ არიან. მაგრამ ხომ არის შესაძლებლობა ჩამოიყვანო უცხოელი მწვრთნელი ან მწვრთნელთა ჯგუფი, ვინც ამ პრობლემას მოგიგვარებს. ვინმემ დაუშალა მათ რომ ფიზიკური კონდიციები კარგი ქონოდათ ?

წარუმატებლობა დაბრალდა ინფრასტრუქტურასაც. ამის თქმის უფლება ერთადერთი ბათუმის დინამოს ქონდა, რომელსაც წლების განმავლობაში არ აქვს საკუთარი სტადიონი და ბაზა (თუმცა ბაზის პრობელმა წელს მოგვარდება). იგივე ტორპედოს შესანიშნავი ბაზა აქვს, ნორმალური პირობები (მოედანი, ბაზა) აქვთ ასევე სამტრედიას და ჩიხურას.  იმ ლიგაში რომელშიც ეს გუნდები თამაშობენ, თუ შუქურას სტადიონს არ ჩავთვლით მეტოქეებსაც ნორმალურ მოედნებზე ეთამაშებიან. ასე, რომ ჩემი პირადი აზრია ამ პრობელმის მოყვანაც უადგილოა.

წელს სფფ-მ თავის ყოველწლიურ მოსაკრებელში, კლუბებს შერავათიან ფასად შეაძენინა ანალიტიკურ პროგრამა „ინსტა“. ეს პროგრამა საშუალებას იძლევა შენი მეტოქე და მისი თითოეული ფეხბურთელის შეისწავლო თავიდან ბოლომდე, იცოდე მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. საინტერესოა რამდენად გამოიყენეს ეს პროგრამა ევროთასების წინ გუნდებმა და თუნდაც თუ იყენებენ მას ეროვნული ჩემპიონატის მატჩების წინ?

რაც შეეხება ფორმატს - ევროთასებზე მონაწილე გუნდებმა 6 თვით ადრე იცოდნენ, რომ მოუწევდათ თამაში ამა თუ იმ ევროშესარჩევზე, ასევე წინა წლებში სულ იყო უკმაყოფილება, რომ გუნდი ახალი შეკრებილია და ვერ მოასწრეს ფორმაში შესვლა. ახლა ხომ 18 ტური ქონდათ ნათამაშები და გუნდი შეთამაშებულიც უნდა ყოფილიყო და ფორმაში შესულიც ? ის დრო რომელიც მათ ქონდათ მოსამზადებლად, გასაძლიერებლად, ფეხბურთელის დასამატებლად, რამდენად სწორად გამოიყენეს ?

ბევრი კითხვებია კლუბის მესვეურთა წინაშეც და ამ ყველაფერს ასე დავასრულებდი - საჭიროა ქართველმა მწვრთნელებმა, ფეხბურთელებმა და კლუბის დირექტორებმა დამნაშავის ძებნა დაიწყონ საკუთარ თავში. რა გააკეთეს არასწორად, სად დააკლეს, რა შეცდომები დაუშვეს დაგეგმვაში და მხოლოდ მას შემდეგ რაც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებენ მერე დაბრალდეს წარუმატებლობა სახელმწიფოს, ფიზ.მომზადებას და ინფრასტრუქტურას, ფრომატს და გულშემატკივარს.

ავტორი  -  dave
ბეჭდვა