ქართველი საუკეთესოა
AutoSharing Option
22:57 19-11-2016

გერმანული Kicker-ის შეფასებების მიხედვით, II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი აკაკი გოგიაა. 23 წლის დრეზდენის "დინამოს" ფეხბურთელის საშუალო შეფასებაა 2,44. ამდენივე აქვს "ნიურნბერგის" მეკარე ტორსტენ კირშბაუმს.

...დიდი ალბათობით ეს ბიჭი ჩვენ მოლდოვასთან თამაშს მოგვაგებინებდა(და მანამდეც ქულებს მოგვიტანდა)! სულ მცირე მეორე ტაიმში რამდენიმე შეტევას მაინც განახორცილებდა მეტოქის კარზე და მოლდაველები ისე არ გათამამდებოდნენ, როგორც მატჩის ბოლოს, როცა ჩვენი უუნარობით ლამის სამი ქულაც წაიღეს თბილისიდან!...

ტექნიკა, სისწრაფე, პასი, მოედნის ხედვა – ყველაფერი ძალიან კარგი აქვს !... როგორ მოახერხეს სომხებმა შვიდი სომხეთს გარეთ დაბადებულის ნაკრებში თამაშზე დათანხმება და ყველა თანმდევი პრობლემის გადაწყვეტა?! დიდი ალბათობით სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია, სახელმწიფო ორგანოები, ხელისუფლემა, დიასპორები ერთად მუშაობდნენ, აკეთებდნენ საერთო(!) საქმეს!!!...

როგორ მოახერხეს აზერბაიჯანელებმა რუსებისთვის "აეხიათ" ასაკობრივებში საუკეთესო ბომბარდირი (შეიდაევი)? როგორ მოახერხეს თურქებმა დანიის მოქალაქე, დანიის ყველა ასაკობრივის, დორტმუნდის ბორუსიის ფეხბურთელის, მორის გადმობირება?! დიდი ალბათობით ფინანსური დაინტერესებაც იყო თანდართული პატრიოტულ გრძნობებზე!..

ჩვენთან მავანნი გაიძახიან, რომ ფინანსები ბავშვთა ფეხბურთში უნდა ჩაიდოს, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ა.შ. მომავალში გვეყოლება გუნდი ან მომავალი ევროს შესარჩევისთვის ვემზადებით... დღეს?დღეს არ გვინდა ძლიერი ნაკრები? დღეს რატომ არ ვაკეთებთ მაქსიმუმის მაქსიმუმს? რატომ არ გადაწყდა ყველა პრობლემა ამ შესარჩევის დაწყებამდე?! 25წელია ველოდებით ნაკრებისგან შედეგს და მუდმივად მომავლის იმედით როდემდე უნდა ვიყოთ ?!...


კი! უნდა ჩაიდოს ფინანსები ინფრასტრუქტურაში, ბავშვებში აუცილებლად, მაგრამ ვინ იძლევა გარანტიას, რომ სუპერინფრასტუქტურით, განსწავლული ყველა ასაკის ბავშვებისთვის მწვრთნელებით, რომ ბუნებაც უხვად გამოგვიგზავნის ტალანტებს? ჯერ ნიჭი, ტალანტი ბუნებით უხვად დაჯილდოვებული და მერე მისთვის შექნილი ყველა პირობა განვითარებისთვის არის მხოლოდ შანსი, მაგრამ არავითარი გარანტია არ არის, რომ მუდმივად გვეყოლება 20–25 მაღალი სანაკრებო, მუნდიალების და ევროების დონის ფეხბურთელი!... მოსახლეობით მცირე, 3.8მლნ–იან ქვეყანაში ძალიან რთულია სტაბილურად ძლიერი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება. საუკეთესო შემთხვევაში უფრო ხშირად ალბათ ნიჭიერი თაობის ლოდინში ვიქნებით.

ცოტა ქართული ფეხბურთის ისტორიასაც თუ გავიხსენებთ,ხშირად თაობათა ცვლის პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობდა და დროშიც იწელებოდა, არასდროს არ გვყოლია მეორე ძლიერი გუნდი. გვყავდა ძირითადის 11 ფეხბურთელი და ერთი ან ორი სათადარიგო. ქუთაისის "ტორპედო" უფრო ხშირად პირველ ლიგაში იყო და თუ დაწინაურდებოდა უმაღლესში, მხოლოდ ადგილის შენარჩუნებისთვის თუ ბრძოლობდა. და ეს მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობა გაცილებით მეტი იყო (1979წ აღწერით 5.4 მლნ) და იმ დროისთვის საკმაოდ ნორმალურად განვითარებული საფეხბურთო მეურნეობით, ინფრასტრუქტურით.

90წწ–ის "კოშმარისგან" ქვეყნიდან გაიქცა მოსახლეობის მესამედი. ნორმალური განვითარების პირობებში დაახლოებით 7 მლნ–მდე უნდა ყოფილიყო ქვეყნის მოსახლეობა, მაგრამ "პუტჩმა" ომებმა, შევარდნაძის რეჟიმის მიერ ქვეყნის უსინდისო ძარცვას გაექცა შრომისმოყვარე ("უსაქმოდ" უცხო ქვეყანაში შანსიც არ არის...) ხალხი და დღეს ჩვენი მოვალეობაა, რომ ყველა გზით ჩავაყენოთ მათი შვილები ქვეყნის სამსახურში! 80 მილიონიანი თურქეთი, ყოველმხრივ განვითარებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურით ნაკრების გაძლიერებისთვის ეძებს ტალანტებს ევროპის ქვეყნებში და ჩვენ გვაქვს ფუფუნება იგნორირების?!

