ვინ არ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი
AutoSharing Option
12:21 10-02-2016
ძალიან მძიმე მდგომარეობასია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
-  უცხოელი კვალიფიციური მწვრთნელის პოვნა ძალიან რთულია ესეთ მცირე ხელფასზე.
-  შოთა არველძე არ ჩამოვა. დაპირისირებას რომ თავი დავანებოთ, შოთა ჭკვიანი და ალღოინაი ადამიანია და იცის. რომ საქართველოში ჩამოსვლა არც ფინანსურად და არც კარიერული თვალსაზრისით არ იქნება სწორი.
-  გია გეგუჩაძეს ვერ დანიშნავენ, იმიტომ რომ ხალხი ეჭვი კიდევ უფრო გაღვივდება იმის შესახებ რომ ცხადაძის მოხსნის მიზეზი გეგუჩაძის მოყვანა იყო. 
-  გიორგი ცეცაძე ძალიან ძლიერი მწვრთნელია, რომელსაც საკუთარი, ყველასგან განსხვავებული ხელწერა აქვს, თუმცა მის დანიშვნას ვერ გარისკავენ ფედერაციაში.
-  გაიოზ დარსაძე- მე როგორც მწვრთნელი, ვფიქრობ რომ მისი ცოდნის და ინტელექტუალური რესურსის გამოყენება ნაკრებშიც აუცილებელია. მიუხედავად იმისა, არაპროფესიონალი და ფეხბურთში ტოტალიზატორის დონეზე ჩახედული ჟურნალისტები უსაფოძვლოდ აკრიტიკებდნენ მას ახალგაზრდების ნაადრევად დაწინაურების გამო მთავარ ნაკრებში.

შემეშინდა, ჩიხში შესულმა ფედერაციის ხელმძღვანელებმა, რაიმე საოცრება არ მოიფიქრონთქო და გთავაზობთ მწვრთნელების 5-ეულს რომლებიც არავითარ შემთხვევასი არ უნდა დაინიშნონ ნაკრების მწვრთნელებად.

5. ოთარ გაბელია- უკომენტაროდ
4. შოთა ჭეიშვილი- არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთერთმა ჟურნალისმა განიხილა ნაკრების კანდიდატთა შორის და შევშფოთდი. :)
3. ალექსანდრე ჩივაძე- დიდი კაპიტანი იყო თუმცა გაგიკვირდებათ და ცუდი მწვრთნელია
2. ბესიკ შეროზია :)
1. რეზო ძოძუაშვილი- ეს არის ცუდი კაცი, მხოლოდ პირადზე რომ ფიქრობს და ქართული ფეხბურთი არაერთხელ გაუყიდია. თამაშების ჩაწყობაში ათასგზის მხილებული. გაუგებარია რატომ ვხვდებით მის "ბრძნულ" აზრებს სხვადასხვა გამოცემებში, ასე ხშირად..

ქართულ ფეხბურთს ჭირს ერთი ძალიან ცუდი სენი, ყველა უფრთხილდება პირად ურთიერთობებს და სათქმელს პირდაპირ არავინ ამბობს. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი
ავტორი  -  ბექა
ბეჭდვა