სად ვნახოთ ბლოგები SPORTALL.GE-ზე
AutoSharing Option
18:43 24-02-2016
ამ პოსტის მეშვეობით გაიგებთ სად შეიძლება ნახოთ ბლოგები SPORTALL.GE-ზე.

სანამ ახსნაზე გადავალთ გეტყვით იმ სიახლეების შესახებ, რაც ბლოგებს ეხება. პირველ რიგში გეტყვით, რომ მოხდა ბლოგების სისტემის ინტეგრირება SPORTALL.GE-ზე, რაც მოგვცემს საშუალებას ბლოგერების მიერ შექმნილი პოსტები უფრო მეტმა ადამიანმა წაიკითხოს, შეაფასოს და საკუთარი აზრი გამოთქვას.

BLOG.SPORTALL.GE-ზე ანუ, სადაც ახლა იმყოფებით, მარჯვენა კუთხეში გამოდის ჩვენი ფეისბუქ Pop up, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ მოიწონოთ გვერდი. თუ ვერ ნახეთ Pop up, შეგიძლიათ პირდაპირ ამ ბმულზე გადახვიდეთ და ისე მოიწონოთ ჩვენი გვერდი.

ახლა კი საქმეზე გადავიდეთ:

1. SPORTALL.GE-ზე შესვლისას ლოგოს დაბლა "მთავარი"-ს გვერდზე ყვითელ გრაფაში არის ჩასმული "ბლოგი".

Sportall.Ge

2. საიტის მარჯვენა კუთხეში გამოკითხვის დაბლა, დღის სიახლეების გვერდზე არის ბლოგის RSS-ები. აქ ბლოგის RSS-ები ორ ნაწილად იყოფა. პირველი არის ბლოგის სიახლეები, ანუ ბოლო დამატებული სამი პოსტი და რეკომენდირებული პოსტები - ის პოსტები, რომელსაც რედაქცია უთითებს.

Sportall.Ge

3. ყველაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო. SPORTALL.GE-ს დღის სიახლეების ლენტა გაიყო ორ ნაწილად. ვიდეოს დაბლა, როგროც ხედავთ განთავსდა ორი ღილაკი: 1. დღის სიახლეები 2. ბლოგის პოსტები. დღის სიახლეებზე დაჭერისას ლენტაში გამოჩნდება SPORTALL.GE-ს სიახლეები, ხოლო ბლოგის პოსტებზე დაჭერისას გამოჩნდება ბლოგის პოსტები, რომელიც დალაგდება ან ნახვების რაოდენობით ან სხვა მაჩვენებლის მიხედვით (ამას ჩვენ გადავწყვიტავთ).

Sportall.Ge

4. ბლოგის პოსტებზე დაჭერისას სიახლეების ლენტა ასე გამოჩნდება. თუ გნებავთ SPORTALL.GE-ს სიახლეებზე გადასვლა დააჭირეთ დღის სიახლეებს.

Sportall.Ge

5. და ბოლოს, როცა გადმოხვალთ ბლოგების საიტზე და მოგინდათ უკან SPORTALL.GE-ზე დაბრუნება - საძიებო ველის დაბლა ყვითელ გრაფაში არის ჩასმული ღილაკი SPORTALL.GE.

Sportall.Ge

P.S. გამოიწერეთ ჩვენი ადმინისტრაციის ბლოგი, რომ ყველა სიახლისა თუ ცვლილების შესახებ გქონდეთ ინფორმაცია. თუ რამე კითხვები გაქვთ კომენტარებში დაწერეთ. წარმატებებს გისურვებთ ბლოგერებო!

ასევე იხილეთ ინსტრუქციები როგორ შექმნათ ბლოგი და ა.შ.

- საიტის წესები
- როგორ დავამატოთ პოსტი
- როგორ დავამატოთ ბლოგი
- როგორ დავრეგისტრირდეთ ბლოგზე
- ვიდეო და სურათი ტექსტში
- ტეგი და მისი მნიშვნელობა
ავტორი  -  Sportall.ge
ბეჭდვა
ტეგები: წესები