მივბაძოთ ისლანდიელებს, ანუ სპორტით გადარჩენილ ქვეყანას!
AutoSharing Option
19:51 19-06-2016
ფეხბურთის თამაში თბილ ქვეყანაში  - ერთია. აი, ქვეყანაში კი, სადაც ზამთარი წელიწადში 8 თვის მანძილზეა და ადამიანები გათხოვებამდე მონაცემთა ბაზას ამოწმებენ, პარტნიორი შემთხვევით მათი ნათესავი რომ არ აღმოჩნდეს - ეს სხვაა.

როცა 90-იან წლებში ისლანდიელებმა გაიგეს, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკის პრობლემები აქვთ, გადაწყვიტეს ამ ყველაფერს სპორტით დაპირისპირებოდნენ. მალევე 8 დიდი სპორტული კომპლექსი აშენდა. ისინი როგორც ფეხბურთის სტადიონს იტევდნენ, ასევე საცურაო აუზებს, რომელიც 330 000-იან მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი.

და აი რა შედეგები მიიღეს ბოლოს:
- 1998 წელს ისლანდიელთა მოსახლეობის 42%-ს 15-16 წლის ასაკში, ანონიმური გამოკითხვის შედეგად, ბოლო თვის მანძილზე ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლი, მაშინ როცა 2012 წელს ეს მაჩვენებელი 5%-მდე შემცირდა.
- 1998 წელს ყოველკვირეულ მწეველთა რაოდენობა 15-16 წლის ასაკში 23%-ს შეადგენდა, 2012-ში კი - სულ რაღაც 3%.
- 15-16 წლის ასაკში ალკოჰოლ გასინჯულთა რაოდენობა 15%-დან 3%-მდე შემცირდა.
- ალკოჰოლის გაყიდვები მესამედით იკლო. საავადმყოფოში "ვიზიტორთა" რაოდენობაც მესამედიდ იკლო - ისინი უბრალოდ აღარ ავადდებოდნენ.

ნამდვილად არ ვიცი ამ კუთხით ჩვენთან როგორი სტატისტიკაა, მაგრამ განა სჭირდება სტატისტიკა დასტურად იმას, რომ ჩვენს 4-5 მილიონიან ქვეყანაშიც ბევრი სიგარეტის მწეველი და ალკოჰოლის მიმღებია? არა. ყველამ ყველაფერი ვიცით.

მოდით, მივბაძოთ მათ და სტადიონების ნგრევის ნაცვლად, ვაშენოთ ისინი. ვაშენოთ სპორტ-კომპლექსები და გადავარჩინოთ თაობა სპორტით! სპორტი ერთადერთი გამოსავალია ამ სიტუაციაში. და მოვა დრო, ჩვენც გავიხარებთ იმ ისლანდიელებივით, ვინც დღეს საფრანგეთში არიან ევროპის ჩემპიონატზე, დანარჩენები კი ტელეეკრანებთან გულშემატკივრობენ საკუთარი ქვეყნის გუნდს.
ავტორი  -  ედო
ბეჭდვა