გოგია, ჯიქია, ფარცვანია... და სხვა ნებისმიერი ქართველისთვის  (და არაქართველიც,რომელსაც შეხება ქონია საქართველოსთან), რომელიც გააძლიერებს ჩვენს ნაკრებს, მაქსიმუმის მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს ყველა დონეზე (ფედერაცია,სახელმწიფო...) იქ სადაც ფედერაციის კომპეტენციას ცდება სახელმწიფო უნდა ჩაერიოს! მაგ.მოქალაქეობის საკითხში (ჰუფნაგელთან გადაწყდა და გოგია უკვე 10 წელზე მეტია გერმანიაში ცხოვრობს და ნუთუ ასე რთულია ნებართვა ორმაგ მოქალაქეობაზე? თუ არა და მაშინ სხვა ფინანსური დაინტერესება...).უნდა გავითვალისწინოთ ყველა კონკრეტული პრობლემა და უნდა გადავწყვიტოთ სასიკეთოდ. გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი სახელმწიფო ვერ შესთავაზებს იგივე სოციალურ პირობებს, იგივე პენსიას მომავალში... მავანნი წინააღმდეგი არიან, რომ ფინანსები დაიხარჯოს, აჯობებს ჩვენთან ჩაიდოს და ა.შ. ჩემი აზრით ვერ არის თუნდაც ფინანსურად სწორი გათვლა. საუკეთესო შემთხვევა, რომ განვიხილოთ – მუნდიალზე, ევროს ფინალურ სტადიაზე გასვლა და ფიფა–უეფას–გან ბონუსები?! და თუ საქართველოს ნაკრები არ იქნება სტაბილურად წარმატებული, გულშემატკივარი არ დაუბრუნდება სტადიონს ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე, შესაბამისად არც ბიზნესი დაინტერესდება (ერთეული გულშემატკივარი–ბიზნესმენის გარდა), რადგან ბიზნესმენს არ აინტერესებს რეკლამა, სპონსორობა უკაცრიელ ტერიტორიაზე...

პ.ს.გოგიას საკითხს თუ შევეხებით – გადასაწყვეტია,როგორც ნაკრებისთვის საჭირო კონკრეტული ფეხბურთელის მიმართ ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე (ალბათ ყველა თანახმაა, რომ გოგია ნაკრებს გააძლიერებს, შეტევას მეტ კრეატივს, სისწრაფეს მისცემს, რაც აკლია საქართველოს ნაკრებს შეტევაში!), ასევე საერთო კონტექსტში, საერთო პრობლემა, რომელიც დიდი ალბათობით მომავალშიც შეგვაფერხებს საქართველოს ფარგლებს გარეთ აღზრდილი ფეხბურთელების ნაკრებში მოწვევისას. 90წწ–ში საქართველო დატოვა დაახლოებით 1,5 მილიონამდე მაცხოვრებელმა (1979წ აღწერით საქართველოს მოსახლეობა 5მილიონ 350 ათასი იყო, დღეს ოფიციალურად 3.8მლნ).დღეს დაახლოებით მესამედი ემიგრაციაშია. უზარმაზარი ადამიანური რესურსის ქვეყნის სამსახურში მაქსიმალური ჩართულობისთვის პირველ რიგში მუშაობა სახელმწიფო სტრუქტურებს მართებთ. ევროპასთან ასოციაციის, ევროლიბერალიზაციისა და ა.შ.

ხელშეკრულებებში გასათვალისწინებელია კონკრეტულ მუხლებში აღნიშვნა უბრალო ადამიანების უფლებების (გაეროს ადამიანთა უფლებების მუხლების გათვალისწინებით,დახმარებით). სუფთა სპორტული კუთხით და სპორტსმენების უფლების დაცვის კუთხით –ეს საქართველოსთვის უნდა გახდეს "ბოსმანის საქმის" დონის საკითხი თავის მნიშვნელობით!....

თუ კონკრეტულ გოგიას შემთხვევას განვიხილავთ ცალკე აღებულს: გოგია უკვე 10წელზე მეტია რაც გერმანიაში ცხოვრობს, ალბათ არც არავითარი პრობლემა არ ქონია კანონთან მიმართებაში და რატომ უნდა იყოს მისთვის ორმაგი მოქალაქეობა პრობლემა?!თუ რეალურად შევაფასებთ სიტუაციას–რამდენ სხვადასხვა სოციალურ პროგრამებზე, უზრუნველყოფაზე, მომავალში პენსიაზე... უნდა განაცხადოს უარი საქართველოს მოქალაქეობის მიღებით? ჩვენ რას ვთავაზობთ სანაცვლოდ?! და როდის იქნება საქართველოს ეკონომიკა, ცხოვრების დონე საშუალო ევროპულთან თუნდაც მიახლოებული? მგონი რეალურად ვაფასებთ სიტუაციას და... სამწუხაროდ ჯერჯერობით სხვა ინტერესები უნდა გამოვიყენოთ კონკრეტულ შემთხვევებში კონკრეტული ფეხბურთელებით ნაკრების გასაძლიერებლად, მაგრამ პარალელურად სახელმწიფო სამსახურებმა (საგარეო საქმეთა სამონისტრომ,პრეზიდენტმა, პრემიერმა..) უნდა იმუშაონ იურიდიული საკითხების გადასაწყვეტად!

ავტორი  -  zaza akhalaia
ბეჭდვა