"ლოს ანჯელეს ლეიკერსი"
სიახლეები ნბა-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფრენჩაიზის შესახებ.
ავტორი - კახი კუკუნაშვილი
ბლოგის დარეგისტრირების თარიღი
2015-12-08 13:48:40
პოსტები
5
სპორტის სახეობა
კალათბურთი
ბლოგის დამფუძნებელი
კახი კუკუნაშვილი
ბლოგის შესახებ
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" - გუნდი რომელიც ნბა-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრენჩაიზია. 16-გზის ნბა-ს ჩემპიონს ურთულესი დრო დაუდგა და 99.9 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ გუნდი ზედიზედ მესამედ დარჩება ფლეი ოფს მიღმა, რაც გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. ამ სეზონის შემდეგ ასრულებს კარიერას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი - კობი ბრაიანტი. კაცი რომელმაც მთელი კარიერა (20 სეზონი) ამ გუნდს მიუძღვნა. თუმცა არის დადებითი მომენტიც - "ლეიკერსის" ახალგაზრდები, რომლებსაც ძალიან დიდი მომავალი აქვთ. ჯორდან კლარქსონი, ჯულიუს რენდლი და დ'ანჯელო რასელი - სამეული რომელზეც მომავლის გუნდი უნდა აეწყოს + ამას სეზონის შემდეგ გამონთავისუფლებული სახელფასო ჭერი, რომლითაც 2 სუპერვარსკვლავის დამატებაა შესაძლებელი და სულ მალე შეიძლება ვიხილოთ კვლავ საჩემპიონოდ მომართული გუნდი. 2016 წლის მთავარი სამიზნე თავისუფალი აგენტების ბაზარზე - კევინ დურანტი.
ბოლო კომენტარები