ღმერთს არ უყვარს დეტროიტი!
AutoSharing Option
03:53 25-03-2016
Sportall.Ge


1983 წელს ცივ შტატში ჩაკ დეილი მოდის, კლივლენდის უამბიციო გუნდში დაწუნებულმა კომენტატორმა დიდი პროექტი უნდა ჩაიბაროს, პროექტი სახელად აიზია თომასი. დანარჩენი სახელები მან უნდა მოიფიქროს. მიზნები დიდია, დეტროიტში იმედი გაჩნდა, მათ აიზია ჰყავთ.

ჩაკს უდიდესი პოტენციალი აქვს, პროგრესული მწვრთნელი ახალი იდეებით, თუმცა ის ახალ ველოსიპედს ვერ გამოიგონებს, ლიგა დომინანტია. ლეიკერსი და სელტიკსი ჰოლივუდს ჰგავს - ჩაკი ბელგრადის ქუჩებს, რუპორით ხელში.

„მე არ მინდა კარგი ბიჭებისგან შემდგარი გუნდი, მე მინდა ბიჭებისგან შემდგარი კარგი გუნდი“

აიზიას ბილი ლეიმბეირი და ვინი ჯონსონი შეუერთდნენ, მათი დამეგობრება მალევე მოხდა, აქ ჩაკის ჩარევა საჭირო არ იყო..

Sportall.Ge

გუნდმა პროგრესი დაიწყო, 6 წლიანი შესვენების შემდეგ, 1983-1984 წლის სეზონში დეტროიტი პლეი ოფს დაუბრუნდა, პირველივე რაუნდში ნიქსთან გადამწყვეტ მატჩში მარცხი ახალგაზრდა გუნდისთვის ძალიან ემოციური გამოდგა. ჯერ კიდევ გამოუცდელმა ბიჭებმა ბერნარდ კინგს და კომპანიას ვერაფერი მოუხერხეს.  კარი გაიღო, ყინული დაიძრა. წინ დიდი პერსპექტივებია

შემდეგ სეზონში კვლავ პლეი ოფი, ამჯერად პირველი რაუნდი და ნიუ ჯერს ნეტსი წარმატებით გადაილახა და აი ისიც, პირველი შეხვერდა ბოსტონ სელტიკსთან: ლარი, კევინ მაკჰეილი, დენის ჯონსონი, რობერტ პერიში.... მოკლედ თავს ზემოთ ძალა არ არის.

მეტრო თაიმსის გარეკანი ასე გამოიყურებოდა: „იბრძოლეს იქამდე, სანამდეც ბოსტონებელებმა მიუშვეს.. მათი დროც მოვა“..

Sportall.Ge


გუნდი შეთამაშდა, როსტერი უცვლელია, ის მხოლოდ ძლიერდება. 1986 წელს განცდილი კრახის, ატლანტა ჰოქსთან პირველ რაუნდში მარცხის შემდეგ გუნდმა უფრო ღრმად ჩაისუნთქა. დრაფტზე აყვანილი ჯო დუმარსი ნელ-ნელა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა დამცველად ყალიბდებოდა. ჩავარდნილი სეზონის შემდეგ დიდი პროგრესი აქვს რიკ მაჰორნსაც.
რიკის ჩაკი ძალიან ენდობოდა, ის არ ითვლებოდა ამინდის შემქმნელად გუნდში მაგრამ თუ გაწვიმდებოდა ჩაკის ქოლგა რიკი იყო. „რატომ მიყვარს რიკი? როგორ შეიძლება ის არ გიყვარდეს, მას ხომ ასე ძალიან უყვარს დაცვაში თამაში“
გუნდი უმატებს, უმატებს აგრესიას. დრაფტიდან წარმოუდგენელი გაძლიერება დენის როდმანის სახით, ამართლებს დრაფტის მეთერთმეტე ნომერი ჯონ სელი. მორიგი პლეი ოფი. ვაშინგტონ ბულეთსი დასვიპულია, კითხვა არ არის 3-0. რევანში ჰოქსთან 4-1!  კონფერენციის ფინალი. რა ბედის ირონიაა, ისევ თქვენ?!
ისტორია მეორდება. ლარი, ლარი, ლარი.... მოკლედ თავს ზემოთ ძალა ისევ არ არის.
ლარი გადამწყვეტ ორ თამაშში 72 ქულას აგდებს. როდმანის აცილებული ლეი-აფი დეტროიტს არასდროს დაავიწყდება, მხოლოდ რამე თუ გადაფარავს, დრო კი არის..

მეტრო თაიმსის გარეკანი ამ შემთხვევაში არ ვიცი როგორ გამოიყურებოდა მაგრამ ჩემი წარმოდგენით დაახლოებით ასე: „ლარი! ისევ შევხვდებით!“

Sportall.Ge

მოტივაცია იზრდება რევანშის სურვილთან ერთად. 1987-1988 წლის სეზონი ერთგვარ რეკორდების სეზონად იქცა. 54 მოგება რეგულარულში და დივიზიონის ტიტული 33 წლის შემდეგ პირველად!
პისტონსი შეუჩერებელია, მიუხედავად იმისა რომ ბოსტონი რეგულარულში უკეთეს შედეგს აჩვენებს და 4 მოგებით უკეთეს შედეგს დებს, „ცუდი ბიჭების“ დაცვასთან პლეი ოფში ფავორიტად არავინ ითვლება. ეს ბოსტონმა თავის თავზე კონფერენციის ფინალში გამოსცადა. 4-2 დეტროიტი სუპერფინალშია, სადაც ლეიკერსი ელოდება.

მეჯიქი,ჯაბარი,უორთი . დეტროიტი წინ 3-2 გადის, მეექვსე თამაშში სასწაულები ხდება. მესამე პერიოდში აიზია თომასი 25 ქულას აკეთებს რაც სუპერფინალების რეკორდია. პისტონსი არასდროს ყოფილა ასე ახლოს ჩემპიონობასთან.
დარჩენილი 47 წამია, პისტონსი 1 ქულას იგებს და ბურთი მისია, აიზია საშუალო სროლას აფუჭებს, ლეიკერსი ტაიმ აუტზე გადის და ბოლო შანსით ბრუნდება, 27 წამი და ჯაბარმა ლეიმბეირს ჯარიმა აჰკიდა, სროლები გამოიყენა და ლეიკერსი გადამწყვეტ თამაშში გადაიყვანა, რომელიც ლეიკერსმა ასევე მოგებით დაასრულა, დეტროიტის ოცნება ოცნებად დარჩა.

ეს ჯარიმა ისტორიაში "phantom foul"-ის სახელით დარჩა. ჯარიმა რომელმაც დეტროიტს სანატრელი ჩემპიონის სტატუსი დააკარგვინა, ისტორიაში პირველი ჩემპიონობის..

Sportall.Ge

1989 წლის დეტროიტ პისტონსი რომ ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ისტორიაში ყველაზე საშიშ გუნდად დარჩება ამაზე ცოტა კამათობს.

პისტონსი რეგულარულ ჩემპიონატში საუკეთესო შედეგს აჩვენებს. 69 მოგება - 14 წაგება ლიგის პირველი მაჩვენებელია. ყველასთვის მოულოდნელად გუნდის საუკეთესო სქორერი ადრიან დენტლი გუნდს ტოვებს, ის უკმაყოფილოა უკანა პლანზე და აიზიას ჩრდილში ყოფნით. ჩაკი მას მარკ აგუაიერში ცვლის, გუნდური მოთამაშე რომელიც დაცვას არ თაკილობს და კარგი მაჯა აქვს, მწვრთნელისთვის მისაღები ვარიანტია.

პლეი ოფის პირველ რაუნდში ბოსტონია. ბოსტონი ლარის გარეშე. ანუ ღამე მთვარის გარეშე, მერსედესი ტყავის სალონის გარეშე..

3-0 სელტიკსი დაისვიპა. კითხვა არ არის. დუმარსი და აიზია საუკეთესოები არიან. გუნდი სტაბილური, ბენჩი ძლიერი, წუთები თანაბრად ნაწილდება, ჩაკი ძალის დემონსტირებას ახდენს..

კონფერენციის ნახევარფინალში მილუოკი ბაქსია. ფრედ რობერთსი, ჯეი ჰამფრისი, რიკი პირსი.. რისფექთ მაგრამ საკმარისი არ არის. 4-0 ბაქსიც დაისვიპა. პისტონსისგან ვინმეს გამორჩევა ძნელია, გუნდი თამაშობს.. ნუ, აიზია და გუნდი..

კონფერენციის ფინალი. პისტონსი ისეთი ძლიერია როგორც არასდროს, რეგულარულის საუკეთესო გუნდი კონფერენციის ფინალში წაუგებლად მიდის, სელტიკსი და ბაქსი დასვიპულია, ზედიზედ მეორე სუპერფინალამდე ერთი ნაბიჯია.

Sportall.Ge

“Jordan Rules” მითი თუ რეალობა?!

ჯორდანის წესზე მთელი ამერიკა საუბრობდა. ეს იყო ჩაკის სტრატეგია, როგორ უნდა დაეცვა თავი ლიგის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელისგან.
„მისი განეიტრალება შეუძლებელია, რაც შეგვიძლია მისი შეზღუდვაა. ნაკლებად ეფექტური ჯორდანი, ეს გასაღებია!“
ეს იყო აგრესიული დაცვის კასკადი, დაცვის ეშელონები პერიმეტრიდან სამწამიანამდე. ცუდი ბიჭები წესების გარეშე. არავინ ერიდებოდა ხელში ჩარტყმას. მაიკლი საჯარიმო ხაზთან ხშირად დგებოდა, ამით დეტროიტი თამაშის ტეპზე ახდენდა ზეგავლენას და ჯორდანს ტემპიდან აგდებდა.  არავინ ერიდებოდა „თრეშ თოლქს“. აიზია თომასმა მეორე მატჩის შემდეგ ჯორდანს პრესის საშუალებით მიმართა: „არაფერი პირადული, ეს მხოლოდ თამაშია“.

