რასელი და რენდლი სასტარტო ხუთეულს მიღმა
AutoSharing Option
18:39 08-12-2015
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელი, ბაირონ სკოტი სასტარტო ხუთეულში ცვლილებებს ახდენს.

სეზონი გუნდისთვის საშინლად მიდის და მათ მხოლოდ 3 გამარჯვება გააჩნიათ 18 მარცხის წილ. ყოველივე ამის გათვალისწინებით სკოტმა გადაწყვიტა სასტარტო ხუთეულში კორექტივები შეიტანოს. 

"მომდევნო 5-10 მატჩში ჯულიუს რენდლი და დ'ანჯელო რასელი სასტარტო ხუთეულში არ იქნებიან. ამის შემდეგ შესაძლოა კიდევ მოვახდინო ცვლილებები" - განაცხადა ბაირონ სკოტმა.

ის მეტ ენერგიას ელის სტარტერებისგან და სასტარტო ხუთეულში ჩაჯდებიან ახალბედა ლარი ნენსი და ვეტერანი, გასული წლის საუკეთესო მე-6 მოთამაშე ლუ უილიამსი.

სკოტს ბოლო დროს ბევრი გულშემატკივარი აკრიტიკებს მისი გადაწყვეტილებების გამო და ალბათ ეს კიდევ გაგრძელდება, რამეთუ ძნელია შეეგუო ზედიზედ 3 წელი ფლეი ოფის გამოტოვებას, როდესაც "ლეიკერსს" გულშემატკივრობ..

ავტორი  -  კახი
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები