41-ე წელი ,,დინამო-არენის,,....
AutoSharing Option
08:59 04-03-2017
...41წლის წინ,1976 წელს გაიხსნა ,,დინამო-არენა,,უფრო ზუსტი თუ ვიქნებით თბილისის ,,დინამოს,,სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა 1976 წლის 26 სექტემბერს,პირველი მატჩი ჩატარდა 1976 წლის 29 სექტემბერს ევროპის თასების თასზე: ,,დინამო,,თბ.-კარდიფ სიტი,,(3-0)...,,გაქანებული,, ბრეჟნევის ეპოქა იყო!ბრეჟნევის ეპოქა შეფასებულია,როგორც ,,ზასტოი,,,ჭაობი,,და სწორედ მაშინ თბილისში აშენდა იმ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი არქიტექტურული თვალსაზრისით(არქ.ქურდიანი),ასევე ერთ-ერთი უდიდესი ტევადობით(75ათასიანი) და მაშინ იყო ,,ზასტოი,,და ჭაობი და დღეს ,,მოდერნია,, ქვეყანაში?!...წელს თბილისმა ,საქართველომ უნდა უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 19 წ ასაკობრივ ნაკრებებს შორის და მსოფლიო თასს რაგბში 20წლამდე  ასაკში.სტადიონები?ერთი სტადიონი მაინც არ უნდა აშენებულიყო ორი ტურნირისთვის?!...და რაოდენ სიმბოლურია,რომ 41-ე წელია ,,დინამო-არენის,,გახსნიდან...
სტადიონებს ევროპის კლუბები აშენებენ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე საშუალო დასწრების გათვალისწინებით,ტრიბუნების ტევადობის განსაზღვრისას ეროვნული ჩემპიონატის თითოეულ მატჩზე საშუალო დასწრებას ითვალისწინებენ,რომ თითოეულ მატჩზე ეროვნული ჩემპიონატის ანშლაგთან ახლოს იყოს დასწრება საფეხბურთო,,ატმოსფეროსთვის,,.რუსეთში მუნდიალისთვის ფიფა-ს მოთხოვნით უნდა აშენებულიყო 45-ათასიანი და მეტი ტევადობის სტადიონები.რუსების თხოვნით დააკლეს მინიმუმს და მუნდიალის შემდეგ კიდევ ახალ რეკონსტრუქციას ჩაატარებენ და კიდევ უფრო შეამცირებენ სტადიონების ტევადობას და ეს მოსახლეობით მილიონიან(!) ქალაქებში ... ჩვენთვის სამაგალითოდ შეიძლება მივიღოთ ბატეს სტადიონი ბორისოვში(13 ათასიანი; კარგი იქნება სწორედ დაახლოებით იგივე ტევადობის და არქიტექტურის სტადიონები ბათუმში,ქუთაისში,რუსთავში...) და უნგრეთის პუშკაშის აკადემიის ,,პანჩო-არენა,,(3,9ათასიანი; კარგი იქნებოდა დაახლოებით იგივე ტევადობის მოსახლეობით მცირერიცხოვან ქალაქებში ),მცირე ტევადობის ,მაგრამ არქიტექტურით,ტრიბუნების გადახურვით შთაბეჭდილებას ტოვებენ სოლიდურის,ტევადობით უფრო დიდი არენების...
ხშირად წამიკითხია,რომ 20-ათასიანი ტევადობის სტადიონი ავაშენოთ რეგიონში(ბათუმში) ეროვნული ნაკრებისთვის.ჯერ ერთი-უპირველეს ყოვლისა სტადიონი რეგიონში ადგილობრივი კლუბისთვის უნდა აშენდეს,ეროვნული ჩემპიონატის მატჩისთვის და ადგილობრივი კლუბის თამაშებზე ეროვნულ ჩემპიონატში საშუალო დასწრების გათვალისწინებით,რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშზე იყოს ანშლაგთან მიახლოებული დასწრება,რომ კარგად იყოს შეფუთული ეროვნული ჩემპიონატი და რომ მივიღოთ სასიამოვნო საფეხბურთო სატელევიზიო სურათი ეროვნული ჩემპიონატის თითოეული მატჩიდან.ეროვნული ნაკრები წელიწადში სულ 4-5 მატჩს თამაშობს შინ და რამდენი შეხვედრა უნდა გადავიტანოთ რეგიონში?თუნდაც დავუშვათ ორი და ორი მატჩისთვის უნდა განვსაზღვროთ ტევადობა? ეროვნული ნაკრების თამაში არ შეიძლება გადაიტანო 55-ათასიანი არენიდან 20-ათასიან არენაზე,მხოლოდ იმ მოტივით,რომ რეგიონებმაც უნდა უმასპინძლონ ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის და ა.შ....თბილისში ნაკრების თამაშზე მოლდოვასთან 50ათასი გულშემატკივარი დაესწრო და თუ ნაკრების თამაშს გადავიტანთ 20-ათასიან არენაზე,მაშინ დასწრების,ქომაგობის შესაძლებლობას ვართმევთ მინიმუმ 35(!) ათას გულშემატკივარს და თან იმედით ვართ,რომ შედეგებს ეროვნული ნაკრები გააუმჯობესებს და უკვე 55-ათასიანი ,,დინამო-არენაც,,მცირე იქნება ყველა მსურველის ბილეთით დაკმაყოფილებისთვის.
