განმარტება - როგორ უნდა დადოთ პოსტი
AutoSharing Option
17:02 08-03-2016
რამდენიმე მომხმარებელი ვერ გაერკვია და ამიტომ შევეცდებით დეტალურად აგიხსნათ ამ პოსტში რა როგორ უნდა იყოს.

პირველ რიგში უნდა შექმნათ ბლოგი - როგორ დავამატოთ ბლოგი. გაითავლისწინეთ, რომ აქ უნდა იყოს ზოგადი და თუ გნებავთ კონკრეტული ინფორმაცია ბლოგის შესახებ: ბლოგის სათაური, მოკლე აღწერა, სპორტის სახეობა, აღწერა (უფრო ვრცელი) და ფოტო.

როცა შექმნით ბლოგს, მიიტანეთ ზედა მარჯვენა კუთხეში "მაუსი", სადაც არის თქვენი სახელი. ამის შემდეგ ჩამოიშლება ფანჯარა, სადაც არის გათავსებული თქვენს მიერ შექმნილი ბლოგი - დააჭირეთ მას. ახლა უკვე შეგიძლიათ დაწეროთ პოსტი - როგორ დავამატოთ პოსტი.
ავტორი  -  Sportall.ge
ბეჭდვა