მწვრთნელი ჩაკის წესი: „თუ მაიკლი რაიმეს დაწყებას აპირებდა ცენტრიდან, ჩვენ ვაიძულებდით მარცხნივ გადაწეულიყო და მაშინვე ორმაგ დაცვას ვეთამაშებოდით. თუ მარცხენა ფრთაზე იყო, მაშინვე ცენტრიდან ორმაგი დაცვა გადადიოდა მარცხნივ. თუ მარჯვნივ იყო- მარჯვნივ.. მას თანაბრად შეეძლო ნებისმიერი ფრთიდან ზიანის მოყენება, ზიანის მოყენება ჰოთ-დოგების რიგიდანაც შეეძლო, მაგრამ ჩვენ უბრალოდ გვინდოდა გადმოსახედების შეცვლა და თუ სამწამიანში იყო მაშინ ორმაგ დაცვაში მძიმე ფორვარდი და ცენტრი ერთვებოდნენ. მეორე წესი იყო, რომ თუ მაიკლი შენკენ მოდიოდა, უბრალოდ ვალდებული იყავი გამკლავებოდი. ჩვენ არ გვინდოდა ბინძურად გვეთამაშა - ვიცი, ზოგი ფიქრობდა, რომ ასე ვიქცეოდით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა დაგვემყარებინა ფიზიკური კონტაქტი.“

რიკ მაჰორნი: „რაღაც გეგმებს ვამჟღავნებდით, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ხუმრობა იყო. ჩაკმა თქვა, რომ ჩვენ გვქონდა რაღაც საიდუმლო გეგმა ჯორდანის გასაჩერებლად და ყველა ჩაიციკლა ამაზე. ყველა წერდა ისტორიებს ამ სტრატეგიის შესახებ და როცა ჩვენ ამ ისტორიების კითხვას ვაგრძელებდით, აიზაიამ გვითხრა, რომ ჩვენ მოვახერხეთ ხალხის ტვინში ჩაძრომა და სწორედ ამის წყალობით მოვახერხებდით გამარჯვებას“


პირველ სამი თამაშის შემდეგ სადაც ჯორდანის საშუალო 35 ქულა იყო, მისმა თამაშმა მართლაც დაკარგა ეფექტურობა, ამას დაემატა ბოლო თამაშში გამოკლებული სკოტი პიპენი.

2-1ის შემდეგ პისტონსი ზედიზედ 3 თამაშს იგებს და სერიას 4-2ს ასრულებს. აიზია და ვინი ჯონსონი შეტევაში გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ, დაცვაში ვინმეს გამოჩევა რთულია.

სპორტ ილუსთრეიდიდ წერდა: „საინტერესოა დენის როდმანი ჰაერში უფრო მეტ დროს ატარებს თუ პარკეტზე?! სადაც ნახტომის გარეშეც შეუძლია ბურთს დაეუფლოს იქაც კი ხტება, ბურთი ტრიბუნაზე გადადის? როდმანი იქაც მიფრინავს. ის ნამდვილად ცუდი ბიჭია“

Sportall.Ge


მორიგი შეხევდა ლეიკერსთან. ისევ სუპერფინალი - ისევ რევანშის ცხოველური სურვილი.

პირველივე მატჩის პირველივე წუთებიდან ჩანდა თუ რამდენად კონცეტრირებული იყო პისტონსი. არცერთი ზედმეტი მოძრაობა, პისტონსი დინჯია - ჩაკი თავდაჯერებული. ემოციები მხოლოდ გაჩერებულ თამაშზე.
პისტონსი 2-0 წინ გადის. ლეიკერსს მეჯიქი გამოაკლდა, ეს დასასრულია. ჯაბარის ბოლო სეზონი სვიპით დასრულდა.

4-0 დეტროიტი ჩემპიონია - დუმარსი ფინალების საუკეთესო მოთამაშე!
ეს რევანშზე მეტია!

Sportall.Ge

ესეც პასუხი ჯილ სკოტ ჰერონს - თითქმის დაკარგული, არ ნიშნავს დაკარგულს!

1990 წელს პისტონსმა ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
დეტროიტი დაბრუნდა!
ცუდმა ბიჭებმა კარგი ისტორია შექმნეს.

ავტორი  -  ლევან ყურაშვილი
ბეჭდვა