კიდევ ერთი არგუმენტი მოყავთ სტადიონების ტევადობაზე გიგანტომანიით შეპყრობილებს,რომ ადრე ბათუმის ,,დინამოს,, და ლანჩხუთის ,,გურიის,,თამაშებზე დასწრება იყო 15-20 ათასი...გვავიწყდება,რომ საქართველოს მოსახლეობა 90წწ-ის ,,კოშმარის,,დროს მკვეთრად შემცირდა.1979 წლის  აღწერით საქართველოს მოსახლება 5,4მლნ-ს შეადგენდა,დღეს ოფიციალურად 3,8მლნ-ია და ისიც არავინ იცის ზუსტად რამდენია კიდევ ქვეყნიდან გასული. თან დღეს,თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში შესაძლებელია პირდაპირი რეპორტაჟი,ლაივი ნებისმიერი საფეხბურთო მატჩის მსოფლიოს ნებისმიერი სტადიონიდან და კიდევ გვავიწყდება,რომ სსრკ-ის დროს პრაქტიკულად ერთადერთი სანახაობა,გასართობი მხოლოდ საბჭოთა ფეხბურთი,სპორტი იყო.სხვა,,პონტი,,პრაქტიკულად არ არსებობდა...
წლების წინ დაანგრიეს იპოდრომი და დღეს ტერიტორია სამწუხაროდ მტვერი და სარეველაა…კარგი იქნებოდა სპორტული კომპლექსის აშენება თანამედროვე ეპოქისთვის შესაბამისი, კომფორტით მაქსიმალურად(!) უზრუნველყოფილი  სტადიონით(ალბათ ოპტიმალური იქნებოდა 7–8ათას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით) ,მინი–საფეხბურთო და კალათბურთის მოედნებით ,ველო და სარბენი ბილიკებით გარშემო,პარკით,ფიტნესისთვის აუცილებელი ტრენაჟორებით….სარბენი ბილიკები არავითარ შემთხვევაში სტადიონის ტერიტორიაზე.სტადიონი სუფთა საფეხბურთო ,კომპაქტური უნდა იყოს აუცილებლად,რომ საფეხბურთო ,,ატმოსფეროთი,,მეტად იყოს გაჯერებული მატჩი. აუცილებელი პირობა–სპორტული კომპლექსი,პარკი ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერ დროს(მხოლოდ სტადიონი გამონაკლისი,რადგან გაზონს გაფრთხილება ჭირდება) უფასოდ ან სუფთა სიმბოლურ ფასში….ქალაქისთვის მიწისქვეშა პარკინგი მოწყობილიყო. კარგი იქნებოდა იპოდრომის ტერიტორია თბილისის,,დინამოს,,სკ,,საბურთალოს,,ლოკომოტივს,, მერიის,სახელმწიფოს ხელშეწყობით,ერთად აეთვისებინათ.როგორც ,,საბურთალოს,,გააჩნია სტადიონის პრობლემა ,ასევე თბილისის,,დინამოსთვის,,ეროვნული სტადიონის ტრიბუნები საქართველოს ჩემპიონატის და თასის მატჩებისთვის აშკარად დიდია...პ.ს.მე-17წელია 21-ე საუკუნის და როდის უნდა ეღირსოს საქართველოს თანამედროვე ეპოქის შესაბამისი სტადიონი?...
ავტორი  -  zaza akhalaia
ბეჭდვა