ჯურნალიტების როლი ფეხბურთის განვითარებაში
AutoSharing Option
12:43 20-01-2016

sportall.ge - ს კრიტიკას რომ დავიწყებ, შემიძლია არ გავჩერდე 2 დღე, მაგრამ დღეში ალბათ 100 ჯერ მაინც შემოვდივარ, და ველოდები სიახლეებს. ფეიზბუქზე ვწერ და ჩემი ჭკუით რჩევებს ვაძლევ, ესე და ესე უნდა იმუშაოთთქო.. ეს საიტი რომ არ იყოს, არ ვიცი რა იქნებოდა და როგორი იქნებოდა ჩვენი ფეხბურთი, მაგრამ ეხლა, ცოტა კბილი მაინც უნდა გავკრა და გავაკრიტიკო, თუმცა ამ საიტს ალბათ ყველაზე ნაკლებად ეხება ჩემი კრიტიკა.

 

ჟურნალისტიკა, ისევე როგორც სხვა ყველა სფეროში, ფეხბურთშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს. როგორ შეიძლება დღევანდელი ფეხბურთი გულშემატკივრამდე მივიდეს?! ვინ უნდა ითამაშოს მთარგმნელის როლი პროფესიონალური ფეხბურთიდან გულშემატკივრამდე?! დიაღ სწორედ ჟურნალისტებმა. მაგრამ წარმოიდგინეთ თარჯიმანი, რომელიც ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის და რომელიმე არ იცის სრულყოფილად?! სწორედ ეს ჭირთ ჩვენს ჟურნალისტებს, არ იციან და რა ქნან?!

 

მთავარი პრობლემა ფეხბურთელების მენტალიტეტი გონიათ, ლაპარაკობენ ამ პრობლემაზე გამუდმებით და დროის გასვლის შემდეგ, ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელებს აბრალებს, ქართული ფეხბურთის შავ დღეში ყოფნას. და რატომ ხდება ასე? რატომ ლაპარაკობენ მენტალიტეტზე? იმიტომ ესე მარტივია და დამატებით განათლებას და საკითხის ჩაღრმავებას არ მოითხოვს..

 

იქნებ პრობლემა ის არის, ამ ბავშვს თავის დროზე სისტემამ განათლება არ მისცა? იქნებ მწვრთნელს რომ კვალიფიკაცია არ ქონდა და ფსიქოლოგიურად ვერ მოამზადა? ძალიან მარტივია ახალგაზრდა ფეხბურთელს დააბრალო ყველაფერი.. და მერე შეუძახო გამოფხიზლდით, თავში ნუ გივარდებათ, მიუდეგით საქმეს პროფესიონალურადო..

 

ცალკე თემაა ვეტერანი ფეხბურთელების ინტერვიუები, არ დაუშვათ იგივე შეცდომებიო.. ქინქლაძე დღესაც ის ადამიანია, ვინც არასწორად წარმართა თავისი კარიერა და დარწმუნებული ვარ უკან რომ დააბრუნო იგივე გაიმეორებს..

 

არსებობს ესეთი გამოთქმა: არ გაითვალისწინო წარუმატებელი ადამიანის რჩევები, იმიტომ რომ მას რომ ცოდნოდა წარმატების საიდუმლო, თვითონ გახდებოდა წარმატებულიო, ხოდა არ ჯერათ ახალგაზრდებსსაც, რაც სავსებით გასაგებია..ჟურნალისტებს კი უკვირტ, რატომ არ მუშაობს ეს ინტერვიუებიო..

 

ჩემპიონატი რომ არ შუქდება სათანადოდ, ამის ჟურნალისტებზე დაბრალება ცოტათი გადამეტებულია, მაგრამ რა იქნებოდა გვყოლოდა ერთი ორი სამწვრთნელო განათლების ჟურნალისტი, თამაშს რომ გაარჩევდა შედარებით პროფესიონალურად? სიმბოლური გუნდი კეთდება ხოლმე ყოველ კვირას და თუ ვინმე გოლს გაიტანს, მცველია თუ საყრდენი ნახევარმცველი ყველა ხვდება ამ სიმბოლურში, თავის უშუალო მოვალეობას ძალიან ცუდადაც რომ ასრულებდეს. ესეთი შემთხვევები კი უამრავი ყოფილა.

 

ისევე როგორც ყველგან აქაც ვაწყდებით ადამიანური რესურსის პრობლემას. ეს პრობლემა ბუნებრივადაც შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან სადაც ფული არ არის, იქ კვალიფიკაციური კადრის პრობლემა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ფეხბურთზე, ამ სპორტს შეუძლია ადამიანი ამუშაოს შედარებით მცირე ანაზღაურებაზე, ოღონდ შეხება ქონდეს ამ სპორტის სახეობასთან.. ვფიქრობ ეს არის ის წერტილი საიდანაც უნდა ამოვიდეთ, ცოტა ხანს გავიჭირვოთ, ვიმუშაოთ და დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება.

 

ჟურნალიტები არიან ადამიანები, რომლებმაც უნდა ითამაშონ, ვფიქრობ, ყველაზე დიდი როლი ფეხბურთის განვითარებაში. სულ არის ლაპრაკაი იმაზე თუ რა ჯობია, კარგი ვილაპარაკოთ თუ ცუდი? კარგს თუ ვილაპარაკებთ, და მხოლოდ წარმატებებს ავღნიშნავთ, ძალიან ცუდი შედეგი დადგება, რაც ცდუია ის ისევ ისე დარჩება და ვერ წავალთ წინ. თუ ცუდს ვილაპრაკებთ, ისედაც არ დადის გულშემატკივარი სტადიონებზე და სულ შევაძულებთ სპორტის ამ სახეობას ხალხს.. არც ერთ შემთხვევაში არ გვექნება სასურველი შედეგი.. ამიტომ ვიყოთ ობიექტურები და ყველა პროცესს მივცეთ ადეკვატური და პროფესიონალური შეფასება. ეს არის ერთადერთი გზა..

 

რატომღაც არ გონიათ ჟურნალისტებს საკუთარი როლი გადამწყვეტი, დღევანდელ ქართულ ფეხბურთში მართლაც ესეა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ყველაფრის შეცვლა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანები რომლებსაც უფრო მეტად გიყვართ ფეხბურთი ვიდრე სხვა ვინმეს ამ ქვეყანაში..

 

ავტორი  -  ბექა
ბეჭდვა